გარემოს დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
Friday, 30 March 2012 17:44

3georgian7დღეს პარლამენტში "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" და "გარემოს დაცვის შესახებ კანონში" შესული ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, "დედამიწის მეგობრების" ინიციატივით გამართულ გარემოს დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცვლილების თანახმად, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. "კანონპროექტით გათვალისწინებული შეთანხმება ფორმდება არა სამომავლო, არამედ წარსულ პერიოდზე. შესაბამისად შეთანხმება გავრცელდება არა პირის მიერ მომავალში განხორციელებულ ქმედებებზე, არამედ მის მიერ წარსულში განხორციელებულ ქმედებებზე",- განმარტა ნინო ენუქიძემ.

 
modules