| ოქმი #24 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #24
ქ. თბილისი 22 ივნისი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
(პირველი მოსმენა) /მომხ. ანზორ ბოლქვაძე/
/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
პროექტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 291. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/646; 19.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 22 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3 პროექტი
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ საქართველოს კანონში (ვებგვერდი, 25/05/2012, სარეგისტრაციო კოდი, 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–18 მუხლის მე–5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი: „ყ. ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი/ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები (შენიშვნა: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით)“.“
2. 27–ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271–ე მუხლი:
„მუხლი 271. ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების დარღვევა ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“
3. 103–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი: „101. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და მის ფუნქციონირებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირების და შესაბამისი ჯარიმის შეფარდების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/647; 19.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 22 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






