სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის

ევროპასთან ინტეგრაციის საორგანიზაციო სხდომის

ოქმი N1

 

ქ. ქუთაისი                                                                                                                        22.10.12

სხდომის მოწვევის საფუძველია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლი.

სხდომას ესწრებოდნენ:

  1. ვიქტორ დოლიძე
  2. ლევან ბერძენიშვილი
  3. პაატა ბარათაშვილი
  4. თინათინ ბოკუჩავა
  5. დავით დარჩიაშვილი
  6. მარიკა ვერულაშვილი
  7. გიორგი ვოლსკი
  8. გიორგი კანდელაკი
  9. იაშა შერვაშიძე

სხდომის თავმჯდომარე: ვიქტორ დოლიძე

სხდომის მდივანი: თამთა ჭუმბურიძე

სხდომის დღის წესრიგი:

  1. I.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
  2. II.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულების შემუშავება.

სხდომის მსვლელობა:

სხდომის თავმჯდომარემ სხდომის წევრებს წარუდგინა დღის წესრიგი.

ბ-მა ვიქტორ დოლიძემ ილაპარაკა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის სამომავლო მიმართულებებზე. მან ხაზი გაუსვა კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მჭიდრო და ხშირი თანამშრომლობის აუცილებლობას. ასევე, ბ-მა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სამუშაო კომიტეტს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის კუთხით ექნება.

დღის წესრიგიდან გამომდინარე სხდომის თავმჯდომარემ სხდომის წევრებს წარუდგინა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბატონი ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა, თავმჯდომარის მოადგილის ბატონი პაატა ბარათაშვილის კანდიდატურა და საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილი ბატონი გიორგი კანდელაკის კანდიდატურა.

სხდომის დამსწრეებმა აღნიშნულ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ბ-მა ვიქტორ დოლიძემ სხდომის წევრებს გააცნო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულების პროექტი და აღნიშნა, რომ ძველ დებულებასთან შედარებით მეტად კონკრეტული და ნათელია. მასში მკვეთრად არის განსაზღვრული ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები.

სხდომის დამსწრეებს არ გამოუთქვამთ შენიშვნები დებულების პროექტთან დაკავშირებით და ერთხმად დაუჭირეს მას მხარი.

 

ვიქტორ დოლიძე

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

 

თამთა ჭუმბურიძე

 

 

სხდომის მდივანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი

 

 
modules