სხდომის ოქმი N1

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი N1

 

2012 წლის 22 ოქტომბერი

 

 სხდოიას თავმჯდომარე:                        გიგლა აგულაშვილი   
                                                                 
         (კომიტეტის თავმჯდომარე)           

სხდომას ესწრებოდნენ:

 კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. ბუკია, ვ. ლემონჯავა, გ. ჟვანია, გ. სამხარაული, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, გ. ღვინიაშვილი, თ. ყაჭეიშვილი, რ. შავლოხაშვილი, პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში, . ჯანაშია

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. გელაშვილი.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი, მ. ბახტურიძე.
მოწვეული სტუმრები: თ. ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი.   
 

დღის წესრიგი

1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება.

                                                                                                         (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 

     2.აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

                                                                                                          (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

I.   მოისმინეს:

გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავების თაობაზე.

 გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის თანახმად, შეიმუშავა აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულება და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის ბიუროზე დასამტკიცებლად. 

II.მოისმინეს:           

გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის   თავმჯდომარის მოადგილეების არჩევასთან დაკავშირებით, რომელმაც წარადგინა კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული - თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით კომიტეტის წევრებს წარუდგინა თამაზ ყაჭეიშვილის, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის სახელით - ამავე კომიტეტეის წევრი, გიორგი ღვინიაშვილის კანდიდატურები. წარმოდგენილ კანდიდატურებს კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39- მუხლის შესაბამისად, ღია კენჭისყრით თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ერთხმად აირჩია კომიტეტის წევრი გელა სამხარაული, თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით კომიტეტის წევრი - თამაზ ყაჭეიშვილი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით - გიორგი ღვინიაშვილი. 

                  

სხდომის თავმჯდომარე:                                                       . აგულაშვილი

          

 სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი