მანდატურის სამსახურის დებულება

"დამტკიცებულია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

2009 წლის 27.07 N144/3 ბრძანებით

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

მანდატურის სამსახურის

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

      მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური (შემდგომშისამსახური) არის საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია პარლამენტის სასახლეში პარლამენტის პლენარულ და კომიტეტების სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში და მის გარე პერიმეტრზე წესრიგის დაცვა.

2. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით `საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ~, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებით და ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებებს.

3. სამსახურის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. სამსახურის მუშაკები ატარებენ განმასხვავებელ სამკერდე ნიშანს.

 

თავი II

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

      მუხლი 2

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

) პარლამენტის სასახლეში პარლამენტის პლენარულ და კომიტეტების სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში და მის გარე პერიმეტრზე წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის დავალებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 264- მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

) საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრების რეგისტრაციისა და კენჭისყრის პროცესის ზედამხედველობა, სხვის მიერ ხმის მისაცემი მოწმობის გამოყენების ფაქტების დაფიქსირება, რის თაობაზედაც ადგენს სათანადო აქტს და რეაგირებისთვის წარუდგენს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს;

) კენჭისყრის პროცესში მონაწილე პარლამენტის წევრების პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის უზრუნველყოფა;

) პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კამათში მონაწილე პარლამენტის წევრთა რიგითობის დადგენა და შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარისთვის მიწოდება;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის მიწოდება პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პარლამენტის აპარატის უფროსისთვის და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის.

 

თავი III.

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

 

მუხლი 3

  1. 1.სამსახურს ხელმძღვანელობს მანდატურთუხუცესი.

2. მანდატურთუხუცესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. მანდატურთუხუცესი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მისი ასაკი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები.

4. მანდატურთუხუცესი:

) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მის მუშაობაზე, აგრეთვე პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის;

) პარლამენტის აპარატი უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტებს;

) სამსახურებრივ კორესპონდენციას ნაწილებს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს ისი შესრულების კონტროლს;

) უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინუ პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით;

) პარლამენტის სხდომის წინაშე აცხადებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლის, აგრეთვე სხდომის თავმჯდომარის დავალებით საპატიო სტუმრების დასწრების თაობაზე;

) პარლამენტის პლენარულ სხდომებზე რეგისტრაციის და კენჭიყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში პირადი პასუხისმგებლობით ამზადებს ზუსტ ინფორმაციას რეალური მდგომარეობის თაობაზე; სხდომის თავმჯდომარის დავალებით კითხულობს პარლამენტის წევრთა სიას, აკეთებს სათანადო დასკვნას და აცნობებს მას პარლამენტის პლენარულ სხდომას;

) აკონტროლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ ხმის მისაცემი ბარათების გამოყენებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ხმის მისაცემი ბარათებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე.

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს და ინფორმაციებს;

) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. მანდატურთუხუცესს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში აქვს მისთვის განკუთვნილი ადგილი. მანდატურთუხუცესის დარბაზში არყოფნის შემთხვევაში მანდატურთუხუცესის დავალებით მას ცვლის ერთ-ერთი მანდატური.

6. მანდატურთუხუცესის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს ერთ-ერთი მანდატური.

 

 

მუხლი 4

სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.

 

 

მუხლი 5

1. პარლამენტის მანდატური:

) პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნამდე პარლამენტის სხდომის თავმჯდომარეს აწვდის ინფორმაციას სხდომათა დარბაზში მყოფ პარლამენტის წევრთა რაოდენობის თაობაზე; სხდომის თავმჯდომარის დავალებით აღნიშნულ ინფორმაციას აცნობს პარლამენტის პლენარულ სხდომას;

) მეთვალყურეობს პარლამენტის პლენარულ, კომიტეტისა და ბიუროს სხდომებზე პარლამენტის წევრის დასწრებას და რეგისტრაციის პროცესს; აფიქსირებს კომიტეტისა და ბიუროს სხდომებზე კვორუმის არსებობის ფაქტს; ადასტურებს კომიტეტის სხდომაში პარლამენტის წევრთა მონაწილეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენის ოქმს, ხოლო თვის ბოლოს კომიტეტების სხდომებზე პარლამენტის წევრთა დასწრების თაობაზე შეჯამებულ მონაცემებს რეაგირებისათვის გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომების მსვლელობისას პარლამენტის წევრთა მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურული ნორმების დაცვას;

) პარლამენტის პლენარულ სხდომების მსვლელობისას პარლამენტის წევრთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის ნეიტრალიზაციის მიზნით პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის დავალებით უშუალოდ ერევა მის განმუხტვაში; პარლამენტის წევრის მიმართ სხდომის დატოვების მოთხოვნის გამოყენების შემთხვევაში ასრულებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 264- მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობას;

) ზედამხედველობს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოწვეული და აკრედიტებული ჟურნალისტების მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი და სხვა   წესების დაცვას; მისი დარღვევის შემთხვევაში მიმართავს მათ სათანადო რეაგირებისათვის, უკიდურეს შემთხვევაში ატოვებინებს სხდომათა დარბაზს და პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს სათანადო ინფორმაციას;

) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში და პარლამენტის სასახლეში სხვა ღონისძიებების მსვლელობისას;

) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ადგილზე განაწესებს მოწვეულ სტუმრებს, ამოწმებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ცენტრალურ აივანზე პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა დასწრებას;

) ესწრება პარლამენტის პლენარულ, კომიტეტებისა და ბიუროს სხდოებს;

) ეხმარება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს პლენარულ სხდომათა დარბაზში წესრიგის დამყარებაში, ასრულებს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს;

) ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) შეისწავლის, აანალიზებს და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს რეაგირებისათვის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზომების მისაღებად წარუდგენს სათანადო ინფორმაციას პლენარულ სხდომებზე წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების, პარლამენტის წევრთა პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე დასწრების აღრიცხვისა და შედეგების შესახებ;

) პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან დადგენილი წესით ღებულობს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ და სხვა მონაცემებს, საცნობარო-საინფორმაციო მასალებს;

) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს კორესპონდენციის და სხვა საქმიანი ქაღალდების რეგისტრაციას და საქმისწარმოებას.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 6

1. სამსახურის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
modules