საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

              ”დამტკიცებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 N143/3 ბრძანებით

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საფინანსო  უზრუნველყოფის დეპარტამენტის 

  

                                       

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

      მუხლი 1 

1.   საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული.

2.   დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის დადგენილებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებებით, პარლამენტის აპარატის დებულებითა და ამ დებულებით.

3.   დეპარტამენტს საერთო ხელმძღვანელობას უწევენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

 

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

 

       მუხლი 2

დეპარტამენტი ძირითადი ფუნქციებ და ამოცანებია:

)   პარლამენტის ბიუჯეტის პროექტ მომზადება;

) პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, კერძოდ:

.) არლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების;

.)  დამქირავებლიდან ანარიცხების;

.) პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მივლინებების;

.) ოფისის ხარჯების;

.) კომუნალური მომსახურების;

.) ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის;

.) სხვა ხარჯების;

.) ინვენტარის, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების შეძენის, მონტაჟისა და შეკეთების;

.) პარლამენტის შენობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის;

.) დონორ ორგანიზაციებთან ერთად სპეციალური პროგრამების მომსახურების;

)   ფულადი სახსრების ხარჯვის სახაზინო უზრუნველყოფა;

) ფულადი სახსრების ხარჯვის აღრიცხვა-ანალიზ;

) პარლამენტის ხაზინადართა საბჭოსათვის პარლამენტის აპარატის ხარჯების შესახებ მასალების გადაცემა;

)   ხარჯების გაღების საჯაროობის და კანონიერებ უზრუნველყოფა;

) ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების სრულად და დროულად მიღების ორგანიზება;

) პარლამენტისა და მისი აპარატის ხარჯების ანალიზი, გასაღები ხარჯების რეალურობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მათი მიზანშეწონილობის დასაბუთების მოთხოვნა;

) პარლამენტისა და მისი აპარატის სახელით დადებული სამეურნეო ხელშეკრულებების ვიზირება;

) პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ხელფასების საბარათე უზრუნველყოფისა და სხვა ფინანსური სერვისების კოორდინაცია;

) ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი, მათ შორის:

.) ხელფასებისა და პრემიების დარიცხვა;

.) საშემოსავლო  გადასახადების გაანგარიშება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

.) სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო და სხვა არასაბიუჯეტო ფონდების ანარიცხების გაანგარიშება და შესაბამის ფონდებთან ანგარიშსწორება;

.) დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების გაანგარიშება, დარიცხვა და ანგარიშსწორება;

.) მივლინების თანხების გაანგარიშება, საავანსო და საბოლოო ანგარიშსწორება;

.) პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების ხარჯების გაანგარიშება და ანგარიშსწორება;

.) საწყობსა და პარლამენტის სასახლეში განლაგებული ინვენტარის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;

.) სალაროს ოპერაციების წარმოება;

.) მინდობილობების წიგნის წარმოება და კონტროლი;

.) გაცვეთილი ინვენტარის დროული ჩამოწერა;

კვარტალური და წლიური ბალანსებისა და სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის   წარდგენა და ამ მიზნით:

.) საბუღალტრო დოკუმენტაციის პირველადი დამუშავება;

.) ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ცვეთის გაანგარიშება და დარიცხვა;

.მემორიალური ორდერების შედგენა;   

.) დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ურთიერთშედარებითი აქტების შედგენა;  

.) მთავარი წიგნის წარმოება.

 

 

თავი III

დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების

ხელმძღვანელობა და პერსონალი

 

       მუხლი 3

1.   დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2.    დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3.  დეპარტამენტის უფროსი:

) ახორციელებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საერთო ხელმძღვანელობას, კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;

) აანალიზებს პარლამენტისა და მისი აპარატის ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს გასაღები ხარჯების რეალურობას და ასაბუთებს მათ მიზანშეწონილობას;

) ახდენს პარლამენტისა და მისი აპარატის სახელით დადებული სამეურნეო ხელშეკრულებების ვიზირებას;

) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

) კონტროლს უწევს შრომის დისციპლინის დაცვას, თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ღონისძიებების გატარებას;

) პარლამენტის აპარატის უფროსს საშტატო განრიგის შესაბამისად წარუდგენს თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიას;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

) უზრუნველყოფს კორესპონდენციის დროულად განხილვას, კონტროლს უწევს საქმისწარმოების წარმართვას;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მთავარი ბუღალტერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშიბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსი.

 

       მუხლი 4

დეპარტამენტის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციებისა  და დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესაბამისად.

 

თავი  IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

 

       მუხლი 5

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის განყოფილება;

) ბუღალტერია.

 

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი

ამოცანები და ფუნქციები

          

       მუხლი 6

1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებიაპარლამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფულადი სახსრების ხარჯვის ანალიზი, პარლამენტის ბიუჯეტის შესრულება, ხარჯების, კერძოდ: პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, დამქირავებლიდან ანარიცხების, პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებებისოფისის, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, სხვა ხარჯების, ინვენტარის, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების შეძენის, მონტაჟისა და შეკეთების, პარლამენტის შენობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის, დონორ ორგანიზაციებთან ერთად სპეციალური პროგრამების მომსახურების დაგეგმვა, პარლამენტის წევრთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ხელფასების საბარათე უზრუნველყოფისა და სხვა ფინანსური სერვისების კოორდინაცია.

2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამუშაოების შესრულებას.

 

       მუხლი 7

1. ბუღალტერიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი, პირველადი დოკუმენტების დამუშავება და  მთავარი წიგნის წარმოება, კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა, და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა, ანგარიშვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება (მივლინებები), დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანგარიშსწორება, ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ჩამოწერა, ცვეთის დარიცხვა, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და ხარჯი; მემორიალური ორდერების შედგენა; მინდობილობების წიგნის წარმოება და კონტროლი; საწყობსა და პარლამენტის სასახლეში განლაგებული ინვენტარის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი; პარლამენტის წევრების ხელფასისა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა თანხების ანაზღაურება; ანგარიშსწორება საგადასახადო ინსპექციასთან, პარლამენტის აპარატის, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების ხელფასების დარიცხვა, ბიულეტენების დარიცხვა და წარდგენა სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში; სალაროს ოპერაციების წარმოება, მემორიალური ორდერების შედგენა, შრომის ანაზღაურების საბანკო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბანკებთან ურთიერთობა როგორც ელექტრონული, ისე წერილობითი ფორმით, სტატისტიკური ფორმების შედგენა და სტატისტიკის დეპარტამენტში წარდგენა.

2. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სახაზინო უზრუნველყოფა, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მივლინებების, კომუნალური მომსახურების, ვიზირებული სამეურნეო ხელშეკრულებების ვალდებულებების რეგისტრაცია, დამოწმების დოკუმენტებისა და საგადახდო დავალებების მომზადება და ხაზინაში წარდგენა, პარლამენტის აპარატის ხარჯების შესახებ ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოსათვის გადაცემა, ხარჯების გაღების საჯაროობისა და კანონიერების უზრუნველყოფა.

3. ბუღალტერიას ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი, რომელიც კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამუშაოების შესრულებას.

 

    

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

       მუხლი 8

1.  დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.    დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3.    დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.