ოქმი #22

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #22

 

. თბილისი                                   18 ივნისი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, რ. მარსაგიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




                                                                  დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.აქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგელი

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

2.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 1.მოისმინეს:

  

 

მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროსა და გონდოლას მიწოდების, პროექტის საინჟინრო   მომსახურების, აწყობის ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლოატაციაში დადებული ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობის პროექტი (შემდგომში პროექტი), რის განსახორციელებლად 2012 წლის 8 ივნისს გაფორმდა კონტრაქტი ავსტრიულ კომპანია DOPPELMAYR Seilbahnen GmbH და შპს „გოდერძის კურორტებს“ (“Goderdzi Resorts” LTD) შორის.

 

პროექტის დაფინანსების მიზნით საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) და UniCredit Bank Austria AG შორის 2012 წლის 18 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას. აღნიშნული კრედიტის მხარდაჭერას შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო და ავსტრიის კონტროლბანკი OeKB (Oesterreichische Kontrollbank Aktiengesellschaft) UniCredit Bank Austria AG-ზე საკრედიტო გარანტიის გაცემის საშუალებით.

 

საკრედიტო ხელშეკრულების ფინანსური პირობები შემდეგია: ოდენობა: 10,930,000 ევრო; სესხის დაფარვის ვადა: 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5.5 წელი);სესხის საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0%;ვალდებულების გადასახადი: სესხის აუთვისებელ ნაწილზე წლიური 0.5%;ადმინისტრირების გადასახადი: სესხის თანხის 0.5%, რომელიც გადასახდელია სესხის ხელმისაწვდომობის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში;OeKB ერთჯერადი საგარანტიო პრემია და მომსახურების გადასახდელი: 28,765.00 ევროს ოდენობით გადასახდელია სესხის ხელმისაწვდომობის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. OeKB-ის საგარანტიო მარჟა: წლიური 1%.

 

სესხის თანხის მიმღები საქართველოს სახელით არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სესხის თანხებს საკრედიტო ხელშეკრულებაში მოცემული იდენტური ფინანსური პირობებით გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი.

 

აზრი გამოთქვეს:

კანდელაკმა, ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მოისმინეს:

  

 

მოხსენება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კემულარიამ, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                        გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                   რამაზ ყანჩაველი

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:       საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროსა და გონდოლას მიწოდების, პროექტის საინჟინრო მომსახურების, აწყობის ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლოატაციაში გაშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 ივნისის სხდომაზე განიხილა აქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგელი  „საქართველოსა, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი) და უნიკრედიტ ბანკ ავსტრიას (სესხის გამცემი) შორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროსა და გონდოლას მიწოდების, პროექტის საინჟინრო მომსახურების, აწყობის ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლოატაციაში გაშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 
modules