აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
Saturday, 31 March 2012 18:07

3georgian1აგრარულ საკითხთა კომიტეტი გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. კომიტეტის გასვლითი სხდომა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე კობახიძემ წარმოადგინა.

მინისტრის მოადგილემ რეგიონისთვის პრობლემატურ საკითხებზე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ამერიკული თეთრი პეპელის წინააღმდეგ პრევენციული სამუშაოები მიმდინარე წელს მეტი ინტენსივობით ჩატარდება. კონსტანტინე კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის წლევანდელი ბიუჯეტი 3-ჯერ არის გაზრდილი და იგი 1.2 მლნ. ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, სამინისტრომ შესაწამლი ნივთიერებები და შესაბამისი აპარატურა უკვე შეიძინა და მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა.

3georgian2კონსტანტინე კობახიძემ მექანიზაციის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ოზურგეთში მექანიზაციის სერვის-ცენტრი გაიხსნება, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნიკის ნაწილი თავისი აგრეგატებით უკვე ჩამოსულია თბილისში და რეგიონებში მათი დარიგება ეტაპობრივად მოხდება. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს მიწის დამუშავებითი სამუშაოები ფერმერებს წინა წელთან შედარებით უფრო დაბალ ფასად შეეძლებათ და მას შ.პ.ს. "მექანიზატორი" განახორციელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, გია გოგუაძე კომბაინებით უზრუნველყოფის საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ კომბაინების დეფიციტი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაგეგმილია 100 მულტიფუნქციური კომბაინის შემოყვანა, რომლებიც რეგიონებს სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ გადაეცემათ.

3georgian3ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამართულ სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ციტრუსების საკითხეზეც ისაუბრა. ციტრუსის მეურნეობის განვითარების მიზნით გურიაში ახალი ჯიშების სადემონსტრაციო კუთხე მოეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარი სურვლით შეარჩიოს ის ციტრუსის ჯიში, რომელიც მისთვის მეტ კომერციულ მოგებას მოიტანს.

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმოამადგენლების შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტულ კითხვებზე ამომწურავად ისაუბრა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრები და მინისტრის მოადგილე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მოსახლეობას შეხვდნენ. გია გოგუაძემ და კონსტანტინე კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონის ფერმერებისთვის გეგმავს. სოფლის მოსახლეობამ ტყით სარგებლობისთვის და ადგილობრივი არხის გაწმენდის დახმარების საკითხები დააყენა, რომლებზეც ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატისგან კონკრეტული წინადადებები მოისმინა.

3georgian43georgian53georgian6

Last Updated on Thursday, 21 June 2012 17:53
 
modules