| ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების ცვლილება ნომერ ორზე |
|
შემსრულებელი: მიხეილ ნაკაშიძე
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დ ა ს კ ვ ნ ა
`ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერ ორზე“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი `ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერი ორი“, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის $91,850,599-დან $109,560,599-მდე გაზრდას, რათა გამოყოფილ იქნას დამატებითი დახმარება ახალი პროექტებისა და მყარი ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცვლილება ნომერ ორთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის რატიფიცირებას პარლამენტის სხდომაზე.
პატივისცემით,
ვიქტორ დოლიძე კომიტეტის თავმჯდომარე |






