ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა | Print |
Thursday, 29 March 2012 19:16

3georgian11ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო პარლამენტს სთავაზობს.

საკანონმდებლო წინადადება დღეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომლის მუშაობაშიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ თოიძე, საბჭოს წევრი ორგანიზაციების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რელევანტური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქიატრიული დაწესებულებების მენეჯერები, სერვისის მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება ფსიქიატრიული ჯანდაცვის სისტემის სახელმწიფო კონტროლის სფეროში. საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებზე და მის შესაძლო 3georgian12ეფექტებზე საკუთარი მოსაზრებები სხდომის მონაწილეებმა გამოთქვეს. დისკუსია გაიმართა პაციენტთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე. საკანონმდებლო ინიციატივა გადაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რომლებიც განიხილავენ და საკუთარ შენიშვნებს მიაწვდიან ინიციატორებს, რის შემდეგაც პროექტი პარლამენტს გადაეცემა განსახილველად.