|
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 28 თებერვალი 2012 14:50 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტს დღეიდან თავმჯდომარის ახალი მოადგილე ეყოლება. უმცირესობის კვოტით განსაზღვრულ ამ ადგილს ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ახალი წარმომადგენელი, აგრარული კომიტეტის ახალი წევრი, რატი მაისურაძე დაიკავებს, რომელიც ფრაქციაშიც და კომიტეტშიც რომან მარსაგიშვილის ფრაქციიდან გასვლის შემდეგ გაერთიანდა. თავმჯდომარის მოადგილის ახალ კანდიდატურას კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2012 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა წარმოადგინა. მან დეტალურად ისაუბრა მომავალი ოთხი თვის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა–ამოქმედებას. მომხსენებელმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესის შესახებ ისაუბრა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა. |