საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა პროექტის – "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა" – მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა | Print |
Wednesday, 18 January 2012 18:02

1georgian15საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გამართული პროექტის – "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა" – მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

პროექტი "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა" ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

რუსუდან კერვალიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იგი არის პროგრესულად განვითარებადი სახელმწიფოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და გაძლიერების წინაპირობა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, კერძოდ, აღნიშნული კანონის 30–ე მუხლს დაემატა 71პუნქტი, რის მიხედვითაც განისაზღვრა 1georgian16ბიუჯეტიდან დამატებით წამახალისებელი დაფინანსების პირობები.

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.