საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება

“დამტკიცებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2007 წლის 30.01 N22/3 ბრძანებით

                                                      

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

 

მუხლი 1

 

1. საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა პარლამენტის წევრებისა და აპარატისათვის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საპროტოკოლო მომსახურება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.

 

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 2

 

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია საპარლამენტთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ხელშეწყობა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

) სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ ინფორმაციის მოძებნა;

) საპარლამენტო დელეგაციების გამგზავრების უზრუნველყოფა;

) საპარლამენტო სემინარების, კონფერენციების, ასამბლეების, სხდომების ორგანიზება; პარლამენტში ოფიციალური ვიზიტებით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღების უზრუნველყოფა სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად;

) პარლამენტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილეებთან ოფიციალური შეხვედრების მიმდევრობითი თარგმანი;

) პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებებში დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

) შიდასაპარლამენტო ღონისძიებების საპროტოკოლო მომსახურება.

 

თავი III

დეპარტამენტის, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი

 

მუხლი 3

 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე პასუხს აგებს დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;

) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 4

 

დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

მუხლი 5

 

დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მისთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 6

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

) პროტოკოლის განყოფილება.

 

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი

ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 7

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 8

 

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) ინტერნეტისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის მოძებნა იმ ქვეყნების შესახებ, რომლებთანაც საქართველო და მისი პარლამენტი დაკავშირებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებითა და საპარლამენტო ასამბლეებით;

) სხვა სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი საპარლამენტო სიახლეების ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის განთავსება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე;

) თეზისების დამუშავება სემინარებისა და კონფერენციებისათვის;

) ოფიციალური ვიზიტების სასაუბროების შედგენა;

) საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციების მდივნების ფუნქციების განხორციელება;

)  საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება;

) ოფიციალური შეხვედრების თარგმნა (ან თარგმნის უზრუნველყოფა მოწვეული თარჯიმნით);

) ოფიციალური დელეგაციების შეხვედრების და პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების თარგმნა (ან თარგმნის უზრუნველყოფა მოწვეული თარჯიმნით);

) პარლამენტის პლენარულ სხდომებზე უცხოელი ოფიციალური სტუმრების გამოსვლების სინქრონული თარგმნა (ან სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფა მოწვეული თარჯიმნით);

) პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტების თარგმნა.

 

მუხლი 9

 

პროტოკოლის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

) პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა მიღების უზრუნველყოფა;

) შიდასაპარლამენტო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

) არასაპარლამენტო დელეგაციების პარლამენტში მიღების უზრუნველყოფა;

) პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირების ვიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

) პარლამენტის თავმჯდომარესთან მოსული სტუმრების დახვედრა და გაცილება მე-2 საგუშაგოდან.

 

 

მუხლი 10

 

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და თანამშრომლების, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშისაპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

 

 

თავი VI

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 12

 

1. დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.