|
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.07.2012 სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06/001/016009) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს.“. 2. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმცირესობას. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.“. 3. ამოღებულ იქნას 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 4. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დროებით კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს.“. 5. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმცირესობას. თუ დროებითი კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში’’ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი. ამასთან, დროებით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ეფექტურობისა და საპარლამენტო უმცირესობის როლის გაზრდა. კონკრეტულად საკითხი შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საგამოძიებო კომისიის ეფექტურ მუშაობას. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად იცვლება რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 75-ე მუხლის მე-2 პუქტი. საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა წარადგინოს კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურები. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის დასახელების უფლება აქვს რამოდენიმე საპარლამენტო სუბიექტს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასაც. საპარლამენტო მუშაობის გასაძლიერებლად და უმცირესობის უფლებების გასაზრდელად მიზანშეწონილია კომისიების თავმჯდომარის წარდგენის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობას, ხოლო წევრების რაოდენობის განსაზღვრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები იყოს. დ) პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: არ არსებობს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): აღნიშნული პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: არ არის მიმართებაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: არ არის მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. რეგლამენტის პროექტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასებები არ არესებობს ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
|