| ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების ცვლილება ნომერ სამზე |
|
შემსრულებელი: მიხეილ ნაკაშიძე
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დ ა ს კ ვ ნ ა
`ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის) ცვლილება ნომერ სამზე“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი `ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითერბისათვის) ცვლილება ნომერი სამი“, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის გაზრდას $128,012, 670-დან $128,412,670-მდე, რათა გამოყოფილ იქნას საბოლოო დახმარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებისათვის - „შემუშავება და ზედამხედველობა“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცვლილება ნომერ სამთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის რატიფიცირებას პარლამენტის სხდომაზე.
პატივისცემით,
ვიქტორ დოლიძე კომიტეტის თავმჯდომარე
|






