სხდომის ოქმი N2

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი 2

 

სხდომას ესწრებოდნენ:

  1. ვიქტორ დოლიძე
  2. ლევან ბერძენიშვილი
  3. 3.პაატა ბარათაშვილი
  4. 4.თინათინ ბოკუჩავა
  5. 5.დავით დარჩიაშვილი
  6. 6.მარიკა ვერულაშვილი
  7. 7. გიორგი ვოლსკი
  8. 8.მერაბ კაჭახიძე
  9. 9.გიორგი კანდელაკი
  10. 10.სოზარ სუბარი
  11. 11.იაშა შერვაშიძე 

 

სხდომის თავმჯდომარე - ვიქტორ დოლიძე 

სხდომის მდივანი - ნინო ხუციშვილი   

   სხდომის დღის წესრიგი:

1.საქართველოს მთავრობის წევრებს წარედგინათ, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიძის და ევროპულ და ევროატლანტიკურ   სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის ალექსი პეტრიაშვილის ნდობის გამოცხადების საკითხი.  

სხდომის მსვლელობა:

სხდომის თავმჯდომარემ ვიქტორ დილიძემ სხდომის წევრებს წარუდგინა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძis და ევროპულ და ევროატლანტიკურ   სტრუქტურებში სახლმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილიs კანდიდატურები.

საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილემ ხათუნა კაპანაძემ ndobis მისაღებად წარმოადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა რომ ქვეყანაში არსებული კურსი და ფასეულობები უნდა გაგრძელდეს, განმტკიცდეს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის. საქართველო შეეცდება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, გაგრძელდეს ჟენევის ფორმატით მუშაoბა რომლის მიზანიც იქნება ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის ეტაპობრივი სტრატეგიის შემუშავება. მნიშვნელოვანი საკთხია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება არა მხოლოდ მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან არამედ შავი და კასპიის ზღვის რეგიონების და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. რაც შეეხება კონფლიქტების პოლiტიკური მოგვარების საკითხეbs, პოზიციათა პრინციპული განსხვავებების მიუხედავად ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის, ამისათვის საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება სავაჭრო-ეკონომიურ კავშირებსა და ნდობის აღდგენაზე. 

კომიტეტის წევრებma აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ქვეყანაში არსებული საგარეო კურსის გაგრძელებას და დაინტერესდნენ თუ როგორ გაგრძელდება 2014 წლიდან ნატოში ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო ვალდებულებებიs შესრულება, aseve ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და თუ რა როლს ითამაშებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენis საკითხებში. ასევე დაინტერესდნენ თუ რა გავლენას იქონიებს მომავალში რუსეთ - დასავლეთის დაპირისპირება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია კოალიციის ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებით. 

მაია ფაnჯიკიძის თქმით საქართველოსთვის ნატო იქნება არა მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ ღირებულებების ალიანსი. ახალი მთავრობის ამოცანა იქნება ამ ფასეულობების განმტკიცება და პარტნიორობის გაღრმავება. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მუშაობა გაგრძელდება ჟენევის ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს ორხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის ეტაპობრივი სტრატეგიის შემუშავებას. თავის მხრივ საქართველოს მთავრობა რუსეთთან არავითარ დათმოbაზე არ წავა იმ პირობებში, როცა ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. დასაწყისისთვის საქართველო რუსეთთან გააღრმავებს კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს.

ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა მთავრობის გეგმაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, კერძოდ მომავალ წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, DCFTA-სა და სავიზო რეჟიმის თაობაზე.

კომიტეტma ფარული კენჭისყრიT თანახმად, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

 

მომხრე-6
წინააღმდეგი -5 

 

 

ვიქტორ დილიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 
modules