სხდომის ოქმი N2

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  სხდომის

 ოქმი N2

                                                                    25 ოქტომბერი 2012.

16:00 საათი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ირინე იმერლიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით საყვარელიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი.

 

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების: კახა კალაძის, ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანის, მირიანე ოდიშარიას, მაია ფანჯიკიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ნოდარ ხადურის, სოზარ სუბარის, ალექსანდრე პეტრიაშვილის, პაატა ზაქარეიშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

 

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით 

 

მოისმინეს:        ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია.

კომიტეტის თავმჯდომარემ განსახილველად წამოაყენა პარლამენტის შემდეგი წევრების: კახა კალაძის, ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანის, მირიანე ოდიშარიას, მაია ფანჯიკიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ნოდარ ხადურის, სოზარ სუბარის, ალექსანდრე პეტრიაშვილის, პაატა ზაქარეიშვილისათვის, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, აღნიშნული პირების პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

                         

                                  კომიტეტის წევრების მხრიდან არ გამოთქმულა შენიშვნები.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): პარლამენტის წევრებს: კახა კალაძეს, ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანს, მირიანე ოდიშარიას, მაია ფანჯიკიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, ნოდარ ხადურს, სოზარ სუბარს, ალექსანდრე პეტრიაშვილს, პაატა ზაქარეიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                         ირინე იმერლიშვილი

 

 

   კომიტეტის აპარატის                                               დავით ჯინჯოლავა

   უფროსის მოვალეობის

   შემსრულებელი

 

 

 
modules