სხდომის ოქმი N3

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის

ქმი N3

                                                                    31 ოქტომბერი 2012.

12:00 საათი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ირინე იმერლიშვილი, მალხაზ წერეთელი, ზურაბ ტყემალაძე, შალვა კიკნაველიძე, ბიძინა გუჯაბიძე, ხათუნა გოგორიშვილი, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე.

 

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

  1. 1.ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ რეგისტრაცია.
  2. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ კბილაშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
  3. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა ნაცვლიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
  4. 4.საქართველოს პარლამენტის წევრის გელა ხვედელიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
  5. 5.საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტების განსაზღვრა.
  6. 6.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტების განსაზღვრა.

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

კომიტეტის თავმჯდომარემ განსახილველად წამოაყენა ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ რეგისტრაციის საკითხი.

                          კომიტეტის წევრების მხრიდან არ გამოთქმულა შენიშვნები.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): მოხდეს ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ რეგისტრაცია.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ კბილაშვილისთვის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, აღნიშნული პირის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): პარლამენტის წევრს არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ კბილაშვილისთვის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, აღნიშნული პირის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): პარლამენტის წევრს არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა ნაცვლიშვილისთვის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, აღნიშნული პირის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): პარლამენტის წევრს ლაშა ნაცვლიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის წევრის გელა ხვედელიძისთვის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, აღნიშნული პირის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): პარლამენტის წევრს გელა ხვედელიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

 

კომიტეტის სხდომაზე სტუმრის სტატუსით დამსწრე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, აკაკი მინაშვილის მოთხოვნით დღის წესრიგის მეხუთე (საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტების განსაზღვრა) საკითხის განხილვა გადაიდო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომი პერიოდისთვის, ხოლო დღის წესრიგის მეექვსე (საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტების განსაზღვრა) საკითხის განხილვა კი პარლამენტის ბიუროს მიერ ფრაქციის რეგისტრაციის შემდგომი პერიოდისთვის.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                         ირინე იმერლიშვილი

 

 

   კომიტეტის აპარატის                                               დავით ჯინჯოლავა

   უფროსის მოვალეობის

   შემსრულებელი

 

 

 

 
modules