პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა ქალაქ მცხეთაში
პარასკევი, 27 აპრილი 2012 19:13

0april28გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მცხეთის რაიონში გასვლითი სხდომა გამართა. სოფელ ნიჩბისის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კომიტეტის წევრებმა სატყეო რესურსებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სოფლისთვის უმთავრესი პრობლემა გაზიფიკაციაა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის ერთადერთ საშუალებას ხე-ტყე წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, კომიტეტის საქმიანობის უშუალო პროფილი ბუნებრივი რესურსების დაცვა და ზრუნვაა, ამიტომ სოფლის გაზიფიცირების საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს რაიონის სატყეო რესურსით უზრუნველყოფას. მან სოფლის მოსახლეობას ქმედითი დახმარება აღუთქვა და მიმდინარე წლის ბოლომდე გაზიფიცირების სამუშაოების დაწყების პირობაც მისცა.

კომიტეტის სხდომაზე მცხეთის რაიონის სოფელი ძეგვის დამეწყრილი ზონების საკითხიც განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, აუცილებელია მოხდეს დამეწყრილი 0april29ზონების შესწავლა და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

კომიტეტის გასვლით სხდომას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 
modules