ოქმი #25

არგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #25

 

. თბილისი                                   27 ივნისი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, კ. კვიციანი, ზ. კიკალეიშვილი, რ. მარსაგიშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი,   თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, მ.მეტრეველი, მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ანზორ ბოლქვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (მესამე მოსმენა).

/მომხ. გია ხუროშვილი/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა).

/მომხ. ანზორ ბოლქვაძე/

3.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

4.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“      (მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

5.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავასა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

6.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექს“ ცვლილების შეტანის შესახებ“მეორე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 7.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ოქმი „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მომხ. რუსუდან კემულარია/  

  8.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის მიერ წარმოდგენილი „2011 წლის წლიური ანგარიში“

/მომხ. გურამ ჩალაგაშვილი/  

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

  

 

მოხსენება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის   ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 3.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

 

აღინიშნა, რომ კანონპროქტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მათ ტექსტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

  1. 4.მესამე

     მოსმენით

     განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების   ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

  1. 5.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების   პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

  1. 6.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექს“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 7.მოისმინეს:

  

 

მოხსენება „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ოქმის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

  1. მოისმინეს:

 

მოხსენება საქართველოს   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ.

 

ანგარიშში ასახულია ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კომისიის მიერ 2011 წელს და რამაც დადებითი გავლენა იქონია აღნიშნული დარგების განვითარებაში.

კვლავ (2007 წლიდან) უდეფიციტოდ მუშაობს ელექტროენერგეტიკა. 2011 წელს ქვეყანაში სულ წარმოებულია 9912,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, ანუ თითქმის იგივე, რაც 2010 წელს. შედარებით სწრაფად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება (7,4%-ით). საანგარიშო წელს ელექტროენერგიის წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბა 7,1%-ით. წარმოებული ელექტროენერგიიდან 78,6% მოდის ჰესებზე, 21,4% _ თესებზე. დადებითმა ელექტრობალანსმა შესაძლებელი გახადა 2011 წელს ექსპორტზე გატანილიყო თითქმის 1 მლრდ კვტ.სთ (930,6 მლნ კვტ.სთ). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესია გასულ წლებთან შედარებით. 2005 წელთA შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 44,1%-ით, მოხმარება _ 18%-ით. შედეგად, იმპორტი შემცირდა 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი გაიზარდა 7,6-ჯერ. 2005 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტმა თითქმის მილიარდ კვტ.სთ- მიაღწია (-962 მლნ კვტ.სთ), 2011 წელს კი მისი სიჭარბე 655,6 მლნ კვტ.სთ- უდრიდა.

 

პოზიტიური ძვრებია ბუნებრივი გაზის სექტორში. 2011 წელს საქართველოს მიეწოდა 1750 მლნ კუბ. ბუნებრივი გაზი, რომელიც წინა წლის მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის წყალმომარაგება. დარგში წარმატებით სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში, 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 85 ლიცენზია მოქმედებს, მათ შორის, 20 _ ელექტროენერგეტიკაში (13 _ წარმოება, 3-3 _ გადაცემა და განაწილება, 1 _ დისპეტჩერიზაცია), 57 _ ბუნებრივი გაზის სექტორში (56 _ განაწილება, 1 _ ტრანსპორტირება) და 8 _ წყალმომარაგებაში.

 

2011 წელს კომისიამ განიხილა მოხმარებელთა და კომპანიებს შორის 858 სადაო საკითხი, რომელთაგან 667 (77,7%) გადაწყდა მორიგებით, ხოლო 151 (17,6%) დავა კომისიის გადაწყვეტილებით დამთავრდა მომხმარებელთა სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში, კომისიამ მომხმარებლებს ჩამოაწერა 480 000 ლარზე მეტი.

 

კომისია ახორციელებს ლიცენზიატების საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს. ლიცენზიატები ყოველწლიურად წარუდგენენ კომისიას ანგარიშებს (როგორც ტექნიკურს, ასევე ფინანსურს), რომელთა ანალიზის მიხედვითაც მზადდება სათანადო დასკვნები.

 

ცნობილია, რომ სწორი სატარიფო პოლიტიკის გატარება უმნიშვნელოვანესი საკითხია არა მარტო ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისA და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას კანონის საფუძველზე სამივე რეგულირებადი დარგისათვის შემუშავებული აქვს სატარიფო მეთოდოლოგიები. ზოგადად, ტარიფების დადგენის პრინციპია განხორციელებული ინვესტიციის გონივრულ ვადებში უკუგებისა და მიმდინარე ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა. ბუნებრივი გაზის სექტორში ასეთი მეთოდოლოგია მოქმედებს 1999 წლიდან, ხოლო წყალმომარაგებაში – 2008 წლიდან. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკას, აქ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია მიღებულ იქნა 2011 წლის 8 ივნისს და მასში, წინა მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით, უპირატესობა ეძლევა ხარჯების შემცირების სტიმულირებას. აღნიშნული მეთოდოლოგიები დაედო საფუძვლად საანგარიშო წელს სატარიფო განაკვეთებში განხორციელებულ ცვლილებებს, თუმცა ამ პერიოდში მოსახლეობისთვის ტარიფი კვლავ სტაბილურია და არც ელექტროენერგიასა და არც ბუნებრივ გაზზე არ შეცვლილა. დადგენილი ტარიფები, ჩვენი აზრით, სამართლიანად აბალანსებს კომპანიებისა და მომხმარებელთა ინტერესებს.

 

გატარებულ ღონისძიებათა შედეგად უფრო კონკურენტუნარიანი გახდა საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი, ნაწილობრივ დერეგულირებულია ბუნებრივი გაზის მიწოდება, ხოლო სრულად დერეგულირებული _ 13 მგვტ-მდე სიმძლავრის და 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ელექტროსადგურები. ბოლო წლებში დადებითი ცვლილებები განიცადა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ძირითადმა მახასიათებლებმა. საანგარიშო წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა მომხმარებელთა ენერგეტიკული მომსახურების ხარისხი, ამაღლდა უწყვეტი ელექტრომომარაგება, საგრძნობლად გაუმჯობესდა წყალმომარაგება.

 

ანგარიშს ერთვის სტატისტიკური ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ჩახვაძემ, ბადაგაძემ, წურწუმიამ, ოქრიაშვილმა,   მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                    რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“

(07–2/483; 08.06.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07-3/646; 19.06.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/640; 08.06.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/641; 08.06.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/642; 08.06.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექს“ ცვლილების შეტანის შესახებ“

(07-3/647; 19.06.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექს“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

ოქმზე

„საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე განიხილა აქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგელი  ოქმი „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2004 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

2011 წლის წლიურ ანგარიშზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 27 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2011 წლის წლიური ანგარიში და ცალკე დოკუმენტად წარმოდგენილი კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2011 წლის ანგარიში.

 

დოკუმენტში საკმა სისრულით არის წარმოჩენილი საანგარიშო პერიოდში რეგულირებადი სექტორების მდგომარეობა და მათი განვითარებისა და საქმიანობის   ძირითადი პარამეტრები. დეტალურად არის გაშუქებული კომისიის საქმიანობის შედეგები კანონით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესში.

 

ანგარიშში საფუძვლიანად არის ასახული რეგულირებადი სექტორის მიღწევები ენერგიის გამომუშავების გაზრდის, ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი ჰესების მშენებლობაში ინვესტიციების მოზიდვის საქმეში და ის წვლილი, რაც მიღწეულ შედეგებში რეგულირების ხარისხსაც შეაქვს.

 

ამ მხრივ აღსანიშნავია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხი, რომელიც არ იყო სათანადოდ დარეგულირებული, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემებს უქმნიდა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ საკითხის მოსაწესრიგებლად კომისიამ 2011 წელს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც დაინერგა ერთი სარკმლის პრინციპი, განისაზღვრა მიერთების ვადები და საფასური, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოს დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება და ა.შ.

 

როგორც ანგარიშის განხილვამ გვაჩვენა, კომისიის წარმატებული საქმიანობა ტარიფების დადგენისა და რეგულირების, ლიცენზირების, სერტიფიკაციის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი განვითარების სფეროში.

 

სემეკ-ის 2011 წლის საქმიანობის განსაკუთრებულ დადებით მომენტად უნდა შეფასდეს გარდატეხის შეტანა ენერგოომბუდსმენის სამსახურისა თვით კომისიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში, რაც სრულად არის ასახული ძირითად ანგარიშსა და მომხმარებელთა ინტერესების დამცველის ანგარიშში. ასევე მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურმა ცალკე შექმნა საკუთარი ვებ–გვერდი ინტერნეტში. კომიტეტმა ასევე მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებთან   არსებული საზოგადოებრივი დამცველის სამსახურების როლსა და ავტორიტეტს კიდევ უფრო გაზრდის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომავალში საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის საკითხი საქართველოს პარლამენტის დონეზე გადაწყდება.

 

ამასთან, კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია რეკომენდაციები მიეცა კომისიისათვის მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

 

ეს პირველ რიგში შეეხება კომისის საქმიანობას ქვეყნის ენერგეტიკაში დანაკარგების დონის შემცირების პრობლემასთან მიმართებაში.

 

ელექტრულ ქსელში დანაკარგების კონტროლისა და მონიტორინგისათვის შექმნილია სათანადო ნორმატიული ბაზა. კომისიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის ფორმებში გადაცემის და განაწილების ლიცენზიატები ყოველწლიურად 1 მაისამდე წარადგენენ ინფორმაციას თავის ქსელში ელექტროენერგიის ფაქტიური დანაკარგების შესახებ ძაბვის საფეხურების მიხედვით და ასევე ქსელში დანაკარგებისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების კუთხით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

 

ასეთი საქმიანობის შედეგად მიღწეული ერთგვარი წინსვლის კვალობაზე,    ჩვენი ელექტროგამანაწილებელი ქსელების დანაკარგების საერთო დონე საშუალოდ აჭარბებს საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მისაღებ დონეს, რაც ამ პრობლემაზე ყურადღების მეტ კონცენტრირებას მოითხოვს.

 

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ქსელებში არსებულ დანაკარგებს ამ საკითხზე სასურველი იყო კომისიის მიერ ანგარიშით წარმოდგენილი ყოფილიყო ინფორმაცია.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ ანგარიშში, გასულ წლებისგან განსხვავებით, შეტანილი არ არის კომისიის ფინანსური საქმიანობის ამსახველი თავი და დართული არ არის აუდიტორული დასკვნა სემეკ-ის 2011 წლის ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ერთგვარად ართულებს კომისიის ანგარიშის სრულფასოვან შეფასებას.

 

კომიტეტმა, კომისიის 2011 წლის საქმიანობა, მთლიანობაში, დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ამასთან, მიიჩნია, რომ კიდევ უფრო არსებით გაუმჯობესებას მოითხოვს კომისიის მიდგომა ქვეყნის ენერგეტიკაში დანაკარგების პრობლემის მიმართ.

 

კომიტეტი არ თვლის სავალდებულოდ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე