ანზორ ბოლქვაძემ გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა
ოთხშაბათი, 25 აპრილი 2012 19:41

0april34პარლამენტის თავმჯდომარის მიადგილე ანზორ ბოლქვაძე ხულო–ადიგენის გზის თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო. "ამ გზაზე მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც აჭარის, ასევე სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისთვის. ამიტომ, საგზაო სამუშაოებში ჩართულ სპეციალისტებს ვთხოვ ძალები არ დაიშურონ, რათა გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტომობილმა უმოკლეს დროში შეძლოს", – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ საგზაო კომპანიის თანამშრომლებთან საუბრისას.

ხულო–ადიგენის გზის დაახლოებით 15–კილომეტრიანი მონაკვეთი გასული წლის ნოემბერში ჩაიკეტა. უღელტეხილზე თოვლის საფარმა 4 მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის გოდერძზე უკვე აღდგენილია მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. ხვალისთვის გზა მსუბუქი ავტომობილებისთვისაც გაიხსნება.

 
modules