პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხონის რაიონში იმყოფებოდა
Wednesday, 25 April 2012 18:28

0april38პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ბაქრაძე დღეს ქალაქ ხონის მოსახლეობას შეხვდა და ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ხონის რაიონში გეგმავს. უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება ქალაქ ხონში საშუალო წნევის გაზსადენის ქსელის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო დავით ბაქრაძე. როგორც ცნობილი გახდა, ამ გაზსადენის საშუალებით მოსახლეობა უკვე შეძლებს ბუნებრივი აირის მიღებას. "ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს და უშუალოდ მოისმინოს ის პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ერთად ვიმსჯელოთ რა კეთდება და პრობლემების მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

0april39პარლამენტის თავმჯდომარემ ხონელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დავით ბაქრაძემ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და ექვს წლამდე ბავშვი უფასო სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებს.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გასამარტივებლად ყველა რეგიონში ადგილობრივი მედიაციის სამსახური იქმნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დასაქმებისა და განათლების საკითხებზე. მისი განცხადებით, ხონის რაიონის სკოლები, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, გარემონტდება და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.

0april40მისი განმარტებით, ქვეყანაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება, რაც ადგილობრივ წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. "გრძელდება ინფრასტრუქტურული პროეტები. მიმდინარეობს გაზიფიკაცია და წყლის სათავე ნაგებობების რიაბილიტაცია, მაგრამ ბუნებრივია, არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელსაც ჩვენ უახლოესი წლების მანძილზე აუცილებლად მოვაგვარებთ. მივხედავთ სოფლის მეურნეობას, შემოვიყვანთ ახალ ტრაქტორებსა და მექანიზაციის საშუალებებს, გავაგრძელებთ სოციალური დახმარებებისა და პენსიების ზრდას. ასევე გავაგრძელებთ მოსახლეობის გადასამზადებას პროფესიულ ცენტრებში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასაქმება"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქალაქ ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ მათხოჯში ჩავიდა, სადაც მდინარე ცხენისწყალზე სარწყავი წყლის სათავე–0april41ნაგებობაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ პროექტისათვის 171 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც სათავე ნაგებობა სარწყავი წყლით ხონის რაიონის ყველა სოფელსა და სამტრედიის რაიონის სოფლების ნაწილს მოამარაგებს.

შეკრებილმა საზოგადოებამ, თავის მხრივ, რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული საქმიანობისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა. ხონის რაიონის სოფელი მათხოჯის მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს მთელი სოფლის სახელით ლეიკემიით დაავადებული 4 წლის ბავშვის გადასარჩენად დახმარება სთხოვეს. დავით ბაქრაძემ აღუთქვა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დღესვე საქმის კურსში ჩააყენებს და ყველა შესაძლო ღონისძიებას მიმართავენ ბავშვის გადასარჩენად.

0april42ხონში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარე ხონის XI-XII საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარში ხონი–სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტთან მეუფე საბასთან ერთად მივიდა, რომელმაც დავით ბაქრაძეს წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.

0april430april44

 
modules