საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს, ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა
ორშაბათი, 30 აპრილი 2012 19:21

0april1საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ლიტვის ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პერიოდში. აღნიშნული განცხადება ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა ლიტვის მთავრობის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.

დავით ბაქრაძემ ლიტველ სტუმარს საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გააცნო და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

0april2
აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს უწევს. თავის მხრივ, შეხვედრაზე ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ლიტვა მზად არის საკუთარი გამოცდილება საქართველოს სიამოვნებით გაუზიაროს.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში იგი თავის ქართველ კოლეგას, ნიკა გილაურსაც შეხვდა.

0april3

 
modules