|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #30 ქ. თბილისი 25 ივლისი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, ზ. კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა; აპარატის მუშაკები: ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე. მოწვეულები: რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)“ და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)“ /მომხ. რუსუდან კემულარია/ განიხილეს: მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ჩვეულებრივი ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ და „განსაკუთრებული ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების შესახებ. აღინიშნა, რომ 2012 წლის 24 ივლისს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 2” სასესხო ხელშეკრულებებს. პროექტი ითვალისწინებს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის (პირველი და მესამე მონაკვეთი - დაახლოებით 11 კმ) და ქ. მცხეთაში მდინარე არაგვზე ხიდის მშენებლობის დაფინანსებას. სესხის მთლიანი თანხა შეადგენს დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარს, აქედან ADB-ს მიერ დაახლოებით 16 მლნ აშშ დოლარი გამოიყო ADF (Asian Development Fund) პირობებით და 64 მლნ აშშ დოლარი OCR (Ordinary Capital Resources) პირობებით. ADF პირობები: 1) სესხის ხანგრძლივობა - 32 წელი 2) შეღავათიანი პერიოდი - 8 წელი 3) საპროცენტო განაკვეთი - წლიური 1%-ი შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ - 1.5%. OCR პირობები: 1) სესხის ხანგრძლივობა - 30 წელი 2) შეღავათიანი პერიოდი - 7 წელი 3) ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0.15% 4) საპროცენტო განაკვეთი - LIBOR + 0.60% (ფიქსირებული მარჟა) პროექტის დასრულების თარიღი : 2018 წლის 31 ივლისი პროექტის განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF). აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1). სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი დანართი 1 საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე: „ჩვეულებრივი ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ და „განსაკუთრებული ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 25 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები „ჩვეულებრივი ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ და „განსაკუთრებული ოპერაციები – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (პროექტი 2)“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე
|