ოქმი #23

გობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #23

 

                                                                                                                               ქ. თბილისი     21 ივნისი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, რ. მარსაგიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

1.      აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“

(მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

2.აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი აქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ

(მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

  1. 3.აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ (07–2/481; 31.05.12)   (მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე   მოსმენა).

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(მესამე მოსმენა).

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (მეორე მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 7.საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოსანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 8.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    (მეორე მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

  1. 9.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 10.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავასა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    (მეორე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

  

 

მოხსენება მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

  1. 2.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება აქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

  1. 3.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ“ აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

  1. 4.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 5.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებს შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მათ ტექსტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

  1. 6.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 8) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 9).

 

აზრი გამოთქვეს:

მიქელაძემ, ჩახვაძემ, კანდელაკმე, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

  1. 7.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოსანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

 

  1. 8.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მათ ტექსტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

  1. 9.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

 

  1. 10.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების   პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავასა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მიქელაძემ, ჩარკვიანმა, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 14).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                           რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი

 

N

შენიშვნის ავტორი

შენიშვნა

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტში არ არის განმარტებული ტერმინი გემთმფლობელი

 

 

გათვალისწინებულია

კანონპროექტის პირველი პუნქტს დაემატა „ძ“ ქვეპუნქტი:

) გემთმფლობელიკომპანია, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მუხლი 7 სერტიფიკატების კანონთან შესაბამისობა დასახვეწია რედაქციული თვალსაზრისით

 

გათვალისწინებულია

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 7. სერტიფიკატების შესაბამისობა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს კანონი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

 

ეს კანონი ადგენს საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას საქართველოს კანონმდებლობის და მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირების, მომზადებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მეთევზე-მეზღვაური - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის ყველა წევრი;

ბ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

გ) კომპეტენციის სერტიფიკატი - შკიპერზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

დ) სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ მომზადების სპეციალური კურსის გავლას;

ე) განათლების დიპლომი - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი - შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების პროგრამა, რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო კომპეტენციის მისაღებად და რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ზ) მართვის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის შკიპერის, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის და მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;

თ) ექსპლუატაციის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან GMDSS რადიოოპერატორის სათანადო ფუნქციების შესრულებასთან მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით;

) დამხმარე დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერ გემზე, დაკისრებული ფუნქციების რიგითი შემადგენლობის მიერ შესრულებასთან, ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით;

კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდგომში, „ეკიპაჟი“) - მეზღვაურთა შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს;

ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი - ნებისმიერი პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომელიც დასაქმებულია თევზსაჭერ გემზე და ასრულებს გარკვეულ მოვალეობას შკიპერის დავალებით და გავლილი აქვს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსები;

მ) სანაპირო ნაოსნობა - ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;

ნ) საერთაშორისო ნაოსნობა - ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;

ო) საერთაშორისო სტანდარტები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომში IMO) მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთათვის დაწესებული მოთხოვნები მომზადებისა და სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსთვის;

პ) GMDSS - საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევის დროს;

ჟ) სუპერინტენდანტი - საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;

რ) შკიპერი - თევზსაჭერი გემის კაპიტანი;

ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი - სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის ყველა მექანიკური და ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაციასა და შენახვაზე;

ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი - უფროსი მექანიკოსის მომდევნო რანგის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზეც გადადის პასუხისმგებლობა გემის ძალოვან დანადგარებზე და გემის სამანქანე და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და შენახვაზე, უფროსი მექანიკოსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში;

უ) გამოცდილი მეთევზე - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს მიღებული შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა;

ფ) მეთევზე - პიროვნება, რომელიც იღებს მონაწილეობას თევზის მოპოვებაში თევზსაჭერ გემზე;

ქ) თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის და მისი განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი;

ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი - სამანქანე განყოფილების ნებისმიერი წევრი, გარდა სამანქანე განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რათა მოემსახუროს თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების აღჭურვილობასა და ელექტრომოწყობილობებს;

ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანო განყოფილების პერსონალი - საგემბანო განყოფილების ნებისმიერი წევრი, გარდა საგემბანო განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რათა მოემსახუროს საგემბანო აღჭურვილობებს;

შ) STCW კონვენცია - „მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, მისი განახლებული ვერსიით;

ჩ) SOLAS კონვენცია - „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), მისი განახლებული ვერსიით;

ც) კანდიდატი - ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი.

ძ) გემთმფლობელი − კომპანია, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.             

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. წინამდებარე კანონი ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს, ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც დასაქმებულია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე არის 7 მეტრზე ნაკლები. სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვის.

მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია

1. ამ კანონის მიზნებისთვის სააგენტო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

) კომპეტენციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და დადასტურებას;

) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს;

) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებასა და მათ სისტემურ მონიტორინგს;

) საზღვაო-საწვრთნელი კურსის შესაბამისობის აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან;

ე) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და მათი გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;

ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებასა და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას;

ზ) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას;

თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას;

კ) ამ კანონის დარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

ლ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 4. მეთევზე - მეზღვაურთა მომზადების სისტემა

1. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემის შემადგენელი ნაწილია პროფესიული და უმაღლესი საზღვაო განათლება, ასევე სპეციალიზებული საზღვაო წვრთნა.

2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.

3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება

1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება უნდა განხორციელდეს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. თუ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უკვე აქვს აღიარება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შეუძლია განახორციელოს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ.

3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატებს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან.

მუხლი 6. სერტიფიკატები

1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის წევრების სერტიფიკატების ნუსხას ადგენს სააგენტო.

2. სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

მუხლი 7. სერტიფიკატების შესაბამისობა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება

სხვა სახელმწიფოს მიერ მეთევზე-მეზღვაურებზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება ხორციელდება მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 9. მეთევზე-მეზღვაურთა გამოცდები

მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი გამოცდის ჩაბარების წესი განისაზღვრება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 10. ედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია

1.ედამხედველს, შემფასებელს, აკადემიურ პერსონალსა და ინსტრუქტორს, რომლებიც ხელმძღვანელობენ წვრთნას საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეთ სათანადო უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ასევე თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ან კომპანიის სუპერინტენდანტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, ან სამეცნიერო ხარისხი სპეციალობის მიხედვით.

2. ედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და ინსტრუქტორის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები

1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ:

ა) იგი არის არანაკლებ 18 წლის;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული   საზღვაო განათლება;

დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება;

ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები;

ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

2. მეთევზე-მეზღვაურები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება თევზსაჭერი გემის შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის.

4. მართვის და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან 24 მეტრი და ნაკლებ თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება.

5. გამოსაცდელი კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და აქვს შესაბამისის ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდას, თუ არსებული სერტიფიკატი აკმაყოფილებს გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალ ან იმავე დონეს.

6. კანდიდატისათვის წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 12. მეთევზე-მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები

მეთევზე-მეზღვაურის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა

1. სააგენტო აწარმოებს შკიპერის, ოფიცრისა და რიგითი შემადგენლობის კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის, მათ შორის, გაცემული, ვადაგასული ან ვადაგაგრძელებული, შეჩერებული, გაუქმებული თუ დაკარგული ან განადგურებული სერტიფიკატების აღიცხვას, სერტიფიკატში აღნიშნული შესაბამისი შეზღუდვის   მითითებით.

2. ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. გემთმფლობელი ვალდებულია აწარმოოს მეთევზე-მეზღვაურთა საბუთებისა და მონაცემების აღრიცხვა-შენახვა და ოფიციალური მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს მათი წარდგენა სააგენტოსთვის.

მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი.

3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნვლყოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 15. შეღავათის დაშვება

1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, მისი მოვალეობების შესრულების უფლება სააგენტოს შეუძლია მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი პოზიციისთვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მინიჭებული უფლების საფუძველზე მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. თევზსაჭერი გემის შკიპერის და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო მისცემს სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს მხოლოდ თევზსაჭერი გემის შკიპერის და უფროსი მექანიკოსის დაღუპვის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით.

მუხლი 16. თევზსაჭერ გემზე იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის ეკიპაჟის ან პერსონალის წევრი

1. გამონაკლის შემთხვევებში, შკიპერის პასუხისმგებლობის ქვეშ, თევზსაჭერ გემზე, ეკიპაჟის და პერსონალის წევრის გარდა, შესაძლებელია ავიდეს სხვა პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

2. გემზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ასვლის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 17. გემის უზრუნველყოფა ნორმატიული აქტებით

გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერ გემზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში, საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო კონვენციების არსებობა.

თავი II

თევზსაჭერ გემებზე სამეთაურო შემადგენლობის წოდებები

მუხლი 18. თანამდებობების განაწილება პასუხისმგებლობის დონის მიხედვით

1. თევზსაჭერი გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელ უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:

ა) თევზსაჭერი გემის შკიპერი;

ბ) უფროსი თანაშემწე;

გ) თევსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;

დ) თევსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;

ე) თევსაჭერი გემის სუპერინტენდანტი.

 

2. თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:

ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;

ბ) თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;

გ) ელექტროინჟინერი;

დ) GMDSS რადიოოპერატორი.

3. რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.

4. სააგენტო ადგენს დამხმარე დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

მუხლი 19. თევზსაჭერ გემებზე გემთწამყვანების წოდებები

გემთწამყვანებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:

ა) 12 მეტრზე პატარა პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი;

ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის შკიპერი;

გ) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის შკიპერი;

დ)12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;

ე) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე.

მუხლი 20. თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსთა წოდებები

თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:

ა) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;

ბ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;

გ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;

დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი.

ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი.

ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი.

მუხლი 21. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერთა წოდებები

1. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინრებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:

ა) გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი;

ბ) გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი.

2. ელექტროინჟინრის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს გემის მექანიკოსმა, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას.

მუხლი 22. თევზსაჭერი გემის რადიოსპეციალისტების წოდებები

1. თევსაჭერი გემის რადიოსპეციალისტებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:

ა) GOC GMDSS ოპერატორი;

ბ) ROC GMDSS ოპერატორი;

გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი;

დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი.

 

2. შესაძლებელია რადიოსპეციალისტის ფუნქციები შეითავსოს შკიპერმა ან სავახტო თანაშემწემ, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას.

 

თავი III

თევზსაჭერი გემების სამეთაურო შემადგენლობისადმი

წაყენებული მოთხოვნები

მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება

1. თევზსაჭერი გემის შკიპერი ვალდებულია შეიმუშავოს თევზსაჭერ გემზე ეკიპაჟისა და პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა, რომელსაც ათანხმებს გემთმფლობელთან.

2. თევზსაჭერი გემის შკიპერი აკონტროლებს ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო გეგმების შესრულების შესახებ სამ თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს.

3. თევზსაჭერი გემის შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს სასწავლო გეგმები, მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით.

4. გემთმფლობელის მიერ მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე დანიშნული პასუხისმგებელი პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და მიუთითებს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

მუხლი 24. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

                1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

                2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით.           

მუხლი 25. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

   1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 26. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო/სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით.

მუხლი 27. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი სიგრძის თევსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 28. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 29. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 30. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და სანაპირო/ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 31. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვიანი ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 32. 12 მეტრზე პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და პატარა სიგრძის თევზსაჭერ გემზე მუშაობის 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს სავაჭრო გემზე მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 33. 750 კვტ და მეტი სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750 კვტ და მეტი ამძრავი დანადგარის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი.

3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს სამანქანო განყოფილებაში, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ და მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისთვის, ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

მუხლი 34. 750 კვტ. და ნაკლები სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750 კვტ-ზე ნაკლები ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი.

3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით სამანქანე განყოფილებაში, რომლიდანაც 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მიღებული უნდა იყოს 750 კვტ-ზე ნაკლები ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მცურავი თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის, ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

მუხლი 35. თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი

ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება და გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი, ხოლო გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 1500 კვტ და მეტია, დამატებით მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

 

მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი

1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ და მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული მოთხოვნების გარდა, უნდა ჰქონდეს ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავის საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია.

4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ გააჩნია წევის ელექტროძრავა, ხოლო მისი ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.

5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.

მუხლი 37. გლობალური საზღვაო კავშირის სისტემის (GMDSS) რადიოოპერატორი

1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე GMDSS სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.

2. ყოველი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ის მოწყობილობით აღჭურვილ გემზე ან პირი, რომელსაც სურს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. ამ კანონის თანახმად, გემზე სამსახურისთვის GMDSS რადოპოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის თანახმად, ყოველი კანდიდატი:

ა) უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა, და

გ) შეესაბამებოდეს STCW კოდექსში განსაზღრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

თავი IV

კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

2. ყოველი მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელში ერთხელ განაახლოს   კომპეტენციის სერტიფიკატი.

3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით, ან

ბ) იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ სტაჟთან, ან

გ) შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით, ან

დ) თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

მუხლი 39. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს დირექტორი.

3. სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს უფლება აქვთ საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში დაესწრონ გამოცდებს.

4. ცოდნის შემოწმება ხდება 5 წელიწადში ერთხელ.

მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.     კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ახდენს:

ა) სააგენტო;

ბ) თევზსაჭერი გემის შკიპერი;

გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილება კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“ დებულებით, საზღვაო დისციპლინარული წესდებით“, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე უნდა მოხდეს კანდიდატის ცოდნის შემოწმება ამ კანონის შესაბამისად.

 

 

 

 

თავი V

დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. დასკვნითი დებულებები

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

2. სააგენტომ, ამ კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება.

3. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც განახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

4. თუ პირს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.

5. სააგენტომ უზრუნველყოს მეთევზე-მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება 2013 წლის 1 თებერვლიდან.  

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა   აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

აქართველოს საზღვაო კოდექსში”

ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა აქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი აქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში”

ცვლილების შეტანის შესახებ

(07–2/481; 31.05.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე    მოსმენით განიხილა აქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე   მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

დანართი 8

 

,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტის განხილვისას

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÀÅÔÏÒÉ

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÌÏÊËÄ ÛÉÍÀÀÒÓÉ

ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÉÓ ÌÃÂÏÌÀÒÄÏÁÀ

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

 

წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პროექტი ითვალისწინებდეს იმ ტერმინების განმარტებას, რომელებიც გამოყენებულია კანონში და რომლებსაც ამავე კანონის მიზნებისათვის გააჩნია განსაზღვრული მნიშვნელობა.

არ არის გათვალისწინებული ვინაიდან კანონპროექტში არ გვხვდება სპეციფიკური ტერმინი, რომელიც მხოლოდ ამ კანონპროექტის მიზნებისთვის გამოიყენება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ტერმინთა განმარტების არსებობა

2.

წარმოდგენილი კანონპროექტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, "მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ გადაიხადონ საწევრო გადასახადი ნებაყოფლობით საწყისებზე"; ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები, სხვა წყაროების გარდა, ასევე შედგება საწევრო შენატანებისაგან. საყურადღებოა, რომ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი." ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საწევრო გადასახადი იყოს სავალდებულო ხასიათის, ხოლო მისი ოდენობა განისაზღვროს პალატის წესდებით.

არ არის გათვალისწინებული ვინაიდან საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა უკვე არსებობს (შესაბამისად მათ უკვე აქვთ ქონება) და არ ხდება მისი შექმნა თავიდან (მე–9 მუხლის მე–3 პუნქტი), და გადასახადის ნებაყოფლობითი გადახდა პრინციპული საკითხია. აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინება მიზანშეუწონელია. (ნებაყოფლობითი საწევრო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით).

3.

კანონპროექტით წარმოდგენილი პირველი მუხლის მე-4 პუნქტი უმჯობესია ამოღებულ იქნას, ვინაიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლი გარკვევით განსაზღვრავს თუ ვინ შეიძლება მოექცეს აღნიშნული კანონის რეგულირების ქვეშ.

არ არის გათვალისწინებული ვინაიდან აღნიშნული სსიპ შეიძლება, ასევე დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შეიძლება მასზე გავრცელდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, მიზანშეუწონელია აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინება.

4.

კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებში შედის "საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება". ვინაიდან ანალოგიური ფუნქცია გააჩნია "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" და "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, მიზანშეწონილია, არ მოხდეს ფუნქციათა დუბლირება, რის შედეგადაც კანონით შექმნილი ერთი უწყება შეითავსებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.

არ არის გათვალისწინებული ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და ამისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება (ასევე ეს ფუნქცია არ არის რომელიმე ერთი ორგანოს ექსკლუზიური უფლებამოსილება), ასეთი ფუნქციების დუბლირება ხელს არ შეუშლის ზოგადად ქვეყნის განვითარებას.

5.

კანონპროექტით წარმოდგენილ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით:

"5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის საწევრო გადასახადის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო გადასახადი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული."

გათვალისწინებულია

6.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ კანონით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, პალატის ფუნქციებს ასევე დაემატოს - "საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების კოორდინაცია."

არ არის გათვალისწინებული ვინაიდან, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტიდან ეს გამომდინარეობს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად უფრო მეტი კონკრეტიკა.

 

7.

კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტი უმჯობესია წარმოდგენილ იქნას შემდეგი ფორმულირებით:

"17. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით."

გათვალისწინებულია

8.

კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, "რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვეროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია". მიზანშეწონილია, პროექტით დაკონკრეტდეს ვის მიერ უნდა იქნას აღნიშნული ბრძანება გამოცემული.

გათვალისწინებულია

9.

კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში მითითება კეთდება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესრულებაზე, მაშინ როდესაც ხსენებული პუნქტის (კანონრპექტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი) შინაარსი არ მოიცავს აღნიშნულს. შესაბამისად, პროექტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი წარმოშობს ერთგვარ ბუნდოვანებას.

გათვალისწინებულია

მითითება გაკეთდა მე–9 მუხლის მე–4 პუნქტზე.

10

კანონპროექტით წარმოდგენილ გარდამავალ დებულებებში, კერძოდ მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში არსებული ჩანაწერი "30 კალენდარული დღე", რედაქციული თვალსაზრისით, უმჯობესია შეიცვალოს "1 თვით", როგორც ეს მითითებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტში.

გათვალისწინებულია

რადგან 1 თვე მცირე ვადაა მოცემული მუხლის მოთხოვნის შესასრულებლად იგი შეიცვალა 2 თვით.

11

 

კანონპროექტით წარმოდგენილ დასკვნით დებულებაში, კერძოდ მე-10 მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2001 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს კანონი "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ".

   გათვალისწინებულია

 

12

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

 

 

 

 

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი". აღსანიშნავია, რომ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პრემიერ-მინისტრს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნია, ვინაიდან "საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი ან სახელმწიფო მონისტრი..."

არ არის გათვალისწინებული   ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული თუ რა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო,   ჩანაწერი არ შეიცვალოს

13

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ კი მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: "ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესრულებამდე ძალაში დარჩეს ნორმატიული აქტები არსებული რედაქციით ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის მაქსიმალური ვადით." უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული მე-3 პუნქტი არ შეიცავს რაიმე სახის დებულების შესრულებას. აღნიშნული მე-3 პუნქტით: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის." შესაბამისად, ბუნდოვანია თუ რა სახის დებულების შესრულებაზე ხდება მითითება ან რომელი ნორმატიული აქტები იმოქმედებს არსებული რედაქციით კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადამდე.

გათვალისწინებულია

 

 

დანართი 9

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო
პალატის შესახებ

 

ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.

მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

  1. 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ,რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს.
  2. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები   ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტები საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრები. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისთვის სავალდებულო საწევრო გადასახადის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებს უფლება აქვთ გადაიხადონ საწევრო გადასახადი ნებაყოფლობით საწყისებზე.

3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და მისი წესდების საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

მუხლი 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გააჩნია საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.

3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მათი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.

მუხლი 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები

  1. 1.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერის გზით.
  2. 2.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია:

) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის საზღვარგარეთ, ორგანიზება;

) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტები საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრები.;

) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;

) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;

) ადგილობრივი და უცხოური საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა;

) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

) მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;

) უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება;

) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნეს გეგმების მომზადებაში;

) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში;

ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავების გადაწყვეტის ხელშეწყობა, დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალებების შექმნის გზით.

) ამ კანონის, პალატის წესდების და საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.

  1. 3.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;

) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;

) ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას.

დ) არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება;

ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება;

ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება;

ზ) ევრო-1 სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება;

თ) საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდების მინიჭება;

ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შესაბამისად დამცავი ნიშნების (ჰოლოგრამა) გაცემა;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ნიშნის - „წარმოებულია საქართველოში“ გაცემა;

ლ) ფორს-მაჟორის დამოწმება.

  1. 4.ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობები შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონულად გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს გააჩნია იგივე იურიდიული ძალა როგორც მატერიალურს.

5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის საწევრო გადასახადის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო გადასახადი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.

მუხლი 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს:

) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;

) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური;

) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები;

) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;

ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონალურ პალატებისთვის ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.

2 პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურიდარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

მუხლი 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება:

) საწევრო შენატანებისაგან;

) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.

მუხლი 6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვა

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან:

) საერთო კრება;

ბ) პალატის საბჭო;

) პრეზიდენტი.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას.

5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.

6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. საბჭო ამ კანონისა და წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.

8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ასოციაციების) წარმომადგენლებისა და პალატის პრეზიდენტისგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით.

9. პალატის საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

11. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი.

12.. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.

13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი.

14. ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები ამავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

15. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.

16. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით,

17. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების შექმნა

  1. 1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები არიან წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაციები, რომლებიც აერთიანებენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს.
  2. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ წარუდგინონ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას მათი წევრი მეწარმე სუბიექტების (მათი გაერთიანებების) დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. პალატას უფლება აქვს არ დაამტკიცოს წევრთა სია, რომელთა საქმიანობა ცდება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ საზღვრებს.
  3. 3.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაფუძნება შეუძლია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას არანაკლებ 20 მეწარმე სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის მომართვის საფუძველზე.

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, პალატის პრეზიდენტის ბრძანებით შეუძლია შექმნას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ქვეყნის რეგიონული მოწყობის გათვალისწინებით.

5. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ პალატის პრეზიდენტის ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია.

6. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

7. შესაძლებელია რამდენიმე რეგიონული პალატის გაერთიანება.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესდების, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობისა და მათი წესდების შესაბამისად, ხოლო რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების საფუძველზე.

9. საქმინობის ტერიტორიიდან გამომდინარე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი მეწარმე სუბიექტი (მათი გაერთიანებები) იმავდროულად ითვლება შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრად.

10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები შესაძლებელია იმავდროულად იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატების წევრები ნაბაყოფლობითი წევრობის საფუძველზე. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს ასეთის არსებობის შემთხვევაში იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საწევრო შენატანის დაწესება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით.

12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა, საქმიანობისა და ფინანსების გამიჯვნა დამატებით რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით და ამ კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით.

მუხლი 8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. უკვე არსებულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ამ კანონთან.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.

3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის.    

4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატებმა უზრუნველყონ წესდებების შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონთან მისი გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესრულებამდე ძალაში დარჩეს ნორმატიული აქტები არსებული რედაქციით.

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2001 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს კანონი ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 საქართველოს პრეზიდენტი                                            მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“

(07–2/483; 08.06.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/625; 25.05.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/640; 08.06.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

დანართი 13

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/641; 08.06.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 14

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07–3/642; 08.06.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 21 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ