ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის შეხვედრა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 25 აპრილი 2012 18:48

0april35პარლამენტის ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დღეს პარლამენტში სკოლამდელ დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განმარტებით, აღნიშნულ კვლევები ნათლად წარმოაჩენს ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად. მისივე თქმით, ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და შემდგომში მისი ოპტიმალური განვითარებისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილის, ნადა მარასოვიჩის შეფასებით, საბავშვო ბაღებში ჰიგიენური ქცევის კუთხით კვლევამ პოზიტიური შედეგები 0april36გამოავლინა.

"თუმცა ინფრასტრუქტურა ტანდარტებთან რომ შესაბამისობაში მოვიდეს, გაუმჯობესებას საჭიროებს", - განაცხადა ნადა მარასოვიჩმა. გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ყუფარაძის განცხადებით, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ეროვნული კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა. კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 1277 ბაღიდან 554 ბაღი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მასშტაბით თითო აღმზრდელზე 22 ბავშვი მოდის, რომელიც საქართველოში არსებულ ნორმას სრულიად შეესაბამება.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელშიც ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსის წევრებთან ერთად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური 0april37დაცვის სამინისტროს, საბავშვო ბაღების გაერთიანებების, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.