| ოქმი # 21 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი # 21
ქ. თბილისი 14 ივნისი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“(მეორე მოსმენა) /მომხ. ნათია მიქელაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ. ნათია მიქელაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ. ნათია მიქელაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ. გურანდა ჯაბუა/
(მეორე მოსმენა) /მომხ. გურანდა ჯაბუა/
(პირველი მოსმენა) /მომხ. გია ხუროშვილი/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
/მომხ. რუსუდან კემულარია/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ (№07–2/481; 31.05.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5 „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 6 პროექტი საქართველოს კანონი
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ (საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.05.2012, 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
,,ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლის და მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:”
,,ე.ა1) მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობა – მშენებლობის პროცესში, დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,7. ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 251-ე, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.“
,,თ. ამ კანონის მე–251 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.’’
,,მუხლი 251 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში 1. მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი მოიცავს, ამ კოდექსის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია თუ აღნიშნულ საკითხზე დამკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას თუ, განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში დამკვეთს არ დაეკისრება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გარდა წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის ერთი ან რამდენიმე შემოწმება მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში. 4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით შესაბამის ორგანოს მიმართოს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს 6 თვისა. ამასთან დაუშვებელია შემოწმების თაობაზე ყოველი მომდევნო მიმართვა განხორციელდეს წინა მიმართვიდან 6 თვეზე მეტი შუალედით. 5. სახელომწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადებით მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. აღნიშნულ ვადაში დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და მშენებლობა მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. რეკომენდაციის შესრულების ვადაში დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის ვადის არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას ამ კანონის 25–ე მუხლის 23–ე პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი არ წყდება ვადაზე ადრე და დამკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს მშენებლობის შემოწმების მოთხოვნის დარჩენილი რაოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევების შესახებ რეკომენდაციის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა. ზედამხედველობის შესაბამის ორგანო უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს შენობა–ნაგებობა, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. 8. ეს მუხლი არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომელთან დაკავშირებითაც ამ კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევა უკვე გამოვლენილია, დაწყებულია ან დასრულებულია სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დარღვევა გამოსწორებული არ არის. აგრეთვე, შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; 9. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე: ა) დამკვეთის მოთხოვნით. ბ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს. გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას. 10. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე–9 ნაწილში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. 11. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გაცემულ რეკომენდაციებში მითითებულ დარღვევებზე, ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს ამ კანონის 25–ე მუხლის 23–ე ნაწილით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
,,ი) ,,მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი“.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
,,8. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.“
,,მუხლი 62. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა–ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი
3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და მისი წესდების საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. მუხლი 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გააჩნია საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. 4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მათი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე. მუხლი 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები
ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტები საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრები.; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი და უცხოური საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა; ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება; ლ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნეს გეგმების მომზადებაში; მ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავების გადაწყვეტის ხელშეწყობა, დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალებების შექმნის გზით. ო) ამ კანონის, პალატის წესდების და საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას. დ) არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GშP სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ზ) ევრო-1 სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; თ) საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდების მინიჭება; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შესაბამისად დამცავი ნიშნების (ჰოლოგრამა) გაცემა; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ნიშნის - „წარმოებულია საქართველოში“ გაცემა; ლ) ფორს-მაჟორის დამოწმება.
5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურების საფასურისა და მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისთვის საწევროს გადასახადის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო გადასახადი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. მუხლი 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონალურ პალატებისთვის ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით. 2 პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალური–დარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით. მუხლი 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება: ა) საწევრო შენატანებისაგან; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.
მუხლი 6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვა 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პრეზიდენტი. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. 7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. საბჭო ამ კანონისა და წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ასოციაციების) წარმომადგენლებისა და პალატის პრეზიდენტისგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი. 12.. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი. 14. ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები ამავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. 15. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს. 16. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით, 17. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების შექმნა
4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, პალატის პრეზიდენტის ბრძანებით შეუძლია შექმნას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ქვეყნის რეგიონული მოწყობის გათვალისწინებით.. 5. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია. 6. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა. 7. შესაძლებელია რამდენიმე რეგიონული პალატის გაერთიანება. 8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობისა და მათი წესდების შესაბამისად, ხოლო რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების საფუძველზე. 9. საქმინობის ტერიტორიიდან გამომდინარე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი მეწარმე სუბიექტი (მათი გაერთიანებები) იმავდროულად ითვლება შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრად. 10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები შესაძლებელია იმავდროულად იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატების წევრები ნაბაყოფლობითი წევრობის საფუძველზე. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს ასეთის არსებობის შემთხვევაში იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საწევრო შენატანის დაწესება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით. 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა, საქმიანობისა და ფინანსების გამიჯვნა დამატებით რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით და ამ კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით. მუხლი 8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი 1. უკვე არსებულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ამ კანონთან. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის. 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატებმა უზრუნველყონ წესდებების შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონთან მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესრულებამდე ძალაში დარჩეს ნორმატიული აქტები არსებული რედაქციით ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის მაქსიმალური ვადით. მუხლი 10. დასკვნითი დებულება 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს კანონი ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (07–2/483; 08.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10 პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-6 მუხლის: 1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით წამახალისებელი გათამაშების მომწყობი საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“ 2. მე-3 და მე-31 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელები, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზირებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში აზარტული თამაშებისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა))“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/640; 08.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
პროექტი
საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოს, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 13
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/641; 08.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 14
პროექტი
საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი ვრცელდება ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურის და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე, რომელთა კოორდინატებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 15
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/642; 08.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავასა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 16
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
სასესხო შეთანხმებაზე „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, ფაზა III–სანიაღვრე სისტემა“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სასესხო შეთანხმება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანკფურტი (KFW) და საქართველოს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), შორის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, ფაზა III–სანიაღვრე სისტემა“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






