საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრები მიიღო
Monday, 30 April 2012 19:01

0april4ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის წევრები დღეს საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ლიტვის სეიმის წევრები საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ვიცე–სპიკერმა, ერიკას ტამაშაუსკამ აღნიშნა, საქართველოში იმ წარმატებული რეფორმების გასაცნობად ჩამოვიდნენ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

0april5მისივე თქმით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირისკენ.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმში გაწერილია ყველა ის პროექტი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში იმუშავებს.

შეხვედრაში, რომელიც აღნიშნულ კომიტეტებს შორის გაიმართა, მონაწილე მხარეებმა ერთობლივი საქმიანობის საკითხები განიხილეს. კომიტეტებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.

საქართველოს პარლამენტისა და ლიტვის სეიმის წევრები გამოცდილების ურთიერთგაცვლაზე შეთანხმდნენ.

0april6პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიტაუტას კურპუვესას შეხვდა.

ვახტანგ ბალავაძის განმარტებით, ლიტვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

"ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პროექტებს. პროექტები ორი კომიტეტის ერთობლივი მუშაობით განხორციელდება", – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

0april7მისივე თქმით, დღეს ლიტვისა და საქართველოს მუნიციპალიტეტები ერთობლივ კონფერენციას მართავენ, სადაც მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

"დღეს გავეცანით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის გეგმებს, რომელიც თვითმმართველობის გაფართოებას ითვალისწინებს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონების შესაფასებლად, კანონმდებლობის გაცვლაზე შევთანხმდით", – აღნიშნა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ვიცე–სპიკერმა, ერიკას ტამაშაუსკამ.

ლიტვის სეიმის დელეგაცია საქართველოში კიდევ 2 დღით გააგძელებს ვიზიტს.

 
modules