ოქმი #28

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #28

 

. თბილისი                                   4 ივლისი 2012 წ.

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:               რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,     თ.შაბაშვილი, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 1.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

  

 

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

 

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 1) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2)

 

აზრი გამოთქვეს:

სამადაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                        რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში“

ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო

ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული

შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ქვეპუნქტი:

დ) მე–8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81 სააგენტოს ბიუჯეტი შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.“;

 

 

გათვალისწინებულია

 

ასახულია კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სახით და მოხდა ქვეპუნქტების შესაბამისი გადანომრვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლში:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედვე­ლობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავის­უფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

 

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 3 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.

6. სააგენტოს დებულებას ამტკიცემებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

 

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმო­ბით სააგენტოს უფლება აქვს:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აიღოს სესხი;

გ) დადგეს თავდებად;

დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი“;

 

დ)მე–8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81 სააგენტოს ბიუჯეტი შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.“;

 

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.“.

 

2. მე-6 მუხლში:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სსსაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს სსსაპარტნიორო ფონდისაღმასრულებელი დირექტორი.“;

 

ბ) მე-4 პუნქტი და მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

      

 

მუხლი 2. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.“.

 

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

“საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07-2/486; 02.07.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 4 ივლისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 
modules