|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #20 ქ. თბილისი 8 ივნისი 2012 წ
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა; აპარატის მუშაკები: ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, მ. ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე; მოწვეულები: ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–2/466; 16.05.12) (მესამე მოსმენა) /მომხ. ხათუნა კაპანაძე/ 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა). /მომხ. ზვიად კუკავა/ 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ (პირველი მოსმენა). /მომხ. ხათუნა კაპანაძე/ 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ (პირველი მოსმენა). /მომხ. ხათუნა კაპანაძე/ 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ (№07–2/481; 31.05.12) (პირველი მოსმენა). /მომხ. ხათუნა კაპანაძე/ 6. საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (პირველი მოსმენა). /მომხ. გურანდა ჯაბუა/ 7. საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი მოსმენა). /მომხ. გურანდა ჯაბუა/ 8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011 და 2012)“. /მომხ. ირაკლი გორდულაძე/ 9. საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. /მომხ. ზვიად კუკავა/ 10. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებები“. /მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/ 1. მესამე მოსმენით განიხილეს: მოხსენება„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–2/466; 16.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1). 2. მეორე მოსმენით განიხილეს: მოხსენება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 2) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 3); აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4). 3. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ. აღინიშნა რომ, აღნიშნული კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალის სიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების, მისი ფინანსური სტაბილურობისა და ოპერირების უზრუნველყოფის საერთაშორისოდ აღიარებული წესების, სტანდარტების და დოკუმენტების საფუძველზე, სათანადო საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის აუცილებლობამ. კანონპროექტით განისაზღვრება სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მომზადების სფეროში. მათ მოუწევთ წვრთნის გავლა და სერტიფიცირება. აღნიშნული გაზრდის ქართველი მეთევზე-მეზღვაურების დასაქმების არეალს. ქართული დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემებისათვის სავალდებულო გახდება ეს კანონი. კანონი ასევე გავრცელდება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც განახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. შესაბამისად, მათზე დასაქმდებიან ის მეთევზე-მეზღვაურები, რომლებსაც გავლილი ექნებათ სათანადო წვრთნები და იქნებიან სერტიფიცირებული სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ ამ კანონის საფუძველზე. განისაზღვრა მთელი რიგი ტერმინებისა, რაც აქამდე არ არის დარეგულირებული არცერთი საკანონმდებლო აქტით, რის გამოც მეთევზე-მეზღვაურებს ექმნებათ პრობლემები სასაზღვრო პოლიციასთან და სხვა უწყებებთან. დღეისათვის არ არის განსაზღვრული ასევე თევზსაჭერი გემის პერსონალი, შესაბამისად, ყველა ის პირი, ვინც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებს თევზსაჭერ გემზე და არ არის ეკიპაჟის წევრი, გემზე იმყოფება უკანონოდ. პრაქტიკაში ყველა თევზსაჭერ გემზე არის დასაქმებული ისეთი პირი, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი, შესაბამისად, პროექტში განიმარტა თუ ვინ არიან ეკიპაჟის წევრები და ვინ - პერსონალის წევრები, განისაზღვრა მათი ფუნქციები და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები. ასევე მკვიდრდება ახალი ტერმინი ”შკიპერი”. საერთაშორისო პრაქტიკაში თევზსაჭერი გემის კაპიტანს ეწოდება ”შკიპერი”, შესაბამისად, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გაჩნდა ახალი ტერმინი. კანონპროექტის თანახმად, პირები რომლებიც არ არიან თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის/პერსონალის წევრები, დაიშვებიან თევზსაჭერ გემზე გამონაკლის შემთხვევებში, შკიპერის პასუხისმგებლობის ქვეშ. აზრი გამოთქვეს: წურწუმიამ, ჩარკვიანმა, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6). 4. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 7) შესახებ. აღინიშნა რომ, საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად „სანაოსნო კომპანია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი“. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას ანუ მითითებას აკეთებს საქართველოს კანონმდებლობაზე, თუმცა აღნიშნული ნორმა არ აკონკრეტებს საქართველოს რომელ კანონს გულისხმობს, საქართველოს საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე ასეთ კანონად შეიძლება ჩაითვალოს „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“. შესაბამისად აღნიშნული კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე „მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.“ აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის ფორმებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სანაოსნო (შემდგომში ტექსტში გამოყენებული იქნება ტერმინი - საკრუინგო) კომპანიების სამართლებრივი სტატუსი შეიძლება იყოს სპს, კს, შპს, სს - კორპორაცია ან კოოპერატივი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საკრუინგო კომპანია წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ტიპს და იგი ყველა დანარჩენი სახელმწიფოებრივი რეგულირებისაგან თავისუფალია, ანუ კომერციალიზებულია და წარმოადგენს დამოუკიდებელ მეწარმეს. საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაარსებული (საკუთრებაში არსებული) საკრუინგო კომპანია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი სრულიად განკერძოებულია სახელმწიფოსგან. საქართველოს კანონმდებლობაში არ განიმარტება ტერმინ „კრუინგის“ მნიშვნელობა და საკანონმდებლო სივრცეც შესაბამისად რეგულირების სიმწირეს განიცდის. აღნიშნული ცნების განუმარტაობა ქართველ მეზღვაურებს აყენებს ძალზედ არასახარბიელო მდგომარეობაში, როდესაც პრაქტიკულად მეზღვაურებს თავად უწევთ ურთიერთობების დარეგულირება უცხოელ გემთმფლობელებთან მათთან მუშაობის დაწყების შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმით დაარსებულია და მოქმედებს 25-მდე საკრუინგო კომპანია. საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო კერძო საკრუინგო კომპანიების უმეტესობა არ ითხოვს უცხოელი გემთმფლობელისგან მინიმალური ხელფასის გარანტიას, სამედიცინო და საპენსიო დაზღვევას, სხეულის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციას, დარღვეული უფლებების იურიდიული დაცვის შესაძლებლობას და რეპატრიაციას. საქართველოს კანონმდებლობა არავითარ შეზღუდვას არ უწესებს საკრუინგო კომპანიებს იმ პირთა პირადი მონაცემების დაცვის კუთხით, რომლებიც მათ ე.წ. „შავ სიაში“ იმყოფებიან სხვადასხვა მიზეზების გამო და შეზღუდული აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.საკანონმდებლო ვაკუუმის შედეგია ის, რომ სახელმწიფო კონტროლი ამ მეტად სპეციფიური სამეწარმეო საქმიანობის მიმართ არ არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღესდღეობით არ მოიძებნება სტატისტიკური ან სხვა სახის ინფორმაცია კომპანიების, აგრეთვე მათი მენეჯმენტის, სტრუქტურის თუ საქმიანობის ფორმის შესახებ. აღნიშნული გვაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რომ არსებობს დიდი ალბათობა საკრუინგო ბიზნესის მართვის არცოდნის კუთხით, რაც გამოიხატება არამარტო საქართველოს კანონმდებლობის არცოდნაში, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის არცოდნაშიც, რომლებთანაც კომპანიებს უშუალო შეხება აქვთ. ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკრუინგო კომპანიებს არ გააჩნიათ ინფორმაცია არსებობს თუ არა საერთოდ ესა თუ ის კომპანია ან კონკრეტული გემი, საერთოდ ნაოსნობს თუ არა კონტრაქტში მოხსენიებული სახელით არსებული გემი, აგრეთვე ინფორმაცია დაპატიმრებულია თუ არა გემი უცხოურ პორტში კერძო მოთხოვნოს უზრუნველსაყოფად, თუ დაკავებულია იგი სხვადასხვა ტექნიკური მიზეზებით. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები არ აკეთებენ დამატებით განმარტებებს მეზღვაურებისათვის მათი მომავალი სამუშაოს, ხელფასის, სოციალური დაცვის ან/და რეპატრიაციის ხარჯების შესახებ. კონტრაქტები ხშირად არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დებულებებს, როგორებიცაა დავების მოგვარება, ფორს მაჟორული სიტუაციები და მხარეთა ქმედებები და ვალდებულებები ასეთი სიტუაციების შექმნისას. საკანონმდებლო ვაკუუმის გამო კომპანიები თითქმის არცერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ დარღვეული უფლებების დაცვის შესაძლებლობას, კომპენსაციას სხეულის დაზიანების ან გარდაცვალების და რეპატრიაციის შემთხვევებში. ხშირად ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კონტრაქტი არ ითარგმნა ქართულ ენაზე, ხოლო მეზღვაურებმა სხვა კონტრაქტის ენა არ იციან. როგორც წესი საკრუინგო კომპანიების მომსახურება ნებაყოფლობითია. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც აპლიკანტმა არ იცის არცერთი უცხო ენა, არიან დასაქმებისათვის შეუსაბამო წლოვანების, ვერ აკმაყოფილებენ ჯანმრთელობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს და აგრეთვე არ გააჩნიათ საკმარისი სანაოსნო სტაჟი შემოთავაზებული პოზიციის დასაკავებლად. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ მეზღვაურები არ ფლობენ ზოგადად ინფორმაციას საკრუინგო ბიზნესის, კომპანიების პროფილისა თუ მათი შესაძლებლობების შესახებ. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მეზღვაურები გაჭირვების გამო საერთოდ არ ინტერესდებიან კომპანიების მუშაობით და სამუშაოს მოძიების სანაცვლოდ ნებისმიერ პირობას თანხმდებიან. 2002 წლის აგვისტოში, ვანკუვერში, კანადა, გაიმართა საერთშარისო ტრანსპორტის მომუშავეთა ფედერაციის (ITF) 40-ე კონფერენცია, რომელზეც მიიღეს 22-ე რეზოლუცია სანაოსნო საკრუინგო კომპანიების შესახებ (Resolution No.22). აღნიშნული რეზოლუცია სახელმწიფოებს მოუწოდებს სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის შესახებ. კონგრესმა რეზოლუციაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავეთათვის საკრუინგო კომპანიები წარმოადგენენ ძირითად საერთაშორისო ინსტრუმენტს ბაზრის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც შრომითი ბაზარი წესების, ნორმებისა და უფლებების გარეშე; უმრავლეს შემთხვევებში საკრუინგო კომპანიები სარგებლობენ სიტუაციით და სამუშაოს მოძიების სანაცვლოდ მეზღვაურებს ახდევინებენ დიდ თანხებს. სიტუაციის გამოყენება მათ მიერ ძირითადად წარმოებს ვალუტის გაცვლითი კურსების, სხვადასხვა სადაზღვევო საპრემიო გადასახდელებისაგან ან ტრეინინგების მეშვეობით. უმრავლეს შემთხვევებში საკრუინგო კომპანიები იქმნება და იხურება მოკლე პერიოდში, რომელიც უზღუდავს დასაქმებულს შესაძლებლობას დააყენოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენადაც საკრუინგო კომპანიისა და გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი ერთობლივად დგება. კონგრესმა მოუწოდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტებს, მიემართათ ყველა ღონისათვის, რათა აღმოეფხვრათ იძულებითი შრომის შემთხვევები, კერძოდ კი განუსაზღვრელად დიდი მოგების მიღების შემთხვევები საკრუინგო კომპანიების მხრიდან. უფრო მეტიც კონგრესმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს ასეთი შემთხვევის კრიმინალიზება მოეხდინათ. აგრეთვე მიმართვაში ხაზი გაესვა სამართლებრივი სისტემის სრულყოფის საკითხს, მარეგულირებელი მექანიზმების შექმნის კუთხით საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში, აგრეთვე განესაზღვრათ კანონიერი და უკანონო ქმედებების ჩამონათვალი, პროფესიონალიზმის შემოწმების კრიტერიუმები და ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხები გემთმფლობელთან ერთად. მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობით დარეგულირდეს სისტემის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ გარანტირებული იყოს მეზღვაურის დაცვა ნებისმიერი სახის, მთლიანი თუ ნაწილობრივი, საზღაურის გადახდისგან საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში. აზრი გამოთქვეს: ჩხვაძემ, წურწუმიამ, ჩარკვიანმა, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8). 5. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ (№07–2/481; 31.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 9) შესახებ. აღინიშნა რომ, კანონპროექტით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და წესდება ახალი სახის მოსაკრებელი - „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია“. ხოლო კანონით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის მოსაკრებელი განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით. „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებით დაკონკრეტებულია ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების პროცედურები. განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება. ასევე დაკონკრეტდა გემთმფლობელისა და საზღვაო ნავსადგურის ვალდებულებები. აზრი გამოთქვეს: მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10). 6. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 11) შესახებ. აღინიშნა რომ, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი მიზნად ისახავს მშენებლობის საწყისი ეტაპიდან სამშენებლო საქმინობაში დარღვევების თავიდან აცილებას ან უკვე არსებული დარღვევების პრევენციას. კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსა და მშენებელს შორის ურთიერთიერთობის ახალი პრინციპი და საჯარიმო სანქციას ცვლის – რეკომენდაცია. კანონპროექტის მიხედვით, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს დაჯარიმებას კანონით დადგენილი წესით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტის საფუძვლებს და იმ გარემოებებს, რა დროსაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნული ზედამხედველობის კონტროლის ფორმა. კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებას, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრას მშენებლობის ნებაყოფლობითი სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით. აზრი გამოთქვეს: კაპანაძემ, ჩახვაძემ, კოხოძემ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12). 7. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა რომ, კანონპროექტით, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებს. კერძოდ, ცვლილებით სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებს ემატება ასევე ის ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 13) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 14) აზრი გამოთქვეს: მიქელაძემ, ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 15). 8. მოისმინეს: მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011 და 2012)“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ. აღინიშნა რომ, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011-2012) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2012 წლის 31 მაისს და ითვალისწინებს გერმანიის მხარის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 52,0 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 5,25 მლნ ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების (გრანტის) გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია ფაზა III, სანიაღვრე სისტემა - დაახლოებით 7 მლნ ევრო, შეღავათიანი სესხის სახით; დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - 4,25 მლნ ევრო, ფინანსური დახმარების სახით (გრანტი); განახლებადი ენერგიის პროგრამა - 25 მლნ ევრო, არასუვერენული სესხის სახით, რომლითაც დაფინანსდება განახლებედი ენერგიების პროექტები კომერციული ბანკების გავლით და 0,75 მლნ ევრო, ფინანსური დახმარების სახით (გრანტი); მყარი ნარჩენების მართვა - 20 მლნ ევრო, შეღავათიანი სესხის სახით; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაციის პროექტის თანმდევი ღონისძიებები - 0,25 მლნ ევრო, ფინანსური დახმარების სახით (გრანტი). აღსანიშნავია, რომ პროექტების ამ ჩამონათვალიდან 2012 წლის 31 მაისს 2 შეთანხმება შემდეგი პროექტების დაფინანსების მიზნით უკვე გაფორმდა: 1. ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია ფაზა III, სანიაღვრე სისტემა (სასესხო შეთანხმება წარდგენილია საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ); 2. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაციის პროექტის თანმდევი ღონისძიებები. პროექტი „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია ფაზა III, სანიაღვრე სისტემა“ წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას, რომელიც ხორციელდება სამ ფაზად და ითვალისწინებს ბათუმში წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, წყლის რეზერვუარების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა - რეაბილიტაციას, აგრეთვე საკანალიზაციო სისტემის შექმნას აჭარის სანაპირო სოფლებში, კერძოდ გონიოში, კვარიათში, სარფში და ახალსოფელში. აღნიშნულის განხორციელების მიზნით გერმანიის მთავრობის მიერ (KfW-ს მეშვეობით) უკვე გამოყოფილია ფინანსური რესურსი დაახლოებით 102 მლნ ევროს (მათ შორის დაახლოებით 19.44 ევრო გრანტის სახით) ოდენობით. KfW ასევე უწევს ადმინისტრირებას ევროპის კავშირის (EU) მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილ გრანტს 4.0 მლნ ევროს ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მიმდებარე სამ სოფელში (ჩაქვი, მწვანე კონცხი და მახინჯაური) განხორციელდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღნიშნული სოფლების უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული წყალარინების სისტემებით. ბათუმის ძველ ისტორიულ უბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, რითაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების 24 საათიანი რეჟიმის უზრუნველყოფა. ეს პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ხდება სხვა უბნების გადაყვანა წყალმომარაგების ახალ რეაბილიტირებულ სისტემაზე. პროექტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაციის თანმდევი ღონისძიებები“ წარმოადგენს გერმანიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია“ დამატებას. აღნიშნულისათვის გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების (გრანტის) სახით უკვე გამოყოფილია 10 მლნ ევრო, რომლის ფარგლებში მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია (წყალტუბო, ქუთაისი, ფოთი) და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (ზუგდიდი). აზრი გამოთქვეს: ჩარკვიანმა, ბადაგაძემ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 16). 9. მოისმინეს: მოხსენება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ. აღინიშნა რომ, წინამდებარე რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ კანონში განხორცილებლი ცვლილებები. რეგლამენტის პროექტით რეგლამენტის 45-ე მუხლს ემატება მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, არანაკლებ 12 წევრის შემოადგენლობით და ადგენს საკონკურსო პირობებს. აზრი გამოთქვეს: წურწუმიამ, ჩახვაძემ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 17). 10. მოისმინეს: მოხსენება „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებები“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ. აღინიშნა რომ, რეალური მშპ 2012 წელს გაიზრდება 6%-ით, 2013-6.5%, 2014-2016 წლებში -7%-ით, ანუ 2011 წელს 14.4 მლრდ აშშ დოლარიდან 2016 წელს გახდება 26.1 მლრდ აშშ დოლარი. მშპ ერთ მოსახლეზე 2011 წელს 3215 აშშ დოლარიდან 2016 წელს გაიზრდება 5846 აშშ დოლარამდე. საგარეო ვალი პროცენტულად მშპ-სთან 2011 წელს არსებული 36.7%-დან შემცირდება 26.1%-მდე 2016 წელს. მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი ბალანსი -20% 2011 წელს შემცირდება 12 %-მდე 2016 წელს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო ქონების მართვა • ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით; • მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც არის ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს; • სატრანზიტო გადაზიდვების განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და ტრანსპორტის სფეროში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს სატრანსპორტო სექტორის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის, განათლების სისტემის (მათ შორის საქართველოში ტრასეკას პროგრამის ფარგლებში ამიერკავკასიის ავიაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების ხელშეწყობა) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოში საერთაშორისო საზღვაო კონფერენციების გამართვა და რეგიონალური მასშტაბის ყოველწლიური სატრანსპორტო ფორუმის ორგანიზება; • ქვეყანაში საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT), როგორც ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალის, განვითარებული ინდუსტრიის შექმნა და ექსპორტზე ორიენტირებული ICT ინოვაციების ბაზრის განვითარება საქართველოში. • სამშენებლო სექტორის ლიბერალიზაცია სამშენებლო სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით; • ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემისა და საქართველოს მუნიციპალიტეტების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების დამუშავება; • ქვეყნის საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარება და სავაჭრო სტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე არსებული სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და ახალ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; • მარკეტინგული კომუნიკაციების პროცესების განვითარება; • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების ელექტრონული რეესტრისა და საინფორმაციო სისტემების შექმნა, სახელმწიფო ქონების მოვლა-შენახვა, მათი ეტაპობრივი პრივატიზება, ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესების გამარტივებისა და გამჭვირვალობის მიზნით მათი ელექტრონული მართვის სისტემით უზრუნველყოფა. ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირება • ტექნიკურ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა და არსებული მარეგულირებელი ნორმების დაახლოება ევროპის განვითარებული ქვეყნების შესაბამის კანონმდებლობასთან, აღნიშნულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოების, აკრედიტებული ინსპექციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობის გაუმჯობესება; არსებულ ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციონირების მეთოდებისა და ოდენობების ოპტიმიზაცია და სრულყოფა. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ქვეყნისათვის სტრატეგიული სექტორების განვითარებისა და ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სექტორული კვლევების ჩატარება და მათ საფუძველზე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებისა და პროექტების მომზადება;პოტენციური უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მათთვის დახმარების გაწევის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის, წინა წლებში შემოსული ინვესტორებისათვის რეინვესტიციის განსახორციელებლად შესაბამისი გარემოებების შექმნა და ხელის შეწყობა (aftercare); ინვესტორების მოზიდვის, ექსპორტის მოცულობის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიზნით, ბაზრის კვლევა და კვლევის საფუძველზე შერჩეულ ქვეყნებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლების დანიშვნა ან წარმომადგენლობების გახსნა;ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო მედია საშუალებების მეშვეობით მიზნობრივი საიმიჯო სარეკლამო კამპანიების განხორციელება, საერთაშორისო გამოფენებში, ტრეიდშოუებსა და პროდუქციის წარმოსაჩენ ღონისძიებებში მონაწილეობა; ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად ბიზნესფორუმების ჩატარება, პროდუქციის გამოფენებისა და ბიზნეს-შეხვედრების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებსა და სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა;პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების ხელშეწყობის მიზნით ექსპორტის საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების დაარსება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებისა და ეფექტიანად წარმართვისათვის საინფორმაციო უზრუნველყოფა და კონსულტირება ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხბზე; მცირე ბიზნესის ხელშეწყობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით; პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს განვითარება • ქვეყნისათვის პრიორიტეტულ სფეროებში ეტალონური ლაბორატორიების აღჭურვა, საერთაშორისო დონეზე აღიარების მიღწევა; • სსიპ − საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი ინტეგრაცია მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში, აგრეთვე ტექნიკური აღჭურვის მოდერნიზაცია; • სტანდარტების მონაცემთა ბაზის განახლება და მომსახურების ელექტრონული საშუალებების დანერგვა. აკრედიტაციის პროცესის მართვა და განვითარება • უცხოურ ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების დაძლევისა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აკრედიტაციის სისტემის წარმართვა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციების EA(European Cooperation for Accreditation), ILAC (International Laboratory Accreditation Cooperation), IAF (International Accreditation Forum) მოთხოვნებთან; • სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო−აკრედიტაციის სააგენტოს აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DC FTA) გაფორმების წინაპირობის შესრულება. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა • ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია; • ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე; ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება; • მიზნობრივ ბაზარზე პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოება, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის მომზადება და გავრცელება, პრესტურების და ინფოტურების ორგანიზება, საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობა, ვებგვერდის განახლება და ოპტიმიზაცია; • საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების დამზადება და რეგიონებში განთავსება; • მსოფლიოში ტურიზმის სფეროში არსებული მოთხოვნების დანერგვა და უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება; • სამიზნე ქვეყნებში საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ქართული ღვინის, როგორც უნიკალური და უძველესი წესით დაყენებული სასმელის, პოპულარიზაცია. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენისათვის საჭირო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება • საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება; • საერთაშორისო ანტიტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დონის ამაღლება; • ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის საჰაერო ნავიგაციითა და პილოტაჟით უზრუნველყოფა; • ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფა; სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში (Government of the French Republic) ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარებისა და მესტიის სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებისათვის თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა • რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; • განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; • საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; • საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; • საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საავტომობილო გზები წარმოადგენს. საავტომობილო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება და ზოგ შემთხვევაში უსაფრთხო, ცენტრალური ქალაქების გვერდის ავლით, ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, რითაც გარკვეული ტერიტორიები გამოთავისუფლდება. აღნიშნული კი ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის საფუძველი იქნება. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა; • საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია; • მუნიციპალიტეტებში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; • ტურისტულ-დასასვენებელ ცენტრებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას. იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური დაცვის, მათითვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა • ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია; • საქართველოს ენერგეტიკის დარგში და ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; • ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; • ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის დაგეგმვის მიზნით ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელება, ტყის ფონდის მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელისა და დისპეტჩერული მართვის სისტემის, ბუნებრივი გაზის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა. აგრეთვე გაზიფიკაციის პროგრამის ფარგლებში გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და გაფართოება. მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ სისტემებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიება განხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების (სეთურნის, ჯაღმიანის, ზაქანის, ხადის და კაიშაურნის) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან - 15 მაისამდე). სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა • სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება; • სტატისტიკური სამუშაოების პროგრამების შემუშავება; • სტატისტიკური კვლევების მართვისა და განხორციელების მიზნით საჭირო საკადრო და ადმინისტრაციული რესურსებით უზრუნველყოფა; • სტატისტიკური კვლევების მხარდაჭერა ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით. სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა • საქართველოს სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტატისტიკური კვლევების მომზადებას, განხორციელებას და შედეგების გავრცელებას; • დაგეგმილია ეროვნული ანგარიშების წარმოებისთვის დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობის განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისა და საინვესტიციო მიკროკლიმატის შეფასება, სამომხმარებლო ფასებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების გაანგარიშება, ბიზნესსექტორში (აგრეთვე არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში) მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზი, შრომის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშება სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროებში, კერძო და სახელმწიფო სექტორებში, მიმდინარე დემოგრაფიული კვლევა. მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით განხორციელდება საქართველოს თითოეული დასახლების დარაიონება, რომლის მიზანია მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა. შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის პროგრამა შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის პროგრამა 1996 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოს შინამეურნეობების შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება; მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შეფასების მიზნით განხორციელდება სიღარიბის, დასაქმებისა და უმუშევრობის, შემოსავლებისა და ხარჯების, ჯანმრთელობის დაცვის სხვა მაჩვენებლების დადგენა. სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევის პროგრამა სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევა 2007 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება. სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევა ამჟამად სოფლის მეურნეობის ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი წყაროა. კვლევის ერთი რაუნდი, რომელიც მოიცავს საწყის, 3 კვარტალურ და დასკვნით გამოკითხვებს და ტარდება შემთხვევითი პროცედურით შერჩეულ 5000 სასოფლო მეურნეობის უშუალო გამოკითხვის გზით, გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში. აზრი გამოთქვეს: სამადაშვილმა, ჩხვაძემ, კიკალეიშვილმა, კანდალაკმა, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 18). სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი დანართი 1 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–2/466; 16.05.12) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 2 „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი შენიშვნის ავტორი შენიშვნის შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა პარლამენტის წევრი ლაშა თორდია კანონპროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 20.09.2002, მუხ. 125) 152 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებით ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემოადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. 3. საკონკურსო პირობებს და საკონკურსო კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“ გათვალისწინებულია დანართი 3 პროექტი საქართველოს კანონი „დემოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 20.09.2002, მუხ. 125) 152 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებით ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემოადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. 3. საკონკურსო პირობებს და საკონკურსო კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 4 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07–3/625; 25.05.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 5 პროექტი საქართველოს კანონი მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ ეს კანონი ადგენს საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას საქართველოს კანონმდებლობის და მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირების, მომზადებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეთევზე-მეზღვაური - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის ყველა წევრი; ბ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) კომპეტენციის სერტიფიკატი - შკიპერზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები; დ) სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ მომზადების სპეციალური კურსის გავლას; ე) განათლების დიპლომი - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი - შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების პროგრამა, რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო კომპეტენციის მისაღებად და რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ; ზ) მართვის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის შკიპერის, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის და მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან; თ) ექსპლუატაციის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან GMDSS რადიოოპერატორის სათანადო ფუნქციების შესრულებასთან მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით; ი) დამხმარე დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერ გემზე, დაკისრებული ფუნქციების რიგითი შემადგენლობის მიერ შესრულებასთან, ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით; კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდგომში, „ეკიპაჟი“) - მეზღვაურთა შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს; ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი - ნებისმიერი პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომელიც დასაქმებულია თევზსაჭერ გემზე და ასრულებს გარკვეულ მოვალეობას შკიპერის დავალებით და გავლილი აქვს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსები; მ) სანაპირო ნაოსნობა - ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით; ნ) საერთაშორისო ნაოსნობა - ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა; ო) საერთაშორისო სტანდარტები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომში IMO) მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთათვის დაწესებული მოთხოვნები მომზადებისა და სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსთვის; პ) GMDSS - საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევის დროს; ჟ) სუპერინტენდანტი - საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე; რ) შკიპერი - თევზსაჭერი გემის კაპიტანი; ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი - სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის ყველა მექანიკური და ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაციასა და შენახვაზე; ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი - უფროსი მექანიკოსის მომდევნო რანგის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზეც გადადის პასუხისმგებლობა გემის ძალოვან დანადგარებზე და გემის სამანქანე და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და შენახვაზე, უფროსი მექანიკოსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში; უ) გამოცდილი მეთევზე - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს მიღებული შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა; ფ) მეთევზე - პიროვნება, რომელიც იღებს მონაწილეობას თევზის მოპოვებაში თევზსაჭერ გემზე; ქ) თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის და მისი განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი; ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი - სამანქანე განყოფილების ნებისმიერი წევრი, გარდა სამანქანე განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რათა მოემსახუროს თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების აღჭურვილობასა და ელექტრომოწყობილობებს; ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანო განყოფილების პერსონალი - საგემბანო განყოფილების ნებისმიერი წევრი, გარდა საგემბანო განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რათა მოემსახუროს საგემბანო აღჭურვილობებს; შ) STCW კონვენცია - „მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, მისი განახლებული ვერსიით; ჩ) SOLAS კონვენცია - „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), მისი განახლებული ვერსიით; ც) კანდიდატი - ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი. 2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. წინამდებარე კანონი ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს, ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც დასაქმებულია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე არის 7 მეტრზე ნაკლები. სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვის. მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის სააგენტო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) კომპეტენციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და დადასტურებას; ბ) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს; გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებასა და მათ სისტემურ მონიტორინგს; დ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის შესაბამისობის აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან; ე) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და მათი გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას; ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებასა და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას; ზ) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას; თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას; კ) ამ კანონის დარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; ლ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. მუხლი 4. მეთევზე - მეზღვაურთა მომზადების სისტემა 1. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემის შემადგენელი ნაწილია პროფესიული და უმაღლესი საზღვაო განათლება, ასევე სპეციალიზებული საზღვაო წვრთნა. 2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით. 3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური. 4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება 1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება უნდა განხორციელდეს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. თუ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უკვე აქვს აღიარება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შეუძლია განახორციელოს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ. 3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატებს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან. მუხლი 6. სერტიფიკატები 1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის წევრების სერტიფიკატების ნუსხას ადგენს სააგენტო. 2. სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ. მუხლი 7. სერტიფიკატების კანონთან შესაბამისობა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების შესაბამისობა ერთმანეთთან განისაზღვრება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბრძანებით. მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება სხვა სახელმწიფოს მიერ მეთევზე-მეზღვაურებზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება ხორციელდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 9. მეთევზე-მეზღვაურთა გამოცდები მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი გამოცდის ჩაბარების წესი განისაზღვრება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 10. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია 1. ზედამხედველს, შემფასებელს, აკადემიურ პერსონალსა და ინსტრუქტორს, რომლებიც ხელმძღვანელობენ წვრთნას საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეთ სათანადო უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ასევე თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ან კომპანიის სუპერინტენდანტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, ან სამეცნიერო ხარისხი სპეციალობის მიხედვით. 2. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და ინსტრუქტორის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები 1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლის; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება; დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება; ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები; ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. 2. მეთევზე-მეზღვაურები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება თევზსაჭერი გემის შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის. 4. მართვის და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან 24 მეტრი და ნაკლებ თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება. 5. გამოსაცდელი კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და აქვს შესაბამისის ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდას, თუ არსებული სერტიფიკატი აკმაყოფილებს გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალ ან იმავე დონეს. 6. კანდიდატისათვის წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 12. მეთევზე-მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები მეთევზე-მეზღვაურის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა 1. სააგენტო აწარმოებს შკიპერის, ოფიცრისა და რიგითი შემადგენლობის კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის, მათ შორის, გაცემული, ვადაგასული ან ვადაგაგრძელებული, შეჩერებული, გაუქმებული თუ დაკარგული ან განადგურებული სერტიფიკატების აღიცხვას, სერტიფიკატში აღნიშნული შესაბამისი შეზღუდვის მითითებით. 2. ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 3. გემთმფლობელი ვალდებულია აწარმოოს მეთევზე-მეზღვაურთა საბუთებისა და მონაცემების აღრიცხვა-შენახვა და ოფიციალური მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს მათი წარდგენა სააგენტოსთვის. მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა 1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად. 2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი. 3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნვლყოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. მუხლი 15. შეღავათის დაშვება 1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, მისი მოვალეობების შესრულების უფლება სააგენტოს შეუძლია მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი პოზიციისთვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მინიჭებული უფლების საფუძველზე მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 3. თევზსაჭერი გემის შკიპერის და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო მისცემს სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს მხოლოდ თევზსაჭერი გემის შკიპერის და უფროსი მექანიკოსის დაღუპვის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით. მუხლი 16. თევზსაჭერ გემზე იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის ეკიპაჟის ან პერსონალის წევრი 1. გამონაკლის შემთხვევებში, შკიპერის პასუხისმგებლობის ქვეშ, თევზსაჭერ გემზე, ეკიპაჟის და პერსონალის წევრის გარდა, შესაძლებელია ავიდეს სხვა პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს. 2. გემზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ასვლის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. მუხლი 17. გემის უზრუნველყოფა ნორმატიული აქტებით გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერ გემზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში, საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო კონვენციების არსებობა. თავი II თევზსაჭერ გემებზე სამეთაურო შემადგენლობის წოდებები მუხლი 18. თანამდებობების განაწილება პასუხისმგებლობის დონის მიხედვით 1. თევზსაჭერი გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელ უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) თევზსაჭერი გემის შკიპერი; ბ) უფროსი თანაშემწე; გ) თევსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; დ) თევსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; ე) თევსაჭერი გემის სუპერინტენდანტი. 2. თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ბ) თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; გ) ელექტროინჟინერი; დ) GMDSS რადიოოპერატორი. 3. რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. 4. სააგენტო ადგენს დამხმარე დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. მუხლი 19. თევზსაჭერ გემებზე გემთწამყვანების წოდებები გემთწამყვანებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები: ა) 12 მეტრზე პატარა პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი; ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის შკიპერი; გ) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის შკიპერი; დ)12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ე) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე. მუხლი 20. თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსთა წოდებები თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები: ა) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; ბ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; გ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი. ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი. ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი. მუხლი 21. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერთა წოდებები 1. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინრებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები: ა) გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი; ბ) გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი. 2. ელექტროინჟინრის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს გემის მექანიკოსმა, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას. მუხლი 22. თევზსაჭერი გემის რადიოსპეციალისტების წოდებები 1. თევსაჭერი გემის რადიოსპეციალისტებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები: ა) GOC GMDSS ოპერატორი; ბ) ROC GMDSS ოპერატორი; გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი; დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი. 2. შესაძლებელია რადიოსპეციალისტის ფუნქციები შეითავსოს შკიპერმა ან სავახტო თანაშემწემ, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას. თავი III თევზსაჭერი გემების სამეთაურო შემადგენლობისადმი წაყენებული მოთხოვნები მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება 1. თევზსაჭერი გემის შკიპერი ვალდებულია შეიმუშავოს თევზსაჭერ გემზე ეკიპაჟისა და პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა, რომელსაც ათანხმებს გემთმფლობელთან. 2. თევზსაჭერი გემის შკიპერი აკონტროლებს ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო გეგმების შესრულების შესახებ სამ თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს. 3. თევზსაჭერი გემის შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს სასწავლო გეგმები, მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით. 4. გემთმფლობელის მიერ მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე დანიშნული პასუხისმგებელი პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და მიუთითებს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. მუხლი 24. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით. მუხლი 25. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 26. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო/სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით. მუხლი 27. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი სიგრძის თევსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 28. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 29. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 30. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და სანაპირო/ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 31. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერ გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვიანი ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 32. 12 მეტრზე პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და პატარა სიგრძის თევზსაჭერ გემზე მუშაობის 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს სავაჭრო გემზე მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 33. 750 კვტ და მეტი სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი 1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750 კვტ და მეტი ამძრავი დანადგარის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი. 3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს სამანქანო განყოფილებაში, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ და მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისთვის, ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს. მუხლი 34. 750 კვტ. და ნაკლები სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი 1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750 კვტ-ზე ნაკლები ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარი. 3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით სამანქანე განყოფილებაში, რომლიდანაც 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მიღებული უნდა იყოს 750 კვტ-ზე ნაკლები ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მცურავი თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის, ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს. მუხლი 35. თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება და გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი, ხოლო გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 1500 კვტ და მეტია, დამატებით მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი 1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი განათლება. 2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ და მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული მოთხოვნების გარდა, უნდა ჰქონდეს ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. 3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავის საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია. 4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ გააჩნია წევის ელექტროძრავა, ხოლო მისი ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია. 5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით. მუხლი 37. გლობალური საზღვაო კავშირის სისტემის (GMDSS) რადიოოპერატორი 1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე GMDSS სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად. 2. ყოველი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ის მოწყობილობით აღჭურვილ გემზე ან პირი, რომელსაც სურს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3. ამ კანონის თანახმად, გემზე სამსახურისთვის GMDSS რადოპოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის თანახმად, ყოველი კანდიდატი: ა) უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა, და გ) შეესაბამებოდეს STCW კოდექსში განსაზღრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს. თავი IV კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად კანდიდატის ცოდნის შემოწმება მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება 1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი. 2. ყოველი მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელში ერთხელ განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი. 3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება: ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით, ან ბ) იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ სტაჟთან, ან გ) შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით, ან დ) თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. მუხლი 39. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება 1. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს დირექტორი. 3. სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს უფლება აქვთ საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში დაესწრონ გამოცდებს. 4. ცოდნის შემოწმება ხდება 5 წელიწადში ერთხელ. მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება 1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ახდენს: ა) სააგენტო; ბ) თევზსაჭერი გემის შკიპერი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილება კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“ დებულებით, „საზღვაო დისციპლინარული წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე უნდა მოხდეს კანდიდატის ცოდნის შემოწმება ამ კანონის შესაბამისად. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 41. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. 2. სააგენტომ, ამ კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება. 3. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც განახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 4. თუ პირს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს მეთევზე-მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება 2013 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 6 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 7 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 პუნქტი: „ა1) III1 თავში - საკრუინგო საქმიანობა – იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის საშუამავლო საქმიანობა მეზღვაურთა გემებზე დასაქმების მიზნით;“. 2. საზღვაო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 საკრუინგო საქმიანობა მუხლი 691 1. საკრუინგო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის მიერ მეზღვაურთა გემებზე დასაქმების მიზნით. 2. საკრუინგო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 692 1. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო აღიარებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს. აღიარების წესი, პირობები და მონიტორინგის დებულებები, აღიარების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით. 2. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო განსაზღვრავს მეზღვაურთა პირადი მონაცემების მოპოვების, გამოყენების, მესამე მხარისათვის გადაცემის პირობებს და მეზღვაურთა პირადი მონაცემების დაცვის წესებს. მუხლი 693 საკრუინგო საქმიანობის განმახორციებელი პირი ვალდებულია: ა. აწარმოოს მის მიერ დასაქმებული ან/და დასასაქმებელ მეზღვაურების მუდმივად განახლებადი რეესტრი, რომელიც ექვემდებარება სააგენტოს მიერ მონიტორინგს; ბ. უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა დასაქმების პროცესში უშუალოდ მონაწილე პირებს ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია; გ. შეამოწმოს დასაქმების კანდიდატი მეზღვაურის კვალიფიკაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნებთან, ასევე შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან; დ. შესაძლებლობების ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელის შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად; ე. დასაქმებამდე გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე; ვ. გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება თავის საქმიანობას და შეატყობინოს სააგენტოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ; ზ. უზრუნველყოს, შესაძლებლობის ფარგლებში, გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება; თ. უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ასლის მიწოდება; ი. უზრუნველყოს, რომ შრომითი ხელშეკრულება არ ჩააყენებს მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს; კ. უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებაში შემდეგი მინიმალური დებულებების გათვალისწინებით: კ.ა) მეზღვაურის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი და დამსაქმებლის რეკვიზიტები; კ.ბ) მეზღვაურის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება; კ.გ) დასაქმების ხანგრძლივობა; კ.დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; კ.ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის მეთოდი; კ.ვ) შვებულების ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კ.ზ) დისციპლინარული გადაცდომისთვის დაწესებული სახდელი; კ.თ) მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებული დებულებები; ლ. უზრუნველყოს, შესაძლებლობების ფარგლებში, გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება უცხო ქვეყნის ნავსადგურში გემის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში; მ. უზრუნველყოს, რომ საკრუინგო საქმიანობა განხორციელდეს სააგენტოს მიერ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის საფუძველზე. მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამ კანონის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღვაო კოდექსის 693 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღვაო კოდექსის 693 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 8 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 9 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14 ივნისი 1997, გვ.10) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) VII თავში - „ზღვაში ჩაძირული ქონება“ - იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და ა.შ. გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვ.;“ 2. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII ზღვაში ჩაძირული ქონება მუხლი 105 1. ამ თავის მიზნებისათვის ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და ა.შ. გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა. 2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, გამოტანა ან განადგურება ხორციელდება ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 106 1. ჩაძირული ქონების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ქონების ჩაძირვის შესახებ საქართველოს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს. 2. სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რასაც აცნობებს მის მფლობელს. 3. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა ასევე უნდა შეთანხმდეს საზღვაო ნავსადგურთან, რომელიც ხელს უწყობს ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით გეგმის შესრულებას. მუხლი 107 1. თუ ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას, ხელს უშლის საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო- კვლევითი, გარემოსდაცვითი, სამაშველო-სამძებრო და სხვა მსგავს სამუშაოთა წარმოებას, ასევე ქმნის გარემოს დაბინძურების საშიშროებას, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს და მისი მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულ ვადაში ამოიღოს ჩაძირული ქონება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო გონივრული ვადით საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ჩაძირული ქონების მფლობელის მოძიების მიზნით, ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩაძირული ქონების მფლობელის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, სააგენტო ჩაძირული ქონების მფლობელის მოძიების მიზნით, დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას, ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით, უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან გარემოებათა გათვალისწინებით, აღნიშნული შეტყობინების მიწოდების მიზნით, პირდაპირ უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის ეროვნულ საზღვაო ორგანოს. 4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში არ განხორციელდა ჩაძირული ქონების ამოღება, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ჩაძირული ქონების ამოღება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად. 5. თუ ქონება ჩაძირულია საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმით ახორციელებს საზღვაო ნავსადგური. 6. სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების საკუთარი ხარჯებით განხორციელების შემთხვევაში, უფლება აქვთ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვონ ჩაძირული ქონების მფლობელს. მუხლი 108 1. ჩაძირული ქონების მფლობელი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამოღებული ქონება ამ ქონების ჩაძირვიდან 2 (ორი) წლის ვადაში. ამასთან, ის ვალდებულია, სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს აუნაზღაუროს ქონების ჩაძირვისა და ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი და ჩაძირული ქონების ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. თუ ამოღებული ქონება რეალიზებულია საზღვაო ნავსადგურის ან საგენტოს მიერ იმის გამო, რომ მისი შენახვა არ იყო შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი, ჩაძირული ქონების მფლობელს უბრუნდება რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა იმ ხარჯებისა და ზიანის გამოკლებით, რომლებიც სააგენტომ ან საზღვაო ნავსადგურმა გაიღო ქონების ამოღების, შენახვის და რეალიზაციის დროს. 3. ჩაძირულ ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს ჩაძირული ქონების მფლობელს სააგენტოსთვის ან საზღვაო ნავსადგურისთვის მიყენებული ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მუხლი 109 ჩაძირული ქონების მფლობელი ინარჩუნებს ჩაძირულ ქონებაზე საკუთრების უფლებას ქონების ჩაძირვიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 110 სააგენტოს, საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე, უფლება აქვს ჩაძირული ქონების მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება მფლობელის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯზე ამოიღოს ჩაძირული ქონება ან მოსთხოვოს ჩაძირული ქონების მფლობელს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. მუხლი 111 ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, განადგურებას ან/და მოცილებას ახდენს სააგენტოსთან შეთანხმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 112 ჩაძირული ქონება, რომელიც შემთხვევით ამოიღეს, უნდა გადაეცეს სააგენტოს. მუხლი 113 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს სააგენტო ან საზღვაო ნავსადგური.“. მუხლი 2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-6 მუხლს დაემატოს 88-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით: „88. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია.“. მუხლი 3. „სალიცენზიო და სანებართვო” მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს 28-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,28) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია - 500 ლარი.” მუხლი 4. საქართველოს მთვარობამ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის დამტკიცება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე. მუხლი 5. კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 10 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ (№07–2/481; 31.05.12) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 11 საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ (საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.05.2012, 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის მე–15 მუხლს დაემატოს ე.ა1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,ე.ა1) მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობა – მშენებლობის პროცესში, დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის განხორ¬ციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. 25–ე მუხლის 23–ე ნაწილს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,თ. ამ კანონის მე–251 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.’’ 3. კოდექსს დაემატოს 251 –ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,მუხლი 251 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში 1. მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი მოიცავს, ამ კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია თუ აღნიშნულ საკითხზე დამკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის შემოწმება მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში. 4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით შესაბამის ორგანოს მიმართოს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამასთან დაუშვებელია შემოწმების თაობაზე ყოველი მომდევნო მიმართვა განხორციელდეს წინა მიმართვიდან 6 თვეზე მეტი შუალედით. 5. სახელომწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადებით მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. აღნიშნულ ვადაში დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და მშენებლობა მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. რეკომენდაციის შესრულების ვადაში დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის ვადის არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. 6.ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას ამ კანონის 25–ე მუხლის 23–ე პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი არ წყდება ვადაზე ადრე და დამკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს მშენებლობის შემოწმების მოთხოვნის დარჩენილი რაოდენობით წინამდებარე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევების შესახებ რეკომენდაციის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა. ზედამხედველობის შესაბამის ორგანო უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს შენობა–ნაგებობა, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. 8. ეს მუხლი არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომელთან დაკავშირებითაც ამ კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევა უკვე გამოვლენილია ან/და დაწყებულია ან დასრულებულია სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დარღვევა გამოსწორებული არ არის. აგრეთვე, შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია ან ობიექტებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უარი ეთქვათ ექსპლუატაციაში მიღებაზე. 9. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე: ა) დამკვეთის მოთხოვნით. ბ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს. 10. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე–9 ნაწილში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. 11. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გაცემულ რეკომენდაციებში მითითებულ დარღვევებზე, ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს ამ კანონის 25–ე მუხლის 23–ე ნაწილით გათვალისწინებული წესით. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი ,,ი) ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” საქართველოს კოდექსის მე–251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი“. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–5 მუხლს დაემატოს მე–8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,8. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.“ 2. კანონს დაემატოს მე–7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,მუხლი 7. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა–ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 12 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 13 „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი შენიშვნის ავტორი შენიშვნის შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა 1. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონპროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.05.2012, 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სატარიფო პოლიტიკა, ასევე მუნიციპალური მომსახურების/სერვისების სფერო, სადაც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;’’. 2. კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეს კანონი არ ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სფეროებში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. გათვალისწინებულია დანართი 14 პროექტი საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.05.2012, 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სატარიფო პოლიტიკა, ასევე მუნიციპალური მომსახურების/სერვისების სფერო, სადაც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;’’. 2. კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეს კანონი არ ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სფეროებში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 15 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 16 საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011 და 2012)“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011 და 2012)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 17 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა მიიჩნია, რომ რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე პუნქტი: „6. 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებით ქმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემოადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.“ 2. საკონკურსო პირობებს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შესაბამის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“ გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 18 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებები“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებები და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე
|