აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 25 მაისი 2012 12:41

0may11თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობისათვის დამატებითი ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით, ცვლილება შედის "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონპროექტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარადგინა.

"ინვესტორს, თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით, მისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უფლება ეძლევა მიმართოს შესაბამის კომისიას და წარუდგინოს მას შემოთავაზებული საინვესტიციო თანხის არანაკლებ, 10%-ის ოდენობის, საბანკო გარანტია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე იმსჯელებს და სახელმწიფოს მიერ საშეღავათო პირობების გავრცელების საკითხზე გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილი კომისია მიიღებს", – განაცხადა მომხსენებელმა. ამავე კანონპროექტის თანახმად, ინვესტორს კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები გაუუქმდება.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნული პროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 
modules