|
“დამტკიცებულია”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
2009 წლის 27.07 ¹139/3 ბრძანებით
საქართველოს პარლამენტის აპარატის
კვლევითი დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1.საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა პარლამენტის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო უზრუნველყოფა და საკვლევ-საკონსულტაციო მომსახურება.
2.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2
1.დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საკვლევ-საკონსულტაციო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება;
ბ) პარლამენტის საკანონმდებლო და მაკონტროლებელ ფუნქციებთან დაკავშირებულ და ქვეყნისათვის აქტუალურ თემებზე ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება;
გ) პარლამენტის მოწვევის პერიოდში განსახილველი კანონპროექტებიდან პრიორიტეტულების გამოყოფა და მათზე საინფორმაციო ფურცლებისა და კვლევითი შრომების მომზადება;
დ) საინფორმაციო რესურსების ორგანიზება;
ე) პარლამენტის ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და განვითარების ორგანიზება;
ვ) პარლამენტის არქივის ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მიწოდება შეთანხმების საფუძველზე.
2.დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პარლამენტის კომიტეტებიდან განსახილველ კანონპროექტებზე სათანადო ინფორმაციის მიღება;
ბ) განსახილველ კანონპროექტებზე საინფორმაციო ფურცლების მომზადება და პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
გ) კვლევით დაწესებულებებთან და საინფორმაციო ცენტრებთან თანამშრომლობა;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემთა ბაზების (რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობის სფერო) შექმნა-განახლება;
ე) ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან საჭირო ინფორმაციის მიღება, სისტემატიზება და ანალიზი;
ვ) სხვა ქვეყნების ანალოგიურ საპარლამენტო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთაშორის სტრუქტურებთან (მათ შორის, საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპულ ცენტრთან - ECPRD) ურთიერთობა საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცვლის მიზნით;
თ) უცხო ქვეყნების საელჩოებთან კონტაქტების დამყარება ინფორმაციის მიღების მიზნით;
ი) დამკვეთისათვის (პარლამენტის წევრები, პარლამენტის კომიტეტები, პარლამენტის აპარატი) კონკრეტული საინფორმაციო-ანალიტიკური და საცნობარო მასალის მიწოდება შეთანხმებული ფორმით და შეთანხმებულ ვადებში;
კ) თემატური შენაკრებების (პრობლემურ თემაზე პერიოდულ გამოცემებში, მათ შორის, ელექტრონულ გამოცემებში, არსებული ინფორმაციის მიხედვით) შედგენა;
ლ) დეპარტამენტში შემოსული შეკითხვების სტატისტიკური ანალიზი;
მ) ბიბლიოთეკაში არსებული ფონდის დაცვა და განახლება;
ნ) საჭირო ლიტერატურისა და საცნობარო ინფორმაციის მოძიება პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დაკვეთის შესაბამისად;
ო) ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდული გამოცემების მასალის სისტემატიზება და დამუშავება;
პ) პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამების დაცვის უზრუნველყოფა, აუდიოჩანაწერების შენახვა და დამუშავება;
ჟ) პარლამენტის კომიტეტებისა და სხვა სუბიექტების საარქივო მასალების სისტემატიზებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
რ) მასალების ელექტრონული სახით დაარქივების ორგანიზება;
ს) პარლამენტის წევრებისათვის, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა მომხმარებლებისათვის საარქივო მომსახურების გაწევა.
ტ) დაინტერესებული პირებისათვის ევროკავშირზე ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, ევროპის საკითხების შესახებ კითხვებზე პასუხების მომზადება;
უ) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ სიახლეების რეგულარული მოძიება და გავრცელება, საზოგადოებისათვის საინტერესო ევროპის საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალის გამოსაცემად მომზადება;
ფ) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ყოველთვიური გაზეთის „ევროპის დროით“ გამოცემისას მასთან თანამშრომლობა;
ქ) საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრის ვებგვერდის – www.euinfo.ge – საინფორმაციო უზრუნველყოფა და სისტემატური განახლება;
ღ) ევროკავშირის თემატიკაზე ტრენინგების, სემინარებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების მომზადება.
თავი III
დეპარტამენტისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 3
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხს აგებს პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის;
ბ) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა კანდიდატურებს;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) უნაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამევტის უფპოსის მოვალეობას დროებით ასრულებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნვედყოფის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
მუხლი 4
დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.
მუხლი 5
დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის დებულებებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) ბიბლიოთეკა;
გ) არქივი.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი
ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები, ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 8
კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, ანალიზურ-სინთეზური დამუშავება, გავრცელება და შენახვა;
ბ) კომიტეტებთან მუშაობის უზრუნველყოფა, მათგან განსახილველ კანონპროექტებზე სათანადო ინფორმაციის მიღება და მათთვის კანონპროექტების მომზადების პროცესში საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მიწოდება;
გ) პარლამენტის წევრებისთვის კანონპროექტების თემებზე საინფორმაციო ფურცლების, კვლევითი ნაშრომების მომზადება;
დ) პარლამენტის წევრების შეკითხვებზე მასალების მოიძიება, პასუხების მომზადება;
ე) პარლამენტის გარეთ არსებული საინფორმაციო-კვლევითი რესურსების მოძიება და გამოყენება;
ვ) კანონპროექტებსა და პრობლემა-ორიენტირებულ საკითხებზე ანალიტიკური შრომების მომზადება;
ზ) თემატური შენაკრებების შედგენა პერიოდულ გამოცემებში (მათ შორის, ელექტრონულში) აქტუალურ თემებზე არსებული სტატიების მიხედვით;
თ) არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემთა განახლებადი ბაზების შექმნა;
ი) პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დაკვეთების შესრულება;
კ) პარლამენტის ვებპორტალზე განთავსებული დეპარტამენტის პროდუქციის ანალიზი და განახლება.
ლ) დაინტერესებული პირებისათვის ევროკავშირზე ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, ევროპის საკითხების შესახებ კითხვებზე პასუხების მომზადება;
მ) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ სიახლეების რეგულარული მოძიება და გავრცელება, საზოგადოებისათვის საინტერესო ევროპის საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალის გამოსაცემად მომზადება;
ნ) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ყოველთვიური გაზეთის „ევროპის დროით“ გამოცემისას მასთან თანამშრომლობა;
ო) საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრის ვებგვერდის – www.euinfo.ge –საინფორმაციო უზრუნველყოფა და სისტემატური განახლება;
პ) ევროკავშირის თემატიკაზე ტრენინგების, სემინარებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების მომზადება.
მუხლი 9
ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიბლიოთეკაში არსებული ფონდის დაცვა და განახლება;
ბ) საჭირო ლიტერატურისა და საცნობარო ინფორმაციის მოძიება პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დაკვეთის შესაბამისად;
გ) ბიბლიოთეკაში შემოსული პერიოდული გამოცემების მასალის სისტემატიზება, დამუშავება.
მუხლი 10
არქივის ძირითადი ამოცანებია:
ა) პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამების დაცვის უზრუნველყოფა, აუდიოჩანაწერების შენახვა და დამუშავება;
ბ) პარლამენტის კომიტეტებისა და სხვა სუბიექტების საარქივო მასალების სისტემატიზებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
გ) მასალების ელექტრონული სახით დაარქივების ორგანიზება;
დ) პარლამენტის წევრებისათვის, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა მომხმარებლებისათვის საარქივო მომსახურების გაწევა.
თავი VI
დასკვნითი დებულება
მუხლი 11
1. დეპარტამენტის დებულებას აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|