იურიდიული დეპარტამენტის დებულება

დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 ¹137/3 ბრძანებით

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დებულება

 

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომშიდეპარტამენტი) არის საქართველოს პარლამენტის აპარატის (შემდგომშიპარლამენტის აპარატის) სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული მომსახურება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.

 

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 2

 

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს პარლამენტის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საქართველოს პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, პარლამენტის აპარატის საქმიანობის იურიდიული მომსახურება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

) საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების მომზადება, ამ აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში მონაწილეობა და ვიზირება;

) საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესწავლა და განზოგადება;

) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;

) საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე შემოსული წინადადებების განზოგადება;

) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის სუბიექტების, აპარატის უფროსისა და აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათთვის კონსულტაციების გაწევა;

) კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;

) საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლობა;

) საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები /მიღებული/ სამართლებრივი აქტების /პროექტების/ რედაქტირება, კორექტირება და ვიზირება;

) პარლამენტის მიერ მისაღები /მიღებული/ სამართლებრივი აქტების /პროექტების/     კომპიუტერული უზრუნველყოფა.

 

 

თავი III

დეპარტამენტის, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების

ხელმძღვანელობა და პერსონალი

 

მუხლი 3

 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხს აგებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის;

) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისგანყოფილებების უფროსებისა და თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 4

 

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს აპარატის უფროსის წარდგინებით განყოფილებების უფროსთაგან ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მუხლი 5

 

დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების _ განყოფილებების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

მუხლი 6

 

დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 7

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილება;

) სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფის განყოფილება;

) სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილება;

) სარედაქციო განყოფილება;

) ნორმატიული აქტების მომზადების კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება.

 

 

 

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 8

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები, ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 9

 

კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების მომზადება:

.) კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით;

.) ახალი კანონის მიღების საჭიროების შესწავლის მიზნით;

.) კანონპროექტის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით;

.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილებების ან/და დამატებების პროექტების ნუსხის ამომწურავობის შემოწმების მიზნით;

.) კანონპროექტის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით;

) პარლამენტის მიერ მისაღები აქტების საბოლოო რედაქციების შემუშავებაში მონაწილეობა და ვიზირება;

) კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

 

მუხლი 10

 

სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;

) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა;

) საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესწავლა და განზოგადება.

 

მუხლი 11

 

სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლობა, მათი უფლებების დაცვა;

) საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღრიცხვა და ანალიზი.

 

მუხლი 12

 

სარედაქციო განყოფილების ძირითადი ამოცანაა საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები /მიღებული/ სამართლებრივი აქტების /პროექტების/, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების რედაქტირება, კორექტირება და ვიზირება.

 

მუხლი 13

 

ნორმატიული აქტების მომზადების კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები /მიღებული/ სამართლებრივი აქტების /პროექტების/ კომპიუტერული უზრუნველყოფა, მათი ელექტრონულ Word-ის და PDF ფორმატებში დაარქივება.

 

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 14

 

1. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით.

2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

 
modules