|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
|
Thursday, 31 May 2012 18:35 |
|
კოლხეთის ეროვნული პარკი და ის ტერიტორია, სადაც ეკონომიკური აქტივობის განხორციელება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა იქნება დასაშვები, ერთმანეთისგან გაიმიჯნება. აღნიშნული ცვლილება "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტში შედის. ცვლილების თანახმად, ხდება კოლხეთის დაცული ტერიტორიების კოორდინატების დაზუსტება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.
|