ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრთა შეხვედრა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულ წევრებთან | ბეჭდვა |
პარასკევი, 20 იანვარი 2012 16:00

1georgian13კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი "თანადგომა" მოითხოვს, სახელმწიფომ დაამთავროს დაწყებული სახლების მშენებლობა და ბინები მის კანონიერ მფლობელებს გადასცეს. ამის შესახებ განცხადება დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა და საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრების შეხვედრაზე გაკეთდა.

დაახლოებით ოცდახუთი წელია კოოპერატიული ობიექტების მშენებლობა შეჩერებულია და მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს მშენებლობის თანხა მთლიანად დაფარული აქვთ, დღემდე უბინაოდ რჩებიან. მათ თხოვნით მიმართეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს, რომ უშუამდგომლოს ყველა სათანადო ორგანოსთან, რათა სახელმწიფომ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შიდა ვალში აიღო ამ პრობლემის მოგვარება, შეასრულოს დანაპირები და საჭირო 15 მილიონი ლარი გამოყოს მშენებლობების დასასრულებლად. ამით მრავალ ოჯახს საკუთარ ბინებში შესახლების საშუალება მიეცემა.

1georgian14