საორგანიზაციო დეპარტამენტის დებულება

"დამტკიცებულია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2007 წლის 30.01 N 21/3 ბრძანებით

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საორგანიზაციო დეპარტამენტის

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი (შემდგომშიდეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის ორგანიზაციული მომსახურება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.

 

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 2

 

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, პარლამენტის აპარატის საქმიანობის ორგანიზაციული მომსახურება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

) პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომების მომზადება, ორგანიზაციულ- ტექნიკური უზრუნველყოფა;

) პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების აღრიცხვა, რეგისტრაციაში გატარება და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით ბიუროსათვის გადაცემა;

) სხდომათა ოქმებისა და სტენოგრამების წარმოება და კორექტირება;

) პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა, რედაქტირება, კორექტირება და კომპიუტერული უზრუნველყოფა;

) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სხდომათა დარბაზების რადიოფიცირება;

) პარლამენტის სტრუქტურების მასალებით უზრუნველყოფა გასამრავლებელი ტექნიკის მეშვეობით.

 

თავი III

დეპარტამენტის, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი

 

მუხლი 3

 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე პასუხს აგებს დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;

) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი

 

 

მუხლი 4

 

დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

 

მუხლი 5

 

დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 6

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) საოქმო განყოფილება;

) სტენოგრაფიული განყოფილება;

) მთარგმნელობითი განყოფილება;

) რადიოფიცირების განყოფილება;

) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება;

) გასამრავლებელი ტექნიკით მომსახურების განყოფილება.

 

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 7

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 8

 

1. საოქმო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომების ოქმების წარმოების უზრუნველყოფა დადგენილი ფორმის შესაბამისად;

) კომიტეტების მიერ შემუშავებული და ბიუროს მიერ დამტკიცებული გეგმების საფუძველზე პლენარული სხდომის დღის წესრიგის შედგენისათვის ხელის შეწყობა;

) საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებიდან კანონპროექტების შემოსვლისა და დამუშავების დადგენილი წესებისა და ვადების დაცვა;

) კომიტეტების, ფრაქციების, აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კანონპროექტების დარიგების უზრუნველყოფა შენიშვნებისა და წინადადებების წარმოსადგენად;

) პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრებისათვის დღის წესრიგით გათვალისწინებული მასალების დარიგების უზრუნველყოფა;

) სხდომის მსვლელობის დროს პარლამენტის წევრთა მიერ გამოთქმული შეკითხვებისა და კითხვების დადგენილი წესით აღრიცხვა, რეგისტრაცია, მათი დროულად დაგზავნისა და შესაბამისი პასუხების მიღების უზრუნველყოფა;

) „სამთავრობო საათისმომზადების უზრუნველყოფა;

) ბიუროს გადაწყვეტილებათა პროექტების და ბიუროსა და პლენარული სხდომების საოქმო ამონაწერების მომზადება;

) პარლამენტის მიერ მიღებული აქტების პროექტების დადგენილი წესით ხელმოსაწერად გაგზავნა;

) საქართველოს პრეზიდენტისაგან დაბრუნებული აქტების გაგზავნასაქართველოს საკანონმდებლო მაცნისათვის“, კომიტეტების, ფრაქციების, აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებისათვის;

) პარლამენტის მიერ მიღებული აქტების დედნებისა და თანდართული მასალების აღრიცხვა და არქივში ჩაბარებამდე შენახვა;

) კომიტეტების, ფრაქციებისა და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

) საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებებისა და ბრძანებულებების აღრიცხვა და პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურებისათვის გაგზავნა;

) „დეპუტატის ოთახშიპარლამენტის წევრებისათვის სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.

2. საოქმო განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც ესწრება პარლამენტის ბიუროსა და პლენარულ სხდომებს და უშუალოდ წერს პლენარული სხდომების ოქმებს და საოქმო ამონაწერებს.

 

მუხლი 9

 

1. სტენოგრაფიული განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომების სტენოგრამების წარმოება და დაინტერესებული პირების სტენოგრაფიული ამონაწერებით უზრუნველყოფა;

) პლენარულ სხდომათა სტენოგრაფიული ჩანაწერების აღრიცხვა და არქივში ჩაბარებამდე შენახვა;

) პლენარულ სხდომათა სტენოგრამების კორექტირება.

2. სტენოგრაფიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც ესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომებს და უშუალოდ ინიშნავს გამომსვლელთა თანმიმდევრობას.

 

   მუხლი 10

 

1. მთარგმნელობითი განყოფილების ძირითადი ამოცანებია პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა, რედაქტირება, კორექტირება და კომპიუტერული უზრუნველყოფა.

2. მთარგმნელობით განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

 

მუხლი 11

 

1. რადიოფიცირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომების, საკომიტეტო მოსმენების, პრესკონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების რადიოფიცირება.

2. რადიოფიცირების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

 

მუხლი 12

 

1. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე მათთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება მოიძიებს, მათ შორის, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს, ამუშავებს და აანალიზებს საჯარო ინფორმაციას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის მას დაინტერესებულ პირებს.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების თაობაზე.

4. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილება ამუშავებს და აანალიზებს საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშებს.

5. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

  

მუხლი 13

 

1. გასამრავლებელი ტექნიკით მომსახურების განყოფილების ძირითადი ამოცანაა პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურების სამსახურებრივი საჭიროებისათვის ტექსტობრივი და სხვა მასალის ქსეროასლების გადაღება და ტირაჟირება.

2. გასამრავლებელი ტექნიკით მომსახურების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

 

მუხლი 14

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

 

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 15

 

1. დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
modules