სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 

პირველი საორგანიზაციო სხდომის

 ოქმი N1

                                                                    22 ოქტომბერი 2012.

13:00 საათი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ირინე იმერლიშვილი, მალხაზ წერეთელი, კარლო კოპალიანი, ზურაბ ტყემალაძე, შალვა კიკნაველიძე, ბიძინა გუჯაბიძე, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით საყვარელიძე, შოთა მალაშხია, აკაკი ბობოხიძე, გურამ მისაბიშვილი.

 

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

  1. 1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;

 

  1. 2.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების შემუშავება

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა)

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

კომიტეტის თამჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 39–ე       მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელა მალხაზ წერეთლის კანდიდატურა, მალხაზ წერეთელი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერთხმად იქნა არჩეული.

საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა კარლო კოპალიანის კანდიდატურა. კარლო კოპალიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 12 წევრიდან 11-მა.

 

საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა დავით საყვარელიძის კანდიდატურა. დავით საყვარელიძე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად იქნა არჩეული.

 

კომიტეტის წევრების მიერ სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით (კომიტეტის დებულების შემუშავება)

 

მოისმინეს:  ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობაზე, უფლებამოსილებებზე, ფუნქციებზე და კომიტეტის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილ საკითხებზე.

მოისმინეს: კომიტეტის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის წინადადება რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კომიტეტის დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე, რაც უკავშირდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრის შემდგომი გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობის განახორციელებას. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმნენ კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტის ბიუროს.

/კომიტეტის დებულების პროექტი თან ერთვის/

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                        ირინე იმერლიშვილი

 

 

   კომიტეტის აპარატის                                             დავით ჯინჯოლავა

   უფროსის მოვალეობის

   შემსრულებელი

 

 
modules