საერთაშორისო პროექტები

ipip1განვითარების სტადიაზე მყოფი ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, დემოკრატიული პრინციპებისადმი მხარდაჭერა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ საკანონმდებლო შტოს რეფორმა ძალზედ მნიშვნელოვანია. რეფორმების პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გამიზნული და მისი ამოცანაა პარლამენტის წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების გაძლიერება და დახვეწა.

საქართველოს პარლამენტი რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მარტო არ არის, ამის დასტურია მთელი რიგი საერთაშორისო დონორი პროექტებისა, რომელთა საშუალებით წლების მანძილზე საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას აღნიშნული მიმართულებით.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში ხორციელდება რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი, რომლებიც ემსახურებიან საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

ipip3საქმიანობათა ურთიერთგადაფარვის თავიდან აცილების მიზნით 2006 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის და საქართველოში ეუთოს მისიის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა დონორთა მაკოორდინირებელი მექანიზმი – საპარლამენტო რეფორმების ცენტრი, რომლის  მეთვალყურეობასაც ახორციელებდა პარლამენტის ხელმძღვანელობა. 2009 წლიდან კი ცენტრის ფუნქციები სრულად შეითავსა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა.

მიუხედავად გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, ჯერ კიდევ რჩება საპარლამენტო საქმიანობის ისეთი მიმართულებები, რომლებიც საჭიროებენ განვითარებასა და გაძლიერებას. მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული ახალი საპარლამენტო პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს პარლამენტის ძლიერ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში.