ოქმი #27

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #27

 

. თბილისი                                   3 ივლისი 2012 წ.

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ.შაბაშვილი, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრემიერ მინისტრი, ხატია დეკანოიძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დალი ხომერიკი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი – შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პაატა ტრაპაიძე – დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ

/მომხ. გია ხუროშვილი/

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამისათვის – „მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობის გამოცხადების შესახებ

/მომხ. ივანე მერაბიშვილი/

 

 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/

 

  1. 1.მოისმინეს:

        

  

მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის (დანართი 1) ნდობის გამოცხადების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ბადაგაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 2.მოისმინეს:

        

  

 

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამისათვის„მეტი სარგებელი ხალხს“ (დანართი 3) ნდობის გამოცხადების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ, ჯაბუამ, კვიციანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

3.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

  

 

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ.

აღინიშნა რომ, კანონპროექტით ცვლილება შედის საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელ კანონებში: „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში.

 

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სააგენტო სამეთვალყურეო საბჭო. გარდა ამისა, საბჭო დაამტკიცებს სააგენტოს დებულებას, ასევე მოახდენს სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას. კანონის მოქმედი რედაქციით აღნიშნულს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

ცვლილება ეხება თავად სააგენტოს სამთვალყურეო საბჭოს შემადგენლობასაც, რომელის წევრთა რაოდენობა მცირდება, კერძოდ ნაცვლად 9 წევრისა საბჭოს შემადგენლობაში იქნება 3 წევრი (სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

 

ცვლილება ითვალისწინებს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ამოღებას, რომლის თანახმადაც სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სააგენტოს დირექტორი, მისი მოადგილე ან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

 

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. კანონის მოქმედი რედაქციით მომსახურების საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 4.მოისმინეს:

        

  

 

მოხსენება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილმა ცვლილებებმა განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. კანონპროექტით არ იცვლება გადასახდელების მთლიანი მოცულობა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურაში იქმნება ახალი მხარჯავი დაწესებულება - დასაქმების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლისთვისაც ასიგნებების გათვალისწინება(950 ათასი ლარი, მათ შორის შრომის ანაზღაურება 365 ათასი ლარი) განხორციელდება ლარის გაცვლითი კურსის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე.

 

აზრი გამოთქვეს:

სამადაშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7)

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                         რამაზ ყანჩაველი

დანართი 1

 

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი                                                              ივანე მერაბიშვილი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი       –       ხატია დეკანოიძე

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი                                        –       გიორგი ხაჩიძე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი                                    

   –     ვერა ქობალია

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი          

–   ალექსანდრე ხეთაგური

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი                                          –       დიმიტრი შაშკინი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი                                                   ზურაბ ადეიშვილი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

                   –       ნიკოლოზ რურუა

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

                                                                                                       –     დალი ხომერიკი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი                                      –     გრიგოლ ვაშაძე

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი                                –     ბაჩანა ახალაია

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი                       –     ზაზა გოროზია

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                  –     დიმიტრი გვინდაძე

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  

მინისტრი                                                                                                                        –   ზურაბ ჭიაბერაშვილი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული    

დახმარების საკითხთა მინისტრი                                       –   ხათუნა კალმახელიძე

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  

მინისტრი                                                                                 – რამაზ ნიკოლაიშვილი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

                                                                                            – ვლადიმერ ვარძელაშვილი

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და              

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში      

                                                                                                       –   გიორგი ბარამიძე

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში

                                                                                                    –   ეკა ტყეშელაშვილი

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში     

                                                                                                                                                   –       მირზა დავითაია

 

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი

                                                                                                                 –     პაატა ტრაპაიძე.

                                                        

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

Dდარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისKკომიტეტის

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ

ნდობის მისაღებად წარმოდგენილ

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაზე

 

საქართველოს პარლამენტის Dდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისKკომიტეტმა 2012 წლის 3 ივისის სხდომაზე Dნდობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას.

 

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს სამთავრობო პროგრამა -

                                                     ,,მეტი სარგებელი ხალხს“                                   

2012-2016

 

 

საქართველოს მთავრობის მიზანია შექმნას ყველა წინაპირობა წარმატებული, მდიდარი და ერთიანი საქართველოსათვის, მუდმივად იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ მოქალაქეს ქონდეს ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა.

 

საქართველოს მთავრობამ, საზოგადოების მხარდაჭერით დაამარცხა კორუფციული სისტემა და კრიმინალური სამყარო, რაც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მთავარი საშინაო დაბრკოლება იყო და საფრთხეს წარმოადგენდა თითოეული მოქალაქისათვის, თითოეული ოჯახისათვის.

 

საქართველომ გაატარა ძირეული დემოკრატიული რეფორმები და ამ მიმართულებით კურსი უცვლელი დარჩება.

 

ჩვენმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დაისახა ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს მყარი არჩევანია.

 

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით - გადასახადების შემცირებისა და გამარტივების, ბიუროკრატიული წნეხის შემცირების გზით, მიღწეული იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკის სწრაფი ზრდა.

 

მიუხედავად ქართული სახელმწიფოს ამ წარმატებებისა, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ დგას მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე.

 

დღეს დგება ეტაპი, როცა ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით სარგებელი უნდა ნახოს ყველა ოჯახმა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება – მეტი სარგებელი ხალხს.

 

უმთავრესი საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეთა დასაქმება და უმუშევრობის დაძლევაა.

 

უმუშევრობა ჩვენი საზოგადოების ნომერ პირველი პრობლემაა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს სამსახურის პოვნას.

 

იმისათვის რომ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას უმუშევრობის შესახებ. დღეს თითქმის არ არსებობს მონაცემები უმუშევრობის გეოგრაფიის შესახებ, მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, მათი კვალიფიკაციის შესახებ. არ არსებობს სისტემატიზირებული მონაცემები, თუ რა კვალიფიკაციის კადრებზე არის მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება, გადაჭრა დაევალება დასაქმების სახელმწიფო მინისტრს, რომელიც აწარმოებს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს, მოგვცემს საშუალებას შემოღებული იყოს უმუშევრის და სამსახურის მაძიებლის სამართლებრივი სტატუსი. ამ ინსტიტუტის შემოღებით შეიქმნება ხიდი დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, რაც სამსახურის მაძიებელს დაეხმარება სამსახურის პოვნაში, ხოლო დამსაქმებელს ხელს შეუწყობს სასურველი კადრების მოძიებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების განვითარებაში.

 

უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტური გამოყენება. პროფესიული გადამზადების ცენტრებში შესაბამისი კურსის გავლა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველა მსურველი სახელმწიფოსგან მიიღებს პროფესიული გადამზადების ვაუჩერს, რაც მთლიანად უფასოს გახდის განათლების პროცესს ამ მიმართულებით.

 

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო კერძო ბიზნესის ზრდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საშუალებას მოგვცემს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები:

 

  • მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ნიშნავს დამატებით დაახლოებით 80 000 ახალ სამუშაო ადგილს;

 

  • ტურისტების რაოდენობა გაიზრდება 7 მილიონამდე, რაც ნიშნავს ტურიზმის სექტორში შექმნილ დაახლოებით 140 000 სამუშაო ადგილს;

 

  • დაიგება 5000 კილომეტრი გზა, რაც ნიშნავს სტაბილურად დასაქმებულ დაახლოებით 40 000 ადამიანს;

 

  • გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ჯამში შეადგენს 414 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს, ჯამური წლიური გამომუშავებით 2.1 მილიარდ კვტ/სთ. 2012 წელიდან დაიწყება დამატებით 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით ჯამური დადგმული სიმძლავრით 1677 მეგავატი, ჯამური წლიური გამომუშავებით 5.4 მილიარდ კვტ/სთ. აღნიშნული პროექტები შექმნის დამატებით დაახლოებით 13 000 სამუშაო ადგილს.

 

აღნიშნული ღონისძიებების საერთო მიზანი იქნება, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ უმუშევრობას და თითოეულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა ახალი ცოდნით, ახალი კვალიფიკაციით იპოვოს თავისი ადგილი უფრო ძლიერ საქართველოში.

 

ვიდრე გარდატეხა მოხდება უმუშევრობის პრობლემის დაძლევის საქმეში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნოს, სახელმწიფოს წარმატებით მეტი სიკეთე მიიღოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა ოჯახმა. ძლიერი ოჯახი - ძლიერი საქართველოა.

 

სახელმწიფო ზრდის პენსიას, ქმნის წინაპირობებს, რომ ადამიანები დასაქმდნენ, უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჯანდაცვას, მაგრამ არავინ იცის ყოველი კონკრეტული ოჯახის პრობლემები და საჭიროებები იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ამ ოჯახმა და ოჯახის წევრებმა.

 

სწორედ ამიტომ, თითოეულ ოჯახს გადაეცემა ოთხწლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერი, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, რა პრობლემა მოაგვარონ ამით, დაფარონ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალურ ხარჯები, შეიძინონ სასკოლო სახელმძღვანელოები ბავშვებათვის, შეიძინონ საჭირო მედიკამენტები, თუ მოიმარაგონ საწვავი და სასუქი სასოფლო სამუშაოებისათვის და დაიქირაონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

 

მთავრობის საპროგრამო მიზნების მისაღწევად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საბიუჯეტო თანხები დაიხარჯება შემდეგი მიმართულებით:

 

  • პენსიების დაფინანსების მიზნით – 6 მილიარდი ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით – 3 მილიარდი ლარი;
  • სოციალური დახმარებებისთვის – 3 მილიარდი ლარი;
  • სოფლის მხარდაჭერის მიზნით –   4 მილიარდი ლარი;
  • განათლების დაფინანსების მიზნით – 4 მილიარდი ლარი.

საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, იმას, რომ 2013 წლიდან საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ექვივალენტი გახდება და გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს. რაც მთავარია, ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება საპენსიო პაკეტის განუყოფელი ნაწილი და არც ერთ პენსიონერს არ ექნება შიში, მიაკითხოს ექიმს, ჩაიტაროს გამოკვლევები, ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით.

ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 3 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ექნება ყველას!

2006 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ჰქონდა საქართველოს მხოლოდ 40,000 მოქალაქეს. წელს 1 სექტემბრიდან კი უკვე 1,9 მლნ ადამიანი იქნება სახელმწიფოს მიერ დაზღვეული. ნახევარ მილიონამდე ადამიანს აქვს კერძო დაზღვევის პოლისი.

 

სულ, ამჟამად, 2,4 მლნ მოქალაქეს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ამის შესაძლებლობა ქონდეს ყოველ ოჯახს.

 

სოციალურად დაუცველები გააგრძელებენ მათთვის დღეს უკვე მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობას, ყველა ბავშვს დაბადებიდან 5 წლის ჩათვლით ექნება საბავშვო დაზღვევა ისევე, როგორც ყველა მასწავლებელს - მასწავლებლის, ყველა დევნილს - დევნილის, ყველა ჯარისკაცსა და პოლიციელს - ჯარისკაცისა და პოლიციელის საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა. ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეს, რომელიც ზემოჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება, ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი. ეს პაკეტი გათვლილი იქნება იმაზე, რომ უბედრმა შემთხვევამ ანდა მოულოდნელმა მძიმე ავადმყოფობამ ოჯახის გაღატაკება არ გამოიწვიოს.

სოციალური დახმარების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 3 მილიარდი ლარი. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ისინი, ვინც უმუშევრობის გამო უსახსროდაა დარჩენილი და ყოველთვიურ სახელმწიფო შემწეობას ელის, დასაქმდნენ და ყოველთვიურად საკუთარი შრომის საფასურ ხელფასს დაელოდონ. მაგრამ ვიდრე ყოველ ოჯახს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება, სახელმწიფო სოციალური დახმარება გარანტირებულად მიეცემა მათ, ვისაც ეს სჭირდება. დღეს სახელმწიფო ნახევარ მილიონამდე ადამიანს აძლევს სოციალურ დახმარებას. 2013 წლიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს დახმარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და მიმართული იქნება ყოველი სოციალურად დაუცველი ადამიანის საჭიროებაზე.

გააგრძელდება დევნილთა დახმარების პროგრამები. გასული წლების განმავლობაში ბათუმში, ფოთში, წყალტუბოში აშენდა 64 ახალი კორპუსი, რომელშიც დღეს უკვე ცხოვრობს 1800–ზე მეტი ოჯახი, გარემონტდა საცხოვრებელი ფართები 15 000–მდე დევნილი ოჯახისათვის. დღეს ყველა ეს ბინა მათი საკუთრებაა. ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნით აშენდება ახალი კორპუსები და გარემონტდება შენობები, რომლებშიც ბინები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ დევნილებს. ეს ამოცანა ხორციელდება იმ დათქმით, რომ მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, შეუქცევადია.

 

სოფლის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 4 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობას ქართული სოფლის გაძლიერებისათვის. ყველა სოფელს ექნება სათანადო წყალმომარაგება, ყველა სოფელში დასრულდება გაზიფიკაციის პროგრამა, გაკეთდება ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დამატებით შეძენილი იქნება 2000 ტრაქტორი, კომბაინი, აგრეგატი. შეიქმნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო, განხორციელდება დამატებით 90 000 ჰექტარის ირიგაცია, გაკეთდება დრენაჟის სისტემა 35 000 ჰექტარზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს უფრო უკეთეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უფრო მეტი მოსავლის მისაღებად. საბოლოო ჯამში კი ყველა ამ ნაბიჯის შედეგი იქნება - ქართული სასოფლო პროდუქციის გაორმაგება, რაც გააძლიერებს ქართულ სოფელს, გააძლიერებს ქართულ ეკონომიკას და გააძლიერებს ქართულ სახელმწიფოს.

განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 4 მილიარდი ლარი. რაც ნიშნავს:

  • მოხდება ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
  • აშენდება 150 ახალი სკოლა;
  • გაიხსნება ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
  • გაიხსნება 3 ახალი  სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი;
  • გაიხსნება 300 მომავლის კლასი;
  • დაზღვეული იქნება ყველა მოსწავლე;
  • დაზღვეული იქნება ყველა სტუდენტი;
  • გაგრძელდება და გაფართოვდება სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა;
  • ყველა წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია;
  • გაგრძელდება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა;
  • გაორმაგდება უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობა;
  • ყველა პირველკლასელს და ფრიადოსანს (საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული) გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი;
  • სერთიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება 600 ლარი, ხოლო საუკეთესო 25%  ხელფასი - 1000 ლარი;
  • მოხდება  წარმატებული სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

განათლების სფეროში განხორციელებული ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი იქნება უფრო ხარისხიანი განათლება, უფრო უკეთესი სასკოლო ინფრასტრუქტურა და უფრო დაფასებული პედაგოგები.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სახელმწიფო გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ყველა დიდ ქალაქში და რაიონულ ცენტრში, ყველა დასახლებულ პუნქტში იქნება ინტერნეტი, გაგრძელდება ქალაქებისა და სოფლების რეაბილიტაციის პროექტები, რაც ერთის მხრივ ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალაქად და სოფლად დასაქმებისათვის, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

 

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და წარმატება უნდა აისახოს თითოეულ ოჯახზე, უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე, რასაც უზრუნველყოფს - მეტი დასაქმება, უკეთესი სოციალური დაცვის სისტემა, ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ძლიერი ქართული სოფელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

Dდარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკისKკომიტეტის

 

 

სამთავრობო პროგრამაზე

„მეტი სარგებელი ხალხს“

 

 

საქართველოს პარლამენტის Dდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისKკომიტეტმა 2012 წლის 3 ივისის სხდომაზე ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის მიერ რმოდგენილ სამთავრობო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“.

 

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლში:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედვე­ლობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავის­უფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 3 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.

6. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმო­ბით სააგენტოს უფლება აქვს:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აიღოს სესხი;

გ) დადგეს თავდებად;

დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.“.

2. მე-6 მუხლში:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სსსაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს სსსაპარტნიორო ფონდისაღმას­რულებელი დირექტორი.“;

ბ) მე-4 პუნქტი და მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

        

მუხლი 2. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.“.

 

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

“საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07-2/486; 02.07.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 ივლისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(07-3/485; 02.07.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 ივნილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ