საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა
Friday, 25 May 2012 17:20

0may7პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს და მიიღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხმოცამდე კანონპროექტის განხილვა. საპროცედურო საკითთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა ბიუროს კომიტეტის დასკვნა წარუდგინა, რომელიც არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების ნიმუში გადაეცემა და ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცემა, რასაც ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

 
modules