სხდომის ოქმი N86

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

 

N 86                                                                                                         2012 წლის 17 აგვისტო

 

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე . მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ:

 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: . ბასიშვილი, . ფიფიაფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, . ჯანაშიაფრაქციასაქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, . თედორაძეფრაქციაძლიერი საქართველო”;

 

აფხაზეთის /ის მთავრობის წარმომადგენლები: . მელია, . ლაშხია,                                             . სილაგაძე;

 

აფხაზეთის /ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: . გვაზავათავმჯდომარე, . ხუბუათავმჯდომარის მოადგილე, . წოწონავათავმჯდომარის მოადგილე,                                           აფხაზეთის /ის უმაღლესი საბჭოს წევრები: . გასვიანი, . ქარაია;

აფხაზეთის /ის უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაკები: . კვარაცხელია, . კვიტატიანი, . მებონია, . ლეთოდიანი, . ფარფალია, . დარასელია, . გახარია,

. დანელია, . სანიკიძე, . ქარდავა, . თორდია, . ჟვანია, . ომანაძე, . კუჭუხიძე;

 

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიის წარმომადგენლები: . ანთაძე. . ბესტაევი, . სანებლიძე,

 

ტელეკომპანიაპირველი საინფორმაციო კავკასიურისთანამშრომლები:

.   ბერინაშვილი, . გაბუნია, . იაქაშვილი, . კიკაბიძე,

 

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: . ბესელია, . გვასალია, . დურმიშიძე, . ჭახრაკია.

 

 

დღის წესრიგი:

 

საპარლამენტო კომისიის ტელეპროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისპირველი კავკასიური არხისშემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმისსოჭი 2014 – ოლიმპიადა?“ დემონსტრირება

 

 

 

 

სხდომა შესავალი სიტვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე . მალაშხიამ.

    

     აღინიშნა, რომ კომისიის ტელეპროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისპირველი საინფორმაციო კავკასიური არხისშემოქმედებითმა ჯგუფმა დოკუმენტური ფილმისსოჭი 2014 – ოლიმპიადა?“ გადაღება ჯერ კიდევ ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში დაასრულა. ითქვა, რომ კომისიამ მისი პრეზენტაციისგან თავი იმ პერიოდში შეგნებულად შეიკავა, ვინაიდან ლონდონში ოლიმპიადა ჩატარდა ოლიმპიზმის ყველა ფუძემდებლური პრინციპის, ოლიმპიური ქარტიის დებულების მოთხოვნათა და საერთაშორისო ნორმების დაცვით.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა შექმნილი რუსეთში სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ოლიმპიური პრინციპების უხეშ დარღვევას.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში (რუსეთის ფედერაცია) ჩატარება იმ პირობებში, როდესაც რუსეთი დაუფარავად ახორციელებს   მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას, არის ოლიმპიური ქარტიის პრაქტიკულად 6-ვე პრინციპის უხეში დარღვევა.

კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სოჭში ოლიმპიური თამაშების გამართვის სხვა, კერძოდ: ეკოლოგიურ, უსაფრთხოების და ისტორიულ ფაქტორებზეც.

. მალაშხიამ ისაუბრა იმ საშიშროებაზე, რომელიც ემუქრება შავი ზღვის და მთლიანად კავკასიის შავიზღვისპირეთის (განსაკუთრებით აფხაზეთსა და დანარჩენ დასავლეთ საქართველოს) ეკოსისტემას. აღინიშნა, რომ რუსეთი, საქართველოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, იყენებს აფხაზეთის ტერიტორიას და ბუნებრივ რესურსებს ოლიმპიური ობიქტების მშენებლობისათვის. კერძოდ, ინტენსიურად მიმდინარეობს აფხაზეთის სანაპიროს მდინარეებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით ინერტული სამშენებლო მასალების ამოღება. ხაზი გაესვა, რომ ამგვარი ქმედება გამოიწვევს უმძიმეს ეკოლოგიურ შედეგებს. ამას ემატება ისიც, რომ 90-იანი წლებიდან ამ ტერიტორიაზე აღარ ტარდება ნაპირდაცვითი ღონისძიებები და გაძლიერებულია სანაპირო ზოლის დესტაბილიზაციის პროცესი.

უსაფრთხოების ფაქტორზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ 2007 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად არჩევის შემდეგ სოჭსა და მის მიმდებარე რაიონებში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად იქ ათეულობით ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. ხაზი გაესვა, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარება იგეგმება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მეზობლად, სადაც დღემდე არასტაბილური და ფეთქებადსაშიში სიტუაციაა.

ითქვა, რომ ქართულ მხარეს თავიდანვე მიუღებლად მიაჩნდა ოლიმპიადის ჩატარება აფხაზეთის უშუალო სიახლოვეს, სადაც მოხდაუპირატესად ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა”, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული ეუთოს ბუდაპეშტის (1994 წლის 6 დეკემბერი), ლისაბონისა (1996 წლის 2-3 დეკემბერი) და სტამბულის (1999 წლის 19 ნოემბერი) სამიტებზე. აღნიშნულ რეგიონში დღემდე არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.

აღინიშნა იმის გათვალისწინების აუცილებლობაც, რომ, ოლიმპიურ კონკურსში გამარჯვებისთანავე, სოჭი, მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, ოლიმპიადის მშვიდობიანი დედაქალაქის ნაცვლად, რუსეთმა გადააქცია ფრონტისპირა პლაცდარმად მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმისათვის. სწორედ სოჭის პლაცდარმიდან საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, 2008 წლის 1 ივნისს (2008 წლის აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე) უკანონოდ იქნა შეყვანილი .. რუსეთის რკინიგზის ჯარების ქვედანაყოფები, რომლებმაც აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე საშენი მასალების მიწოდების მომიზეზებით, აღადგინეს რკინიგზის მონაკვეთი სოჭიდან ოჩამჩირემდე. ამ აღდგენილი რკინიგზით, საყოველთაოდ დეკლარირებული, სოჭში საშენი მასალების მიწოდების ნაცვლად, იგივე სოჭის პლაცდარმიდან მოხდა ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის გადასროლა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონში. სწორედ აფხაზეთიდან შეჭრილმა რუსეთის ჯარებმა გააჩაღეს საომარი მოქმედებები დასავლეთ საქართველოში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ათობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ქართველების ეთნიკური წმენდა კოდორის ხეობაში.

ისტორიულ ფაქტორზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელდა აქ მცხოვრები ავტოქტონი ხალხების: ჩერქეზების, შაფსუების, უბიხების, ეთნიკური წმენდა და გენოციდი. რუსეთის მიერ ჩრდილო-კავკასიის დაპყრობის დროს ასეულობით ათასი ჩერქეზი მოკლეს ან ოსმალეთში გადაასახლეს. ომმა, შიმშილობამ და გადასახლებამ მთლიანად გაანადგურა ჩერქეზების მონათესავე უბიხების ეთნიკური ჯგუფი. ხაზი გაესვა, რომ ერთ დროს მრავალრიცხოვანი ჩერქეზული სუბეთნოსიშაფსუები დღეს მხოლოდ რამდენიმე ათას კაცს ითვლის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოჭში ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ გამოდის ჩერქეზული საზოგადოება, რომელიც პროტესტს გამოხატავს ასევე იმის გამო, რომ 32 მლრდ. აშშ დოლარი იხარჯება ოლიმპიური თამაშებისთვის და არაფერი კეთდება ჩერქეზული საკითხის მოსაგვარებლად და მათ მშობლიურ მიწაზე დასაბრუნებლად.

. მალაშხიამ აღნიშნა, რომ რუსეთი ჩერქეზთა გენოციდის ფაქტს ერთგვარ რიტუალურ მნიშვნელობას ანიჭებს. მეფის რუსეთმა ზარ-ზეიმით აღნიშნა კავკასიაში თავისი გამარჯვების (ფაქტობრივად კავკასიელი ხალხების ეთნიკური წმენდისა და გენოციდის 50–ე წლისთავი. ითქვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ცინიზმი კი გაცილებით უფრო შორს მიდის და 150–წლისთავის აღნიშვნა უნდა მოხდეს საერთაშორისო დონეზე სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებით.

ითქვა, რომ ზემოჩამოთვლილი არგუმენტები ადავოს ხდის 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიზანშეწონილობას და საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს ამ თამაშების სხვა ქვეყანაში გადატანის აუცილებლობას.

კომისიის თამჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად პოლიტიკასა და სპორტს შორის საერთო თითქოს არაფერია, მაგრამ რეალურად, როგორც წესი, დიქტატორულ–ავტორიტარული რეჟიმები სპორტულ ღონისძიებებს თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ.

. მალაშხიამ სხდომის დამსწრეებს შეახსენა ოლიმპიადების ბოიკოტირების არსებული პრეცედენტები, ითქვა, რომ 1936 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ გამოავლინა სათანადო ნება და დაუშვა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ნაცისტურ გერმანიაში, რამაც შემდგომში ჰიტლერს ხელფეხი გაუხსნა საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გასატარებლად.

               ითქვა, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად ბოიკოტს ადგილი ჰქონდა 1956 წლის მელბურნის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. უნგრეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ მრავალი დასავლეთ ევროპული ქვეყნის პროტესტი გამოიწვია და სამმა მათგანმა _ ესპანეთმა, შვეიცარიამ და ნიდერლანდებმა უარი განაცხადა ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაზე.

1972 წელს ბევრი აფრიკული ქვეყანა ბოიკოტით დაემუქრა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, თუ ის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან არ მოხსნიდა სამხრეთ აფრიკასა და როდეზიას მათი რასისტული პოლიტიკური რეჟიმების გამო. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააკმაყოფილა აფრიკული ქვეყნების მოთხოვნა.

1976 წელს აფრიკულმა ქვეყნებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსთხოვეს ახალი ზელანდიის არდაშვება მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რადგან ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა შეხვედრები გამართა აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში. ოლიმპიურმა კომიტეტის მიერ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილა იმ მოტივით, რომ რაგბი არ იყო ოლიმპიური თამაშების სახეობა. შედეგად 22-მა აფრიკულმა ქვეყანამ უარი თქვა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

ისტორიაში ბოიკოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემთხვევა მოხდა 1980 წელს მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს, 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციის დაგმობის მიზნით და საბჭოთა კავშირის აგრესიის შესაჩერებლად 67-მა სახელმწიფომ განაცხადა უარი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რამაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 80-მდე შეამცირა.

ხაზი გაესვა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების ძირითადი მიზეზი იყო ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სუვერენულ სახელმწიფოში სამხედრო ინტერვენცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურია. ასე რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი სერიოზულ აქტუალობას იძენს.

. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ პროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში უკვე მთლიანად დასრულდა მუშაობა 3 ფილმზე, მეოთხე ფილმი დასრულების სტადიაშია და თვის ბოლოსთვის მზად იქნება. მეხუთე ფილმი ეძღვნება საკუთრივ რუსეთის პრობლემებს, მასში აისახება ის, თუ რა მოუტანა თვით რუს ხალხს გასაბჭოებამ და ხელისუფლების შემდგომმა უგუნურმა აგრესიულმა პოლიტიკამ. დანარჩენ ფილმებში საუბარი იქნება მხოლოდ კავკასიის პრობლემებზე, ეს ფილმები მიეძღვნება რუსეთის იმპერიის, შემდგომ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებების დამოკიდებულებას კავკასიის მიმართ, საუბარი იქნება ზოგად კავკასიურ კონტექსტზე, კავკასიელთა ერთიანობაზე, მათ პრინციპებსა და პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ეს ფილმები დასრულდება წლის ბოლოს.

. მალაშხიამ აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმისსოჭი 2014 – ოლიმპიადა?“ ქართული, რუსული და ინგლისური ერსიები უკვე მზადაა. უახლოეს დღეებში დასრულდება მუშაობა მის თურქულ ვერსიაზ, რაც მეტად მნიშვნელოვანია, თურქეთში ჩერქეზთა დიასპორის მრავალრიცხოვნობის გათვალისწინებით. ითქვა, რომ ფილმის რუსული და ინგლისური ვერსიები დახურულ ჩვენებაზე უკვე ნახეს საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა და მას საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფილმის ინტერნეტ სივრცეში გასავრცლებლად.

კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, რუსეთის საპასუხო რეაქციასა და 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიაზე. საუბარი შეეხო ამ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირებას. ითქვა, რომ პერსპექტივაში დეოკუპაციის პროცესი შეუქცევადი გახდება და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

სხდომის მონაწილეებს უჩვენეს ნაწყვეტები საპარლამენტო კომისიის ტელეპროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისპირველი საინფორმაციო კავკასიური არხისშემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდანსოჭი 2014 – ოლიმპიადა?”.

 

 

აზრი გამოთქვეს: . ვაზავამ, . იაქაშვილმა.

 

სხდომამ გადაწყვიტა:

 

  1. 1.ცნობად იქნეს მიღებული:

 

) რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისპირველი კავკასიური არხისშემოქმედებითმა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა საპარლამენტო კომისიის ტელეპროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში დოკუმენტური ფილმისსოჭი 2014 – ოლიმპიადა?“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ვერსიებზე და ერთი კვირის ვადაში დასრულდება მუშაობა ფილმის თურქულ ვეერსიაზე.

 

) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის . მალაშხიას განცხადება, რომ ტელეპროექტისჩვენ, კავკასიელებიფარგლებში გათვალისწინებულ თორმეტივე ფილმზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე:                                                   . მალაშხია

 

 

კომისიის მდივანი:                                                            . ფიფია

 

 
modules