საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
Thursday, 24 May 2012 20:31

0may12საქართველოს პარლამენტმა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე, რომელიც პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიხსნა, წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია "იუნიონის" წევრთა ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი ნივთები. ორგანიზაცია მარნეულშია დაფუძნებული, და ძირითადად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აერთიანებს.

გამოფენა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მომავალი დღესასწაული მიულოცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ.

0may13"გამოფენაზე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზებაიჯანელი ახალგაზრდების ისეთი ნამუშევრებია წარმოდგენილი, რითაც მათ სურთ დაადასტურონ თავიანთი იდენტობა საქართველოსთან. ამით ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ. იმავდროულად ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს სურვილი, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი ჩართული იყოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

ამიტომაც დღევანდელი დღე არის ნიშანი და სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ერი და ყველას სურვილია, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. ამიტომ ასე სიმბოლურად აღვნიშნავთ ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც", – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მან კომიტეტის სახელით ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთობის 0may14განმტკიცებას, მათ დაახლოებას დიდად უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ჩვენი ერთიანი სამშობლოს წინსვლის საწინდარია.

0may15

 
modules