|
ანზორ ბოლქვაძე პრესტიჟული თურქული უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა |
|
პარასკევი, 27 აპრილი 2012 15:19 |
|
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ ბოლქვაძემ შუახევისა და ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ელგუჯა მაკარაძესა და ოთარ ხინიკაძესთან ერთად თურქეთის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ბაჩეშეჰირის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღო.
უნივერსიტეტის თანამფლობელმა ქენან თორლაქმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნით. მისი თქმით, ბაჩეშეჰირის უნივერსიტეტის მთავარი დევიზია სტუდენტებისთვის საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლების მიცემა. იქ სწვლა ამერიკული პროგრამით ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტს მთავარი ფილიალი ამერიკაში, ვაშინგტონში აქვს.
უნივერსიტეტის რექტორმა, შენაი იალჩინმა განაცხადა, რომ ქართული მხარისგან დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თურქულ უნივერსიტეტში 50%–იანი ფასაკლებით ისწავლიან, ხოლო 1 სტუდენტს უმაღლეს განათლებას უფასოდ მისცემენ.
ანზორ ბოლქვაძემ სტუმრებს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობების მაღალი დონის განათლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ხორციელდება განათლების სისტემის რეფორმა. |