საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულება

“დამტკიცებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 ¹142/3 ბრძანებით

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის


 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომშიდეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებანი, ვალდებულებანი, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, `სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ~ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებებით, საჯარო სამსახურის საბჭოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს მითითებებითა და ბრძანებებით.

 

 

თავი II. დეპარტამენტის ძირითადი

   ამოცანები და მიზნები

 

მუხლი 2

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის ძირითადი პროცედურების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განხორციელება, შესაბამისი ნორმატიული, ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძვლებისა და მექანიზმების შემუშავება;

) პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების პერმანენტული სრულყოფა-განვითარება და თანამედროვე სისტემის შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:

) პარლამენტის აპარატის უზრუნველყოფა პროფესიონალი, გამოცდილი და საჯარო მოსამსახურეთა შესაბამისი ეთიკური ნორმების მქონე კადრებით, რითაც არსებითად ხელს შეუწყობს პარლამენტის აპარატის მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებას, საჯარო სამსახურისა და საჯარო მოსამსახურის იმიჯის ამაღლებას;

) პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების განვითარების პერმანენტული პროცესის განხორციელება თანამედროვე მიღწევათა საფუძველზე;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის პერსონალის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მისი შემოქმედებითად განვითარება ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით;

) `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება;

) ყველა ზემოაღნიშნული სამუშაოს მეთოდური უზრუნველყოფა, კოორდინირება და მართვა.

 

 

თავი III. დეპარტამენტის ფუნქციები

 

მუხლი 3

დეპარტამენტის ფუნქციებია:

) პარლამენტის  აპარატის პერსონალის საქმიანობის მართვის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნა საჯარო სამსახურის საბჭოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნიკისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის) გამოყენებით;

) პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით პერსონალის რიცხოვნობის ანალიზი;

) პარლამენტის აპარატის პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის სისტემატური ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და ტენდენციების განსაზღვრა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანალიტიკური მასალისა და რეკომენდაციების წარდგენა;

) პარლამენტის აპარატის პერსონალის საქმიანობის მართვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის აპარატის პერსონალის საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

) პარლამენტის აპარატში საკადრო პოლიტიკის გატარების მეთოდურ-პრაქტიკული უზრუნველყოფა, ორგანიზება, მართვა, კოორდინირება და კონტროლი;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ქცევის ცივილიზებული წესებისა და ფასეულობათა სისტემის დამკვიდრება;

) პარლამენტის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;

) პარლამენტის აპარატის პერსონალის მართვის საკითხებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სისტემატური და საქმიანი თანამშრომლობა და ამ სფეროში მათი მეთოდურ-საკონსულტაციო უზრუნველყოფა;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ნამსახურობის ნუსხებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება და სისტემატიზება, თანამედროვე საინფორმაციო ბაზის შექმნა და სისტემატური განახლება; პერსონალის მართვის სფეროში მიმდინარე პროცესების პერიოდული ანალიზი და მათი სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება;

) საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით პარლამენტის აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და პარლამენტის აპარატის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა, საკადრო რეზერვის ფორმირებისას პარლამენტის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორგანიზაციული ხელშეწყობა;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან, შეზღუდვებთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

) პარლამენტის აპარატში არსებული ყველა თანამდებობისათვის თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაოს აღწერის) მომზადების მეთოდურ-პრაქტიკული და ორგანიზაციული მხარდაჭერა, ამ სამუშაოს კოორდინირება და მართვა;

) პარლამენტის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა, შესაბამისი დოკუმენტებისა და სხვა მასალის მომზადება, ატესტაციის შედეგების სისტემატიზება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

) შრომის ორგანიზებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინირება;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ამ პროგრამების მომზადებისა და განხორციელების საჭიროების განსაზღვრა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;

) სტუდენტების მიერ პრაქტიკისა და უმაღლესი განათლების მქონე პირების მიერ სტაჟირების გავლის პროცედურების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

) `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ტექნიკური პროცედურების (თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების, საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და სხვა დოკუმენტების მომზადება და გაფორმება) დროულად და ხარისხიანად შესრულება;

) არსებული წესის მიხედვით პარლამენტის თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციისა და პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის პირად საქმეებში მოთავსება;

) პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და პარლამენტის აპარატის უფროსისათვის პერიოდულად მიწოდება;

) პარლამენტის წევრების ელექტრონული საინდენტიფიკაციო ბარათებისა და სამკერდე ნიშნების, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ელექტრონული საინდენტიფიკაციო ბარათების გაცემა და რეგისტრაცია;

) პარლამენტში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმების საკითხების ორგანიზება.

 

 

თავი IV. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

და ვალდებულებანი

 

მუხლი 4

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს პარლამენტის აპარატი პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში;

) პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში აწარმოოს საერთო მონიტორინგი, მოითხოვოს და უზრუნველყოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, სხვა კანონების, შესაბამისი კანონქვემდებარე და ადმინისტრაციული აქტების განუხრელი დაცვა;

) პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებში კოორდინირება და მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება გაუწიოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსთხოვოს მათ შესაბამისი ინფორმაცია;

) პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას და მისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინოს პერსონალის მართვის მეთოდურ, პრაქტიკულ, პროცედურულ და სხვა საკითხებზე სათანადო წინადადებები, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალა და რეკომენდაციები;

) გაეცნოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის, უცხო ქვეყნების, გამოცდილებას პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა.

 

მუხლი 5

დეპარტამენტი ვალდებულია:

) მკაცრად დაიცვას საქართველოს შრომის კოდექსი, `საჯარო სამსახურის შესახებ~ და `სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ~ საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პერსონალის მართვასთან და ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული სხვა კანონების მოთხოვნები, საჯარო სამსახურის საბჭოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციები, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებები;

) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს პარლამენტის აპარატში საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესის დაცვა;

) უზრუნველყოს აპარატში პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებისადმი ერთიანი მეთოდური და სისტემური მიდგომა, ამ სამუშაოს კოორდინირება, განვითარება, სრულყოფა, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულების თანამშრომელთათვის მომუშავე მოსამსახურეთათვის კონსულტაციებისა და მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების გაწევა;

) შეასრულოს საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების მეთოდური და მაკოორდინირებელი ორგანოს, რეკომენდაციები, წარუდგინოს მას თავისი წინადადებები და მოსაზრებები;

) სისტემატურად გააანალიზოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის, შინაგანაწესის, ეთიკური ნორმებისა და ქცევის წესების დაცვა, აღნიშნულის შესახებ პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას;

) მოამზადოს და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან შეათანხმოს დეპარტამენტის ოპერატიული და სტრატეგიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, შესაბამისი პროგრამები და გეგმები, პერიოდულად მოამზადოს ანგარიშები მათი შესრულების შესახებ;

) პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას პერიოდულად წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია, ანგარიშები და ანალიტიკური მასალა პარლამენტის აპარატის პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების, არსებული ვითარების, პრიორიტეტული და სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანების გადაწყვეტის შესახებ.

 

 

თავი V. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა

 

მუხლი 6

1.დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2.დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3.დეპარტამენტის უფროსი:

) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;

) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

) პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების კონკრეტულ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტ-კონსულტანტების კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს მათთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა შორის კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 7      

დეპარტამენტის უფროსი და პერსონალის მართვის, ანალიზის, დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

მუხლი 8

დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

მუხლი 9

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) პერსონალის მართვის, ანალიზის, დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილება;

) სასწავლო ცენტრი;

) საიდუმლო საქმისწარმოების ჯგუფი.

 

 

თავი VI. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

 

მუხლი 10

პერსონალის მართვის, ანალიზის, დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

) `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად შეიმუშაოს და განახორციელოს პერსონალის მართვის ერთიანი სტრატეგია, ერთიანი საკადრო პოლიტიკა, შესაბამისი პროგრამები;

) შექმნას პერსონალის საქმიანობის მართვის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

) მოამზადოს და პარლამენტის ხელმძღვანელობას წარუდგინოს პერსონალის საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

) უზრუნველყოს პარლამენტის აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსებისა და პარლამენტის აპარატის მოხელეთა ატესტაციების ჩატარება;

) განახორციელოს აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორგანიზაციული ხელშეწყობა საკადრო რეზერვის ფორმირებისას;

) განახორციელოს სტუდენტების მიერ პრაქტიკისა და უმაღლესი განათლების მქონე პირების მიერ სტაჟირების გავლის პროცედურების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

) დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს პარლამენტის წევრების საკადრო აღრიცხვა, აწარმოოს მათი პირადი საქმეები, სააღრიცხვო ბარათები, შრომის წიგნაკები, გააფორმოს შრომისუუნარობის ფურცლები და მივლინებები, აგრეთვე განახორციელოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვა, აწარმოოს მათი პირადი საქმეები, შრომის წიგნაკები, ნამსახურობის ნუსხები;

) დამტკიცებული ნიმუშებისა და დებულების შესაბამისად უზრუნველყოს პარლამენტის წევრთა სამკერდე ნიშნებისა და ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა და რეგისტრაცია;

) კონსულტაციები გაუწიოს პარლამენტის წევრებს მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

) უზრუნველყოს პარლამენტის წევრთა საკადრო მონაცემების კომპიუტერული აღრიცხვა;

) მოამზადოს და სათანადოდ გააფორმოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებათა პროექტები თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, მივლინების, შვებულებების, პრემიების, პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

) კონსულტაციები გაუწიოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან, შეზღუდვებთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

) უზრუნველყოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო მონაცემების კომპიუტერული აღრიცხვა;

) უზრუნველყოს სამუშაო ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და მისი განზოგადების საფუძველზე შეიმუშაოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

) გააანალიზოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით პერსონალის რიცხოვნობა;

) განახორციელოს პარლამენტის აპარატის პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის სისტემატური ანალიზი, განსაზღვროს ძირითადი მიზეზები და ტენდენციები და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას წარუდგინოს შესაბამისი ანალიტიკური მასალა და რეკომენდაციები;

) ორგანიზება გაუწიოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავებასა და დამტკიცებას;

) გამოსაცემად მოამზადოს საკადრო საკითხებზე სხვადასხვა საცნობარო მასალები;

) ორგანიზება გაუწიოს შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს, უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და პარლამენტის აპარატის უფროსისათვის პერიოდულად მიწოდება;

) უზრუნველყოფს დამტკიცებული ნიმუშების მიხედვით პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი, მრავალჯერადი გამოყენების საშვებისელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა და რეგისტრაცია.

 

მუხლი 11

1. სასწავლო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

) შეიმუშაოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგების თანამედროვე სისტემის შექმნის მეთოდოლოგიურ-კონცეპტუალური მიდგომების პრინციპები და სტრატეგია;

) შეიმუშაოს ტრენინგების საჭიროებათა განსაზღვრისა და ტრენინგის ეფექტიანობის შეფასების მეთოდიკა;

) უზრუნველყოს ტრენინგების სისტემა ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული რესურსებით;

) უზრუნველყოს ტრენინგების სისტემა მისი შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასწავლო-მეთოდური მასალებით;

უზრუნველყოს ტრენინგების პროცესი აუცილებელი სასწავლო-მეთოდური მასალებით;

) შექმნას ტრენინგების დაგეგმვისა და მართვის ეფექტიანი მექანიზმი.

2.  სასწავლო ცენტრი სისტემატურად ახორციელებს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

) კომპიუტერული პროგრამების ეტაპობრივი შესწავლა;

) უცხოური ენის (ინგლისური) შესწავლა;

) სასწავლო კურსებისა და თემატური სემინარების (ტრენინგების) ორგანიზება.

 

მუხლი 12

საიდუმლო საქმისწარმოების ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია:

) განახორციელოს პარლამენტში საიდუმლო საქმისწარმოება;

) უზრუნველყოს `სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ~ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის ¹42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული `სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის~ შესაბამისად გრიფებით `საიდუმლო~ და `სრულიად საიდუმლო~ შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, მოძრაობა, გაფორმება, გაგზავნა, საქმეების ფორმირება, არქივში დოკუმენტების ჩაბარება და დაცვის ორგანიზება;

) ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დაშვებას;

) უზრუნველყოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება, დაადგინოს მათი დარღვევის ფაქტები და მოახდინოს სათანადო რეაგირება;

) ორგანიზება გაუწიოს პარლამენტში საიდუმლო დოკუმენტური მასალების საარქივოდ მომზადებასა და გადაცემას;

) განახორციელოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვა, სამხედროვალდებულთა დაჯავშნა;

) `სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, განახორციელოს სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება;

) მოამზადოს და შეინახოს პარლამენტის აპარატის იმ საჯარო მოსამსახურეთა სათანადო დოკუმენტაცია, რომლებიც სამხედრო სარეზერვო სამსახურში იქნებიან გაწვეული.

 

მუხლი 13

1.დეპარტამენტის თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2.დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს პერსონალის მართვის, ანალიზის, დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

 

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 14

1.დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3.დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
modules