ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
ხუთშაბათი, 29 მარტი 2012 17:50

3georgian8პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყო, რომლის ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხოლო პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერაა ინიცირებული.პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყო, რომლის ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხოლო პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერაა ინიცირებული.

პროექტი არეგულირებს პოლიტიკური პარტიის ფინანსებთან, შემოწირულობებთან, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან და ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3georgian9პროექტით ახლებურად განისაზღვრება შემოწირულობის ცნება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებები აფართოებს შემოწირულობის ცნებას და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ იმ ფულად სახრებს თუ მატერიალურ რესურსს, რომელსაც უშუალოდ მიიღებს პოლიტიკური პარტია, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც პირი აღნიშნულ რესურსს კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერად გასწევს სხვა ფორმით. შემოთავაზებული რეგულაციებით სუბიექტი, რომელიც გამოხატავს მის მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური ძალის მისამართით ან ამისკენ მოუწოდებს სხვა პირებს, თუმცა, სახეზე არ არის ფინანსური თუ მატერიალური რესურსის ხარჯვის კომპონენტი, არ ექცევა დადგენილი რეგულირებების ფარგლებში.

კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს: საარჩევნო სუბიექტისთვის დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების ახლებურ რეგულირებას და ახალი ნორმის – მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატისთვის დადგენილი ხარჯის ლიმიტის დადგენას; მნიშვნელოვნად ავიწროებს იმ სუბიექტების წრეს, რომლებიც თავისი არსით ხვდებიან პარტიის დეფინიციაში და რომელთა მიმართ უნდა 3georgian10გავრცელდეს პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები. პროექტი ადგენს უკანონო შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში კონტროლის პალატის ვალდებულებებს, პარტიისა და სხვა პირებისთვის დადგენილი სანქციების შემცირების საკითხებს და სხვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ცალკეულ მუხლებთან დაკაშირებით კომიტეტს აქვს განსხვავებული მოსაზრებები, რომელთა ირგვლივ კონსულტაციები გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ კანონი უცვლელი რჩება, მაგრამ ფორმულირებები ზუსტდება ისე, რომ ამა თუ იმ ნორმის სხვადასხვაგვარი წაკითხვა გამოირიცხოს. "მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასამთავრობოებთან ერთად შევთანხმდით ძირითად არსზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას კვლავ დარჩება ვალდებულება თავისი ფინანსები, თავისი ხარჯები გახადოს საჯარო, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც კანონისთვის გვერდის ავლას ითვალისწინებს დასჯილი იქნება კანონში არსებული ნორმების შესაბამისად", –აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები შეიმუშავეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისათვის".

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას ინიციატივა "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის საფუძველზე პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხებს.

აღნიშნული პროექტების განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დამოუკიდებელ რეჟიმში კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა.

პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხების ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტით ცვლილება შედის "იარაღის შესახებ" კანონში, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღების რეგისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. პნევმატური იარაღების პარამეტრებს დაამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ პირებს მიეცემათ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღების და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება.

პროექტი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების საგენტოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. კერძოდ, კოდექსის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რეგისტრაციის გარეშე პნევმატური იარაღის ტარების და დასახლებულ ადგილებში პნევმატური იარაღიდან სროლის, აგრეთვე ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მის კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ორგანიზაცია შეიქმნება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მომსენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის–საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ".

პროექტი ითვალისწინებს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნას, მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, სამართლებრივი ფორმის, უფლებამოსილებების და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის კოორდინირებული მიწოდება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ცვლილება შედის "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში, რომელიც ახალი ნებართვის სახის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის თანხმად, აზარტული თამაშობის გამართვა შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში, ასევე აზარტულ კლუბში. კანონპროექტი არეგულირებას აზარტულ კლუბთან, აზარტული კლუბის მოწყობასთან, კლუბის მაგიდასთან, ასევე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. პროექტი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეს და ასევე აზარტული კლუბის თამაშობებში მონაწილეობისთვის.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

 
modules