პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრიდონ თოდუამ და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აზერ ჰუსეინმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
Friday, 20 January 2012 17:28

1georgian8ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების 22 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრიდონ თოდუამ და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აზერ ჰუსეინმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩსა და მის თანმხლებ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

"დღევანდელი დღე ძალზედ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიაში. 1990 წლის 20 იანვარს რუსეთის იმპერიის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას 134 ადამიანი შეეწირა. 1989 წელს კი ანალოგიური ტრაგიკული მოვლენები თბილისშიც განვითარდა. ეს ამბები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ისტორიული მომენტი და გამოწვევა აკავშირებს", - განაცხადა აზერბაიჯანის 1georgian9რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ოთარ თოიძემ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი ღონისძიებისთვის და პარლამენტში გულთბილი მიღებისთვის. მისი განცხადებით, ორ მეზობელ ქვეყანას ერთმანეთთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და ასევე საერთო განვითარების ხედვა და თანამშრომლობა აერთიანებს.

1990 წლის 20 იანვარს ბაქოში 134 დაღუპულ ადამიანს შორის 6 საქართველოს მოქალაქე იყო.

1georgian101georgian121georgian11

 
modules