| სხდომის ოქმი N1 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
2012 წლის 22 ოქტომბერი
სხდოიას თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. ბუკია, ვ. ლემონჯავა, გ. ჟვანია, გ. სამხარაული, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, გ. ღვინიაშვილი, თ. ყაჭეიშვილი, რ. შავლოხაშვილი, პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. გელაშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი, მ. ბახტურიძე. დღის წესრიგი (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2.აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). I. მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავების თაობაზე. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის თანახმად, შეიმუშავა აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულება და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის ბიუროზე დასამტკიცებლად. II.მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევასთან დაკავშირებით, რომელმაც წარადგინა კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული - თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით კომიტეტის წევრებს წარუდგინა თამაზ ყაჭეიშვილის, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის სახელით - ამავე კომიტეტეის წევრი, გიორგი ღვინიაშვილის კანდიდატურები. წარმოდგენილ კანდიდატურებს კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, ღია კენჭისყრით თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ერთხმად აირჩია კომიტეტის წევრი გელა სამხარაული, თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით კომიტეტის წევრი - თამაზ ყაჭეიშვილი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით - გიორგი ღვინიაშვილი. სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






