საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულება

  დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 N 141/3 ბრძანებით

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საქმისწარმოების დეპარტამენტის

დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა პარლამენტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, შემოსული და გასული კორესპონდენციის, წერილების, განცხადებებისა და პეტიციების კანონით დადგენილ ვადებში განხილვის კონტროლი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებითა და ამ დებულებით.

 

თავი II. დეპარტამენტის ძირითადი

ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

)           პარლამენტის აპარატში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

)      კორესპონდენციის მიღება, დახარისხება, რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ გადაცემა და გაგზავნა;

)      მოქალაქეთა მიღება და მათი წერილების, განცხადებებისა და პეტიციების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაცემა;

)      პარლამენტში შემოსული და პარლამენტიდან გასული კორესპონდენციის, წერილების, განცხადებებისა და პეტიციების, კანონით დადგენილ ვადებში განხილვის ზედამხედველობა და კონტროლი;

)      პარლამენტში შემოსული და პარლამენტიდან გასული კორესპონდენციის, მათ შორის, წერილების, განცხადებებისა და პეტიციების, სტატისტიკის შედგენა და ანალიზი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის განსაზღვრის მიზნით;

)      პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს პარლამენტში საქმისწარმოების ინსტრუქციის მოთხოვნათა შესრულების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება.

 

 

თავი III. დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების

ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი 3

1.      დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2.      დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3.      დეპარტამენტის უფროსი:

)      ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის;

)      უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომლობას პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან, პარლამენტის წევრებთან, კომიტეტებთან, ფრაქციებთან, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებთან;

)      განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ამოცანებს, ფუნქციებს და ურთიერთობის წესებს;

)      უზრუნველყოფს დეპარტამენტში კოორდინირებულ მუშაობას, საშემსრულებლო დისციპლინას;

)      დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ პერიოდულად აწვდის ინფორმაციას პარლამენტის აპარატის უფროსს;

)      დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან შეთანხმებით, პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან განთავისუფლების, წახალისების, პრემირების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ;

  )   დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დოკუმენტებს.

4.    დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დოკუმენტაციის რეგისტრაციისა და მართვის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშიმოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

 

მუხლი 4

დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

      მუხლი 5

      დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, დეპარტამენტის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისგანყოფილებების უფროსებსა და თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 7

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

)   დოკუმენტაციის რეგისტრაციისა და მართვის განყოფილება;

)      მოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილება.

 

 

თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 8

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.

 

  მუხლი 9

   დოკუმენტაციის რეგისტრაციისა და მართვის განყოფილება:

)     იღებს, ახარისხებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების სახელზე შემოსულ კორესპონდენციას, მათ შორის, მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და პეტიციებს;

)     პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებს ოპერატიულად აწვდის კორესპონდენციას, მათ შორის, შიდასაპარლამენტო კორესპონდენციას (კანონპროექტები, კანონები, პარლამენტის დადგენილებები, ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერები, დღის წესრიგი, პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ბრძანებები), სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს, სხვა სახელმწიფოებიდან შემოსულ დოკუმენტებსა და ლიტერატურას;

)     საქართველოს პარლამენტის სახელზე (კონკრეტული ადრესატის მითითების გარეშე) შემოსულ კორესპონდენციას, მათ შორის, წერილებსა და განცხადებებს, გადასცემს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო პარლამენტის აპარატის სახელზე შემოსულსპარლამენტის აპარატის უფროსს;

) აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტიდან გასულ კორესპონდენციას და დანიშნულებისამებრ აგზავნის კავშირგაბმულობის განყოფილებისა და საფელდიეგერო სამსახურის მეშვეობით;

)     იღებს და რეგისტრაციაში ატარებს დოკუმენტებზე, წერილებზე, განცხადებებსა და პეტიციებზე რეაგირების შედეგად უწყებებიდან შემოსულ პასუხებს;

)     მომზადებულ (რეგისტრირებულ) დეპეშებს, გზავნილებსა და ბანდეროლებს გასაგზავნად გადასცემს კავშირგაბმულობის განყოფილებას;

)     აკონტროლებს პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი წესების დაცვას;

)     ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და ინტერესთა ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას მათ მიერ შემოტანილი წერილების განხილვის მიმდინარეობის შესახებ;

)     ამზადებს და პარლამენტის არქივს გადასცემს იმ დოკუმენტებს, რომელთა განყოფილებაში შენახვის ვადა დასრულებულია.

 

მუხლი 10

მოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილება:

)     აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილსა და მოადგილეებისა და პარლამენტის აპარატის უფროსის საკონტროლო დავალებების შესრულებას და დადგენილი ვადების დაცვას;

)     ზედამხედველობს პარლამენტში შემოსული კორესპონდენციის შესრულების ვადების დაცვას;

) პარლამენტის წევრებს, პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებს აწვდის ინფორმაციას და ახსენებს კანონით დადგენილ ვადებში დოკუმენტების, წერილების, განცხადებებისა და პეტიციების, მათ შორის, ვადაგადაცილებული წერილების, განხილვის თაობაზე;

) ექვს თვეში ერთხელ ამზადებს პარლამენტში შემოსული და პარლამენტიდან გასული კორესპონდენციის, მათ შორის, წერილების, განცხადებებისა და პეტიციების, მიხედვით ანალიზს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის განსაზღვრის მიზნით;

) მოქალაქეებს იღებს მოქალაქეთა საზოგადოებრივ მისაღებში და უწევს კონსულტაციას, მათ შორის იურიდიულ საკითხებზე, ასევე პასუხობს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებზე და ხელს უწყობს მათი პრობლემების დროულად გადაწყვეტას.

 

 

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 11

1.     დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.     დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3.     დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
modules