| პარლამენტის პლენარული სხდომა |
| Monday, 28 May 2012 08:33 |
|
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის პირველ ნახევარში დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხები განიხილეს, რომლებსაც დღის მეორე ნახევარში უყარეს კენჭი. კანპონპროექტების უმრავლესობა მეორე და მესამე მოსმენით იყო წარმოდგენილი. პლენარულ სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ზვიად კუკავამ მეორე მოსემნით წარმოადგინა. კანონპროექტის თანახმად, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი – თავმჯდომარის ბრძანება. ზვიად კუკავამ ასევე მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”. მისი განმარტებით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა კომიტეტების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობდა და დღეისათვის შეჯერებული ვერსიაა წარმოდგენილი. ზვიად კუკავას განცხადებით კანონპროექტის მიზანს ინტერნეტ სივრცეში საჯარო და კერძო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა წარმოადგენს, ისე რომ არ დაირღვეს ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი. პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს. მათ შორის იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაალ გამცემლიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის თანახმად კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში (პალიასტომის ტბაზე) კონკრეტული საქმიანობების განხორციელების მიზნით (თიბვა, თევზჭერა, საშეშე მერქნის დამზადება) 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება დასაშვები გახდება შიდა წვის ძრავიანი ნავებით. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კანომდებლებს "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით გააცნო.
საქართველოს კანონის პროექტი "საკონსულო საქმიანობის შესახებ” გია ხუროშვილმა ასევე პირველი მოსმენით წარმოადგინა. კანონპროექტით რეგულირდება საკონსულო დაწესებულებებისა და საკონსულო თანამდებობის პირების საქმიანობა, და საკონსულო ფუნქციები. "ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს მიუხედავად სტატუსისა ექნება შესაძლებლობა მიმართოს საკონსულოებს და მიიღოს ნებისმიერი დახმარება სამართლებრი საკითხეთან დაკავშირებით," - განაცხადა გია ხუროშვილმა. "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც ოჯახში ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა ქარმაოდგინა. მისი განმართებით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა სამით იზრდება და ნაცვლად 12 -ისა 15 ხდება. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე” პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლება ეძლევა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების, უწყებრივი ჯილდოების და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში. შესაბამისი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონმდებლებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა. პარლამენტი საზეიმო სხდომას ხვალ ქუთაისში 17 საათზე გამართავს. |
| Last Updated on Thursday, 28 June 2012 18:58 |






