სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

,,დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 N145/3 ბრძანებით

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

      მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული.

      2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებებით.

      3. დეპარტამენტს საერთო ხელმძღვანელობას უწევენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

თავი II

დეპარტამენტის ფუნქციები

      მუხლი2

      დეპარტამენტის ფუნქციებია:

      ) პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის საქმიანობის სამეურნეო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების უზრუნველყოფა;

      ) პარლამენტის სასახლეში სანიტარიული ნორმების დაცვა, ელექტრომომარაგების, სატელეფონო კავშირის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

      ) პარლამენტის სხდომათა დარბაზების, უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა ოფიციალური მიღებების, აგრეთვე სხდომების, თათბირების, შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა ღონისძიებების სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა;

      ) პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და აპარატის სტრუქტურული ერთეულების ავტოტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა;

      ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კაპიტალური მშენებლობის, შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, მათი ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;

      ) პარლამენტის სასახლის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

      ) პარლამენტში უცხო ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური მიღების დროს მათი მომსახურების, საჭიროების შემთხვევაში მათი დახვედრის, დაბინავების და გამგზავრების უზრუნველყოფა;

      ) უცხო ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციების გამგზავრებასთან დაკავშირებული სამეურნეო საკითხების გადაწყვეტა;

      ) პარლამენტისათვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენა;

      ) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა;

      ) დეპარტამენტში შემოსულ წერილებზე დროული და შესაბამისი რეაგირება.

 

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და

პერსონალი

 

      მუხლი 3

1 .დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

) ახორციელებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საერთო ხელმძღვანელობას, კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;

) უზრუნველყოფს კორესპონდენციის დროულად განხილვას, კონტროლს უწევს საქმისწარმოების წარმართვას;

      ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

      ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

      ) კონტროლს უწევს შრომის დისციპლინის დაცვას, დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ღონისძიებების გატარებას;

      ) პარლამენტის აპარატის უფროსს საშტატო განრიგის შესაბამისად წარუდგენს თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

      ) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

      მუხლი 4

      დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება;

) ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფის განყოფილება;

) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილება;

) საკომენდანტო განყოფილება.

 

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

     

მუხლი 5

შესყიდვების და მომარაგების განყოფილების ფუნქციებია:

) პარლამენტის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

) პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული წლიური გეგმა-მოთხოვნების შესაბამისად საქონელზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე განაცხადების ანალიზი და მარკეტინგი;

) მომწოდებელ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ხელშეკრულებების წარდგენა პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურებში შემდგომი ანგარიშსწორების მიზნით;

) პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების მიხედვით დაჯგუფება, მონეტარულ ზღვრებში განლაგება და შესყიდვების განხორციელების საშუალებების შერჩევა;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება და განცხადების გამოქვეყნება კანონმდებლობით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებებში;

) ტენდერების ჩატარების მიზნით სამუშაოების მომზადება, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენა, ფასთა მონიტორინგის ჩატარება, შერჩევის დასაბუთება, ბრძანებების პროექტების მომზადება და სატენდერო კომისიის წევრებთან შეთანხმება;

) ჩატარებულ ტენდერებზე და ფასთა კოტირებებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის;

) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილებზე პასუხების მომზადება და სააგენტოში წარდგენა;

) განყოფილების ოპერატიული საქმიანობის უზრუნველსაყოფად პოტენციურ მომწოდებელთა ბაზის შექმნა;

) პარლამენტისათვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

) საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში უცხო ქვეყნების დელეგაციებისათვის, სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთათვის, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენელთათვის სუვენირებისა და საჩუქრების შეძენის უზრუნველყოფა;

) უცხო ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციების გამგზავრებასთან დაკავშირებული სამეურნეო საკითხების გადაწყვეტა.    

 

მუხლი 6

ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

) პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ავტოტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა;

) პარლამენტის აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგარანტიო და ტექნიკური მომსახურება;

) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა;

) პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად პარლამენტის აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაციის, გასხვისების, დროებით სარგებლობაში გადაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) პარლამენტში უცხო ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური მიღების დროს მათი ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფა პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

) ავტოტრანსპორტის დაზიანების, აგრეთვე სხვა შემთხვევებში დეფექტური აქტების შედგენა, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება;

) პარლამენტის აპარატის, პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგომის უფლების დამადასტურებელი სპეციალური საშვების გაცემის უზრუნველყოფა.

 

      მუხლი 7

სამშენებლო-სარემონტოს სამუშაოებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

) პარლამენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიებისათვის, აგრეთვე პარლამენტის აპარატისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სასახლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების და ენერგოსისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

) წყალმომარაგებისა და სანტექნიკური სისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

) გათბობა-კონდიცირების სისტემებისა და პარლამენტის სასახლის ინდივიდუალური თბოსადგურის ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

) სუსტი დენების უბნის, სატელეფონო ელექტრონული კავშირგაბმულობის ყველა სისტემის, შიდა სელექტორული რადიოქსელებისა და აპარატურის, სატელევიზიო სისტემების მოვლის და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სასახლეში არსებული ვერტიკალური ტრანსპორტის (სალიფტე მეურნეობის) გამართული მუშაობისა და ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

) სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სასახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრის, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სასახლეში საინჟინრო და საკომუნიკაციო ქვედანაყოფების სადღეღამისო და ოპერატიული მორიგეობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

) განყოფილების სამუშაო გეგმებისა და ანგარიშების შედგენის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის სასახლის სამუშაო ოთახებში ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენა;

) პარლამენტის სასახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების აღრიცხვასა და დეფექტური აქტების შედგენაში მონაწილეობა;

) იმ სამუშაოების შესახებ წინადადებების წარდგენა, რომელთა ჩატარებაც საჭიროა პარლამენტის სასახლის ნორმალური ექსპლუატაციისათვის;

) კომპეტენციის ფარგლებში ტელეკომპანიებთან და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებთან ურთიერთობის წარმართვა;

) პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ფრაქციების, კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების კუთვნილი ტელერადიოაპარატურის, მაცივრების, ასლგადამღები აპარატურის გამართულად ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 8

საკომენდანტო განყოფილების ფუნქციებია:

) პარლამენტის სასახლეში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა;

) პარლამენტის სასახლეში და შიდა ტერიტორიაზე სანიტარიული ნორმების დაცვა;

) პარლამენტის სასახლეში და შიდა ტერიტორიაზე არსებული დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობა;

) პარლამენტის სასახლის ყოველდღიური ოპერატიული შემოვლის შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა დაზიანების დაფიქსირება და შესაბამისი სამსახურისათვის ოპერატიულად შეტყობინება;

) სტუმრების ვიზიტისათვის პარლამენტის სასახლის სათანადოდ მომზადება და მოწყობა;

) პარლამენტის სასახლეში არსებული დარბაზების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის მომზადება და მოწყობა;

) პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის, კინოდარბაზის, აგრეთვე სხდომების, თათბირების, შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა ღონისძიებების სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.

 

მუხლი 10

დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 11

1. დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                               

 

 
modules